იური ქავთარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იური ქავთარაძე
დაბადების თარიღი 12 თებერვალი, 1923
ბათუმი
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი

იური ქავთარაძე (დ. 12 თებერვალი, 1923 ბათუმი — გ. 5 აპრილი, 1979, მოსკოვი) — ქართველი და საბჭოთა რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი.

1939 წლიდან მუშაობდა მსახიობად მოზარდ-მაყურებელთა თეატრში. 1946-1948 წწ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. შემდეგ დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ВГИК) სამხატვრო (1951) და სარეჟისორო (1951 წ. სერგეი გერასიმოვის და თამარა მაკაროვას სახელოსნო) ფაკულტეტები.

1941-1945 მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა თბილისის სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთების მხატვრად. რუსეთში გადასვლის შემდეგ კი — რეჟისორად მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიის შემოქმედებითი გაერთიანება „ეკრანში".

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1961 „ჭიაკოკონა“
  • 1966 „უყაიმო თამაში“

სცენარის ავტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1966 „უყაიმო თამაში“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული კინო. 1896-2011. თბ. 2011. გვ. 177