გიორგი ქადაგიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ქადაგიძე
საქართველო
საქართველო
საქართველოს
საქართველო
საქართველო
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 თებერვალი, 2009 – 26 თებერვალი, 2016

დაბადებული10 აპრილი
თბილისი,
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი

გიორგი ქადაგიძე (დ.1980) — საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სსფ-ის მმართველი საქართველოს მხრიდან.

გიორგი ქადაგიძე დაიბადა 1980 წელს. 2001 წელს დაამთავრა მართვის ევროპული სკოლა (ESM) ბიზნესის ადმინისტრაციის სპეციალობით. ამავე წელს მიენიჭა აშშ-ის პრესტონის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი. 2005 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მმართველობის სკოლის მაგისტრატურა სახელმწიფო მმართველობის სპეციალობით. მიენიჭა სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი.

გიორგი ქადაგიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა სააუდიტორო-საკონსულტაციო ფირმა „იუ-ბი-სი ინტერნეიშენალში“, საქართველოს სახალხო ბანკში, იყო თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგისა და საფინანსო ზედამხეველობის სამსახურებს. 2009 წლის თებერვლიდან - 2016 წლის თებერვლამდე გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და ბანკის პრეზიდენტი იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]