წაღკაძორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
წაღკაძორი
Ծաղկաձոր
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
კოორდინატები 40°32′00″ ჩ. გ. 44°43′14″ ა. გ. / 40.53333° ჩ. გ. 44.72056° ა. გ. / 40.53333; 44.72056
დაარსდა V საუკუნე
ადრეული სახელები კეჩარისი, დარაჩიჩაგი
ფართობი 4 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1825
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 1 256 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +374 (223)
საფოსტო ინდექსი 2310
ოფიციალური საიტი tsakhkadzor.am
წაღკაძორი — სომხეთი
წაღკაძორი

წაღკაძორი (სომხ. Ծաղկաձոր; სიტყვასიტყვით „ყვავილების ხეობა“) — ქალაქი სომხეთში, პოპულარული და ცნობილი სამთო კურორტია. მდებარეობს სომხეთის ცენტრალურ ნაწილში, ერევნიდან 50 კილომეტრში და რაზდანიდან აღმოსავლეთიდან 5 კმ-ში. 2011 წლის მონაცემებით ქალაქში მხოლოდ 1 256 ადამიანი ცხოვრობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ისტორიული სახელწოდებაა კეჩარისი. ადრეული შუა საუკუნეებიდან ქალაქი მიეკუთვნება ვარაჟნუნების ფეოდალურ საგვარეულოს. VI საუკუნიდან ქალაქი კამსაკარანის საგვარეულოს ხელშია. X საუკუნეში ამ საგვარეულოს ენაცვლებიან ფაჰლავუნები, რომლებიც სომეხი არშაკუნიანების ნათესავები იყვნენ. ფაჰლავუნების წარმომადგენელმა გრიგორ მაგისტროსმა აქ 1033 წელს დააარსა კეჩარისის მონასტერი.

მოგვიანებით ქალაქი სხვადასხვა საგვარეულოს მფლობელობაშია. მას რიგ-რიგობით ფლობდნენ მხარგრძელები (ზაქარიდები), ხაკბაკიანები და პროშიანები. ვასაკ ხაკბაკიანმა XIII საუკუნის დასაწყისში მოახდინა კეჩარისის მონასტრის რესტავრაცია.

XVII საუკუნიდან რეგიონი დაიპყრეს ოსმალებმა. XVIII საუკუნეში რეგიონი ოსმალეთ-სპარსეთის ომების პლაცდარმია. 1828 წლის თურქმენჩაის ზავის მიხედვით ქალაქი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და შეუერთდა ერევნის გუბერნიას.

ოსმალების მმართველობის პერიოდში ქალაქს ეწოდებოდა დარაჩიჩაგი („ყვავილების ხეობა“). 1947 წელს სომხეთის სსრ-ის მინისტრთა საბჭომ ქალაქის სახელი გადათარგმნა და წაღკაძორი უწოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: