კოტე დაუშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კონსტანტინე დაუშვილი)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დაუშვილი.
კოტე დაუშვილი
დაბ. სახელი კონსტანტინე დაუშვილი
დაბ. თარიღი 19 მარტი, 1909
ბაქო, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 5 ივლისი, 1980 (71 წლის)
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1927-1979
შვილ(ებ)ი ჯანგირი
გივი

კონსტანტინე (კოტე) დავითის ძე დაუშვილი (დ. 19 მარტი [ძვ. სტ. 6 მარტი] 1909, ბაქო — გ. 5 ივლისი, 1980) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1958). სომხეთის სსრ სახალხო არტისტი (1979). სცენაზე გამოდიოდა 1927 წლიდან.

1928–1931 წლებში მუშაობდა წითელი არმიის ქართულ თეატრში (თბილისი). 1931–1934 წლებში იყო მარჯანიშვილის სახალხო თეატრის, 1934–1935 წლებში — ბაქოს ქართული თეატრის, 1935–1938 წლებში თბილისის კინოსტუდიის მსახიობი. 1942–1958 წლებში კვლავ მარჯანიშვილის სახალხო თეატრშია.

თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ბეგლარი (კალაძის „როგორ“), კვეჟენაძე (შალვა დადიანის „კაკალ გულში“), ჯიბილო (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), კნუროვი (ალექსანდრე ოსტროვსკის „უმზითვო“), გელა (ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვრის“ ინსცენირება), გიჟუა (აქვსენტი ცაგარლის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“) და სხვა.

კინოში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მწყემსი ბიჭი („უდაბნო“, 1932), ბიგაი („მდინარის იქით“, 1934), ნიკო („გაზაფხული საკენში“, 1950), მოურავი („აკაკის აკვანი“, 1947), სელიმ-ხანი („ბაში-აჩუკი“, 1956), გიგია („პაპა გიგია“, 1960), ბოდოკია („დიდოსტატის მარჯვენა“, 1970), კაც ზვამბაია („მთვარის მოტაცება“, I სერია 1972, II სერია 1973), ციციკორე („ნატვრის ხე“, 1976) და სხვა.

დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარჯანიშვილის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1958: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
  • 1979: სომხეთის სსრ სახალხო არტისტი
  • დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]