შინაარსზე გადასვლა

რუბენ დიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუბენ დიაში
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რუბენ დუშ სანტუშ გატო ალვეშ დიასი[1]
დაბადების
თარიღი
14 მაისი, 1997 (1997-05-14) (27 წლის)[2]
დაბადების
ადგილი
ამადორა, პორტუგალია
სიმაღლე 186 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი[3]
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მანჩესტერ სიტი
ნომერი 3
ახალგაზრდული კარიერა
2006–2008 ესტრელა და ამადორა
2008–2015 ბენფიკა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2015–2017 ბენფიკა B 55 (0)
2017–2020 ბენფიკა 91 (9)
2020– მანჩესტერ სიტი 120 (3)
ეროვნული ნაკრები
2013–2014 პორტუგალია 17-წლ. 18 (0)
2014–2016 პორტუგალია 19-წლ. 21 (2)
2016–2017 პორტუგალია 20-წლ. 15 (0)
2017 პორტუგალია 21-წლ. 4 (0)
2018– პორტუგალია 62 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 31 აგვისტო, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 8 სექტემბერი, 2024

რუბენ დუშ სანტუშ გატო ალვეშ დიასი (პორტ. Rúben dos Santos Gato Alves Dias; დ. 14 მაისი, 1997) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, ცენტრალური მცველი. ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტის“ და პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი. მოიაზრება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მცველად,[4][5][6] დიაში გამორჩეულია ფიზიკური ძალით, ლიდერული უნარებით, გადაცემებითა და მეორე სართულზე კარგი თამაშით.[7][8][9]

დიაშის აღმასვლა „ბენფიკას“ ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო. 2015 წელს შეუერთდა „ბენფიკას“ სარეზერვო გუნდს. 2017 წელს დიაში „ბენფიკას“ ძირითადი გუნდის წევრი ხდება. რუბენმა 2017/18 წლების სეზონში პორტუგალიის პრიმერა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდო მოიპოვა. შემდეგ სეზონში დიაში დაეხმარა გუნდს 2019/19 წლების სეზონის პორტუგალიის პრემიერა ლიგის მოგებაში. 2019/20 წლების სეზონში დაეხმარა გუნდს პორტუგალიის სუპერთასის მოგებაში და დასახელდა პრიმერა ლიგის სეზონის საუკეთესო გუნდის წევრად. ამ დროის მანძილზე მან გუნდის რიგებში 100 შეხვედრა ჩაატარა. 2020 წლის სექტემბერში €68 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ სიტის“. დიაშმა პირველ სეზონში გუნდთან ერთად მოიგო პრემიერლიგა და ინგლისის ლიგის თასი, ამასთანავე დაეხმარა გუნდს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში. ამ სეზონში დასახელდა მანჩესტერ სიტის წლის საუკეთესო ფეხბურთელად, პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მცველად.

დიაში კარიერის სხვადასხვა მონაკვეთში თამაშობდა პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებეში, წარადგენდა ქვეყანას 16, 17, 19, 20 და 21 წლამდელთა საფეხურზე. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2018 წელს შედგა, როდესაც მონაწილეობა მიიღო 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე, რის შემდეგაც იასპარეზა 2019 წლის უეფა-ს ერთა ლიგაზე და 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. 2019 წელს დასახელდა ერთა ლიგის ტურნირის საუკეთესო გუნდის წევრად და ტურნირის ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ.

