ლეგატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლეგატი (ლათ. Legatus) — მაღალი თანამდებობის პირი რომაულ არმიაში.

ტერმინმა როგორც მთავარსარდალი ფორმალური სახე მიიღო ავგუსტუსის დროს. რომის რესპუბლიკიდან მოყოლებული, ლეგატები იღებდნენ დიდ წილს წარმატებული სამხედრო კამპანიებიდან, რაც მათ საკმაოდ ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა, ასე რომ ეს თანამდებობა ხშირად წარმატებულ კონსულებს ან სხვა მაღალი თანამდებობის პირებსაც იზიდავდა.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის იმპერიაში ლეგიონებს აკონტროლებდნენ იმპერატორს დაქვემდებარწბული კონსულები, ხოლო რომის რესპუბლიკის შემდეგ, სენატის მთელი ძალაუფლება გადავიდა იმპერატორის ხელში, რამაც ის მთელ რომში ყველაზე ძლევამოსილ პიროვნებად აქცია.

ლეგატი იყო ყველაზე პატივსაცემი სამხედრო მოხელე რომში, ამ თანამდებობაზე ადამიანებს ირჩევდნენ სენატორთა კლასიდან.

განარჩევენ ლეგატების ორ მთავარ თანამდებობას: legatus legionis-ს თანამდებობაზე ნიშნავდნენ ყოფილ პრეტორებს, რომლებიც თანამდებობაზე არჩევის შემდეგ ხელმძღვანელობდნენ რომის ლეგიონებს[1] და legatus pro praetore ისინი ჩვეულებრივ იყვნენ ყოფილი კონსულები და ეძლეოდათ პროვინციის მმართველობა პრეტორის სასამართლო ძალაუფლებასთან ერთად, რაც რიგ შემთხვევაში მათ აძლევდა დამატებით ოთხი ან მეტი ლეგიონის მართვის საშუალებას. ლეგატს უფლება ჰქონდა ჰყოლოდა 12 ლიქტორი ფასცების სატარებლად.

რომის რესპუბლიკის დროს, ლეგატის მოვალეობას ასრულებდნენ ისინი ვისაც ხელთ ეპყრა დელეგირებული ძალაუფლება (ჩვეულებრივ კონსული ან პროკონსული).

ავგუსტუსიდან მოყოლებული იმპერატორი ლეგატის თანამდებობაზე ნიშნავდა ლეგიონის უფროს მეთაურებს, მათ შორის ეგვიპტესა და მესოპოტამიაში, სადაც ლეგიონები იმართებოდა პრეფექტების მიერ.

legatus legionis ექვემდებარებოდა legatus augusti pro praetore-ს.

legatus augusti pro praetore-ს თანამდებობაზე ნიშნავდნენ ყოფილ ტრიბუნებს, ასევე იმპერატორმა ავგუსტუსმა დააწესა მაქსიმალური მმართველობის ვადა ლეგატებისთვის, რომელიც შეადგენდა ორ წელს. მომდევნო იმპერატორებმა ეს ვადა ჯერ სამ ხოლო შემდეგ ოთხ წლამდე გაზარდეს, მიუხედავად ამისა მათ შეეძლოთ თანამდებობაზე გაცილებით დიდ ხანს დარჩენილიყვნენ.

თუ პროვინციას ჰყავდა მხოლოდ ერთი ლეგიონი, მაშინ ლეგატი მსახურობდა როგორც პვროვინციის მმართველი რომელსაც ხელთ ეპყრა სრული ძალაუფლება.

ბრძოლის ველზე ლეგატის გამორჩევა შესაძლებელი იყო მისი განსხვავებული მუზარადისა და ჯავშნის მეშვეობით, ასევე მისი ალისფერი პალუდამენტუმითა და ქამრით cincticulas.

ლეგატს შეეძლო გაეცა სიკვდილით დასჯის ბრძანება.[2]

Legatus legionis-ს თანამდებობა საბოლოოდ გააუქმა იმპერატორმა გალიენუსმა. ის უპირატესობას ანიჭებდა მეთაურის არჩევას სამხედრო წრიდან რადგან მათ ჰქონდათ დიდი სამხედრო გამოცდილება.

დიპლომატიური ლეგატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის რესპუბლიკაში ლეგატებს ასევე ელჩებად ირჩევდნენ სენატორები.[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "The Roman Army". Accessed April 16, 2007.
  2. (2006-07-14) Smith (1901) Dictionary of Greek and Roman Antiquities Vol. 1 PA811. Books.google.com. წაკითხვის თარიღი: 2011-04-16. 
  3. სმითი, Dictionary of Greek and Roman Antiquities (1875), Bill Thayer's edition, entry on "Legatus".