ხაჩქარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ხაჩკარი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაჩქარი აღარცინის მონასტერთან, დილიჯანი.

ხაჩქარი, ხაჩკარი (სომხ. խաչ — ჯვარი და სომხ. քար — ქვა) — ქვაჯვარი, შუასაუკუნეების სომხური ძეგლი, ვერტიკალურად მდგარი ქვის ფილა, რომელზედაც ამოკვეთილია რთულ ორნამენტულ კომპოზიციაში ჩასმული დიდი ჯვრის გამოსახულება. როგორც წესი იდგმებოდა გზასთან, მონასტერთან და ტაძრების ფასადზე ან მათ შიგნით მდებარეობს და გავრცელებული პრაქტიკაა თითქმის მთელ სომხეთში.

სულ სომხეთის ტერიტორიაზე ითვლიან რამდენიმე ათას ხაჩკარს და ყოველი მათგანი გამოირჩევა თავისებური ორნამენტებით (თუმცა ისინი შესრულებულია ერთსადაიმავე სტილში). გავრცელებულია IX საუკუნიდან. ფიქრობენ რომ წარმოიშვა ადრინდელ ქრისტიანული სტელიდან. თავდაპირველად კვეთულობა მონუმენტური ხასიათისა იყო, XII საუკუნიდან ადრინდელი ჯვრის ფონი აჭურული ორნამენტით დაიფარა.

ხაჩკარების ყველაზე გავრცელებული მოტივია ჯვარი, იშვიათად ჯვარცმა, როზეტით ან მზის დისკოთი მის ქვეშ. დარჩენილი ნაწილი, როგორც წესი, მორთულია ვაზის, ფოთლების ან აბსტრაქტული ხლართულის ორნამენტებით. ხანდახან მას თან ახლავს კარნიზი, რომელზეც ბიბლიური ან წმინდანთა გამოსახულებებია დატანებული.

ხაჩქარის აღმართვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი უნდა ყოფილიყო ვოტივი, ანუ აღთქმა ვინმეს (ცოცხალის ან გარდაცვლილის) სულის გადასარჩენად. თუმცა იყო სხვა მიზეზებიც, როგორიცაა საბრძოლო გამარჯვება, ეკლესიის აშენების თარიღი, ბუნებრივი კატაკლიზმებისგან დაცვა და მისთ. ხაჩკართა ყველაზე გავრცელებული ადგილი საფლავებია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]