აირარატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აირარატის პროვინციის მდებარეობა დიდ სომხეთში

აირარატი (სომხ. Այրարատ) — სომხეთის ისტორიული პროვინცია, რომელიც შედიოდა დიდი სომხეთის შემადგენლობაში. პროვინცია მოიცავდა 22 კანტონას, რითაც დიდ სომხეთში მე-2 ადგილი ეკავა. აირარატის ცენტრი იყო არტაშატი. მისი ფართობი შეადგენდა 40,105 კმ²-ს. ფართობით ის მე-2 ადგილზე იყო. აირარატის პროვინცია მდებარეობდა დიდი სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში. სავარაუდოდ, მისი სახელი მომდინარეობს ურარტუდან.

აირარატის პროვინცია დიდი სომხეთის შემადგენლობაში რჩებოდა 650 წლამდე. 650 წელს კი დიდი სომხეთი დაიპყრეს არაბებმა და აირარატი მათ ხელში გადავიდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]