კარლო კალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კალაძე.
კარლო კალაძე
დაბ. თარიღი 16 მარტი 1907(1907-03-16)
დაბ. ადგილი ეწერი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 10 დეკემბერი 1988(1988-12-10) (81 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
ფსევდონიმი კაკი ეწრელი
საქმიანობა პოეტი და დრამატურგი
ენა ქართული ენა
ეროვნება ქართველები
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი, საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

კარლო რაჟდენის ძე კალაძე (დ. 16 მარტი, 1907, ეწერი, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 10 დეკემბერი, 1988, თბილისი) — ქართველი პოეტი, დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1920 წელს არალეგალურ პრესაში კაკი ეწრელის ფსევდონიმით. 1924 წელს რედაქტორობდა ჟურნალ „პროლემაფს“. 1927-1930 წლებში იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი. 1931 წელს მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ლიტერატურული გაზეთი „სიტყვა და საქმე“. იგი იყო 1924 წელს ჩამოყალიბებული ახალგაზრდა პროლეტარული მწერლობის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი. მან აქტიური როლი შეასრულა საქართველოს მწერალთა კავშირის შექმნაში, იყო ამ კავშირის პრეზიდიუმის წევრი.

კარლო კალაძის ადრინდელი ლექსებისათვის დამახასიათებელია რევოლუციური და ეროვნული პათოსი. ამ პერიოდს ეკუთვნის პოეტის სხვადასხვა თემაზე შექმნილი ნაწარმოებები: „პოემა უჩარდიონი“, „მთების ეპოსი“, „ხერთვისის განთიადები“ და სხვა. კ. კალაძე განსაკუთრებული შემოქმედებით გამოეხმაურა დიდ სამამულო ომს. ხანგრძლივად იმყოფებოდა ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტზე და შექმნა ლექსებისა და პოემების წიგნი „შეხვედრები ბრძოლის ველზე“.

კარლო კალაზეს დიდი ამაგი მიუძღვის დრამატურგიაზეც. თეატრში, რომელსაც კ. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა, დაიდგა კ. კალაძის პიესები „როგორ?“ და „ხატიჯე“, ხოლო სპექტაკლებს „სოფლის საღამოები“, „სახლი მტკვრის პირას“ წარმატება ხვდა რუსთაველის სახელობის თეატრში.

დაჯილდოვებული იყო ოქტომბრის რევოლუციის, სამი შრომის წითელი დროშის და „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 201, თბ., 1994