დაიბადა და გაიზარდა ამადორაში,[10] ჰყავს უფროსი ძმა ივანი, რომელიც პროფესიონალი ფეხბურთელია, და დები, ბეატრისი და კაროლინა, რომელმაც დიაშს „რუბი“ შეარქვა.[11] ბავშვობის პერიოდში დიაში აკერპებდა ჯონ ტერის, ნემანია ვიდიჩს, რიო ფერდინანდს და ვინსენტ კომპანის. დიაშს ბავშვობიდანვე ჰქონდა სურვილი ეთამაშა ინგლისის პრემიერლიგაში. ბავშვობაში ის ფეხბურთს თამაშობდა ყველგან სადაც კი შეეძლო, ქუჩაში ან სახლში ძმასთან, ივანთან ერთად.[12]

დიაშმა კარიერა ადგილობრივ „ესტრელა და ამადორაში“ დაიწყო.[11] რუბენი თავდაპირველად თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა.[12][13] 2008 წელს გადავიდა „ბენფიკას“ ახალგაზრდულ გუნდში სადაც 2015 წლამდე რჩებოდა.[12] ამავე წლის 30 სექტემბერს შედგა მისი დებიუტი პროფესიონალურ დონეზე, ბენფიკას სარეზერვო გუნდის რიგებში, დაუპირისპირდა „შავესს“.[14] 2016 წლის 7 მარტს რუი ვიტორიამ 18 წლის დიაში ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური შეხვედრისთვის „ზენიტის“ წინააღმდეგ გამოიძახა.[15] ამ სეზონში დიაში დაეხმარა სარეზერვო გუნდს ლიგაში მეოთხე ადგილის დაკავებაში, ამის შემდეგ იასპარეზა უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის ფინალში.[16]

დიაში სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ წინააღმდეგ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში; 2019-20 წლების სეზონი

2017 წლის 16 სექტემბერს შედგა მისი დებიუტი პრიმეირა ლიგის შეხვედრაში, „ბოავიშტას“ წინააღმდეგ.[17] ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ორი თამაშის ჩათვლით, მას ოპერაცია ჩაუტარდა აპენდიციტის გამო, რის გამოც იგი ერთი თვე გამოტოვა.[18] პირველი გოლი გუნდის რიგებში გაიტანა 2017 წლის 29 დეკემბერს, „ვიტორია დე სეტუბალთან“ გამართულ შეხვედრაში რომელიც ანგარიშით 2-2 დასრულდა.[19] 2018 წლის 3 თებერვალს გაიტანა პირველი გოლი პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში, „რიუ ავეს“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რომელიც „ბენფიკას“ გამარჯვებით დასრულდა.[20] სეზონის ბოლოს დაასახელეს პრიმეირა ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ.[21]

მას შემდეგ რაც გავრცელდა ჭორები მისი დიდი თანხის სანაცვლოდ „ლიონში“ სავარაუდო გადასვლის შესახებ, დიაშმა „ბენფიკასთან“ კონტრატი 2023 წლამდე გაახანგრძლივა[22] 2019 წლის 2 ნოემბერს ჩაატარა მე-100 შეხვედრა გუნდის რიგებში, სადაც გაიტანა „რიუ ავეს“ წინააღმდეგ.[23]

2020 წლის 26 სექტემბერს გაიტანა „მორეირენშესთან“ გამართულ შეხვედრაში.[24] თამაშის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟესუსმა განაცხადა რომ „დიდი ალბათობით გუნდის რიგებში ეს დიაშის უკანასკნელი თამაში იყო“.[25]

2020–21: სადებიუტი სეზონი და ევროპული ფინალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 29 სექტემბერს დიაში €68 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა „მანჩესტერ სიტის“, გააფორმა გუნდთან 6 წლიანი კონტრაქტი, ბენფიკამ მიიღო €56,6 მილიონი და დარჩენილი თანხის სანაცვლოდ „სიტიდან“ გუნდს ნიკოლას ოტამენდი შეუერთდა, კარგი თამაშის შემთხვევაში ბონუსების ჩათვლით თანხის გაზრდის შანსი €71,6 მილიონამდე გაიზარდა.[26][27] 2020 წლის 3 ოქტომბერს შედგა დიაშის დებიუტი პრემიერლიგაში, „ლიდზ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რომელიც ფრედ ანგარიშით 1–1 დასრულდა.[28]

