უკანასკნელი ჯვაროსნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უკანასკნელი ჯვაროსნები
დამდგმელი რეჟისორი სიკო დოლიძე
სცენარის ავტორი სიკო დოლიძე
კომპოზიტორი შალვა აზმაიფარაშვილი
ხმის ოპერატორი როსტისლავ ლაპინსკი,
ვლადიმერ დოლიძე
ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი
მხატვარი სერაფიონ ვაწაძე
სტუდია სახკინმრეწვი
გამოსვლის თარიღი 1934
ხანგრძლივობა 80 წთ
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველოს სსრ საქ. სსრ
ენა ქართული

უკანასკნელი ჯვაროსნები1934 წლის ქართული ფილმი. იგი 1965 წელს აღადგინეს და ხელმეორედ გაახმოვანეს რეჟისორებმა სიკო დოლიძემ და ზაქარია გუდავაძემ.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში ნაჩვენებია ახალი აზროვნების სასიკეთო შედეგები,რაც რევოლუციამ მთის ხალხებს მოუტანა. ქისტები, რომლებმაც ადათის მიხედვით ხევსურთა სისხლი უნდა აიღონ, უარს ამბობენ შურისძიებაზე და შერიგების ნიშნად ხევსურებს სეპარატორს უტოვებენ. ხევსურებს არ სწამთ შერიგების, სეპარატორს ამსხვრევენ, აგიტატორს კი ჰკლავენ. წესით, სისხლი მოკლულის ძმამ უნდა აიღოს, მაგრამ იგი უარს ამბობს წესის აღსრულებაზე და დამნაშავეთ ამხელს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]