კენეთ ბრანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კენეთ ბრანა

კენეთ ბრანა 2011 წელს
მშობლიური სახელი Kenneth Branagh
დაბადების სახელი კენეთ ჩარლზ ბრანა
დაბადების თარიღი 10 დეკემბერი, 1960 (1960-12-10) (63 წლის)[1]
ბელფასტი, ჩრდილოეთი ირლანდია
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია
საქმიანობა
  • მსახიობი
  • რეჟისორი
  • პროდიუსერი
  • სცენარისტი
აქტიური 1981-დღემდე
მეუღლე(ები)
პარტნიორ(ებ)ი ჰელენა ბონემ კარტერი (1994–1999)

სერ კენეთ ჩარლზ ბრანა (ინგლ. Sir Kenneth Charles Branagh; /ˈbrænə/; დ. 10 დეკემბერი, 1960) — ჩრდილოეთ ირლანდიელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. 2015 წლიდან დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიის პრეზიდენტი.

გადაღებული აქვს უილიამ შექსპირის ნაწარმოებების რამდენიმე კინოადაპტაცია: „ჰენრი V (1989) (რისთვისაც მიიღო ოსკარის ორი ნომინაცია), „აურზაური არაფრის გამო“ (1993), „ოტელო“ (1995), „ჰამლეტი“ (1996) (რისთვისაც მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის) „ამაო გარჯა სიყვარულისას“ (2000), „ისე როგორც შენ გიყვარს“ (2006). აგრეთვე რეჟისორია ფილმებისა: „გედის სიმღერა“ (1992), „მერი შელის ფრანკენშტეინი“ (1994), „მაგიური ფლეიტა“ (2006), „გამომძიებელი“ (2007), „თორი“ (2011), „ჯეკ რაიანი: ქაოსის თეორია“ (2014), „კონკია“ (2015), „მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში“ (2017).

როგორც მსახიობი მონაწილეობდა სხვადასხვა ფილმებსა და ტელესერიალებში: „ომის ფორტუნა“ (1987), „პოპულარობა“ (1998), „ველური, ველური დასავლეთი“ (1999), „შეთქმულება (2001), „გზა ელდორადოსაკენ“ (2000), „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“ (2002), „სითბოს სათავეები“ (2005), „ვალკირია (2008), „როკ–ტალღა“ (2009), „ვალანდერი“ (2008–2016), „ერთი კვირა მერლინთან“ (2011) და „დიუნკერკი“ (2017).

არის ემის და BAFTA-ს ლაურეატი (სამი ნომინაციიდან), ოქროს გლობუსის და აკადემიის ჯილდოს ხუთ-ხუთ გზის ნომინანტი. 2012 წლის 9 ნოემბერს მიენიჭა რაინდი-ბაკალავრის წოდება.[3][4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Monitor“. Entertainment Weekly (1237): 26. 14 December 2012.
  2. White p.271
  3. „Birthday Honours: Branagh, Winslet and royal designer Burton on list“. BBC News. BBC. 16 June 2012. ციტირების თარიღი: 16 June 2012.
  4. Honours for Branagh and Jowell. BBC (16 ივნისი, 2012). ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2019.