დიაში 2020 წლის ნოემბერში დასახელდა „მანჩესტერ სიტის“ თვის საუკეთესო მოთამაშედ, რისი მიზეზიც დაცვაში მისი დამაჯერებელი თამაში იყო.[29] 2021 წლის 27 თებევალს დიაშმა გაიტანა „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რომელიც ანგარიშით 2–1 დასრულდა.[30] ის მალევე იქცა „მანჩესტერ სიტის“ ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ და გუნდთან ერთად მოახერხა პრემიერლიგისა და ლიგის თასის მოგება.[31] დიაშმა 2020-21 წლების სეზონში მოიგო FWA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო.[32] ის აგრეთვე დასახელდა „მანჩესტერ სიტის“ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ და[33] პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ.[34]

2021 წლის 15 სექტემბერს დიაშმა პირველად მოირგო კაპიტნის სამკლაური „მანჩესტერ სიტის“ რიგებში, და მიითვალა ასისტი (გაატანინა ჯეკ გრილიშს) უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „ლაიფციგის“ (6-3) წინააღმდეგ.[35] 1 დეკემბერს დიაშმა გაიტანა „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ. ეს იყო მის მიერ საჯარიმოს გარედან გატანილი პირველი გოლი საფეხბურთო კარიერაში.[36]

საერთაშორისო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიაშმა 17-წლამდელთა ნაკრების რიგებში ითამაშა 2014 წელს გამართულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე. ორი წლის შემდეგ 2016 წლის 19-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე იყო პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი. შემდეგ წელს 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე უკაპიტნა პორტუგალიის ნაკრებს. მეოთხედფინალში თერთმეტმეტრიანების სერიაში ანგარიშით 4-5 დამარცხდნენ ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრებთნ. 2017 წლის 5 სექტემბერს შედგა მისი დებიუტი პორტუგალიის 21-წლამდელთა ფეხბურთელთა ნაკრების რიგებში, 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, უელსის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ.[37]

დიაში გუნდში გამოიძახა პორტუგალიის მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა 2018 წლის 15 მარტს, ეგვიპტისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრების წინ. თუმცა, ოთხი დღის შემდეგ ის გამოეთიშა გუნდს მარჯვენა ტერფის დაჭიმვის გამო.[38] 2018 წლის 17 მაისს დასახელდა პორტუგალიის შემადგენლობაში, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის 23 კაციან სიაში.[39][40] თერტმეტი დღის შემდეგ შედგა მისი დებიუტი ტუნისის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.[41] მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის მიუხედავად პორტუგალიის მიერ ჩატარებული 4 შეხვედრიდან მონაწილეობა არცერთში არ მიუღია.[42]

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, დიაშმა დაიწყო დამკვიდრება ცენტრალურ დაცვაში, ჩაანაცვლა ხოსე ფონტე და დამკვიდრდა დაცვის ხაზში პეპეს გვერდით, 2018–19 წლების უეფას ერთა ლიგის ყველა მატჩში და დაეხმარა პორტუგალიას 2019 წლის უეფას ერთა ლიგის ფინალში გასვლაში სადაც საშინაო არენაზე 9 ივნისს პორტუგალიამ ტურნირის ფინალში ნიდერლანდები 1–0 დაამარცხა და დიაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა..[43] მთელი ტურნირის განმავლობაში ნაჩვენები თამაშისთვის იგი დაასახელეს „ტურნირის გუნდის წევრად“.[44]

17 ნოემბერს, დიაშმა გაიტანა თავისი პირველი საერთაშორისო გოლი 2020-21 წლების უეფას ერთა ლიგის შეხვედრაში, ხორვატიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რომელიც პორტუგალიელების გამარჯვებით, ანგარიშით 3-2 დასრულდა.[45][46][47]

ის იყო პორტუგალიის ნაკრების წევრი 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე.[48] 2021 წლის 19 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე მან გაიტანა ავტოგოლი 35-ე წუთზე გერმანიასთან შეხვედრაში, სადაც პორტუგალია ანგარიშით 2-4 დამარცხდა.[49] დიაშმა ითამაშა პორტუგალიის მიერ ტურნირზე ჩატარებულ ყველა შეხვედრაში, საბოლოოდ კი ტურნირს 1/16 ფინალში ბელგიასთან მინიმალური მარცხის (0-1) შემდეგ გამოეთიშა.[50][51]

დიაში ფიზიკურად ძლიერი, მარჯვენა ფეხით მოთამაშე ცენტრალური მცველია, რომელიც ჩვეულებრივ თამაშობს ცენტრალური დაცვის მარცხენა მხარეს, იმის გამო, რომ მისთვის მოსახერხებელია ბურთის ორივე ფეხით გადაცემა. მას შეუძლია პასის გაკეთება სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ბურთის საპირისპირო ფლანგზე გადაცემა თუ ვერტიკალური ხაზის დამრღვევი პასების გაკეთება. მისი ორფეხიანობის შერწყმა და ძალიან კარგი გადაცემის დიაპაზონი, დიასს შეუძლია უკარნახოს თამაში ზურგიდან ნებისმიერი მიმართულებით. დიაში მისი ფიზიკური ძალის წყალობით ახერხებს ბურთის დამორჩილებას და რთულს ხდის შემტევების მხრიდან მის ართმევას. ის ბურთთანაც ძალიან მშვიდია და იშვიათად ხვდება ზეწოლის ქვეშ. კარგად ანაწილებს გადაცემებს, განსაკუთრებით გრძელ პასებს, რადგან მისი პასის ხარისხი და უნარი ეხმარება მის გუნდს ბურთის ფლობაში. ის ასევე დომინანტია ჰაერში, მეორე სართულზე თამაშისას საჰაერო ბრძოლებს უმეტეს შემთხვევაში იგებს.[7][52]

დიაში 2018 წლიდან 2021 წლის სექტემბრამდე ურთიერთობაში იყო პორტუგალიელ პოპ ვარსკვლავ April Ivy-სთან.[53]

კარიერის სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 4 დეკემბერი 2021
მატჩები და გოლები კლუბის, სეზონისა და ტურნირის მიხედვით
კლუბი სეზონი ლიგა ეროვნული თასი[] ლიგის თასი[] ევროპა სხვა ჯამი
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ბენფიკა B 2015–16[54] LigaPro 26 0 26 0
2016–17[54] LigaPro 28 0 28 0
2017–18[54] LigaPro 1 0 1 0
ჯამი 55 0 55 0
ბენფიკა 2017–18[54] პრიმეირა ლიგა 24 3 1 0 3 1 2[] 0 0 0 30 4
2018–19[54] პრიმეირა ლიგა 32 3 5 0 3 0 15[] 1 55 4
2019–20[10][54] პრიმეირა ლიგა 33 2 5 0 2 0 6 შეხვედრა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, 2 შეხვედრა და ერთი გოლი უეფა-ს ევროპა ლიგაზე 1 1[] 0 49 3
2020–21[54] პრიმეირა ლიგა 2 1 1[] 0 3 1
ჯამი 91 9 11 0 8 1 26 2 1 0 137 12
მანჩესტერ სიტი 2020–21[55] ინგლისის პრემიერლიგა 32 1 4 0 3 0 11[] 0 50 1
2021–22[56] ინგლისის პრემიერლიგა 14 1 0 0 0 0 4[] 0 1[] 0 19 1
ჯამი 46 2 4 0 3 0 15 0 1 0 69 2
კარიერის ჯამი 192 11 15 0 11 1 41 2 2 0 261 14
განახლდა: 14 ნოემბერი 2021[57]
რუბენ დიაშის მატჩები და გოლები ნაკრებში წლების მიხედვით
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
პორტუგალია 2018 7 0
2019 10 0
2020 7 2
2021 13 0
ჯამი 37 2
2021 წლის 14 ნოემბრის მონაცემებით[57]
რუბენ დიაშის მიერ გატანილი საერთაშორისო გოლები
No. თარიღი ადგილი კეპი მეტოქე გოლი შედეგი შეჯიბრი Ref.
1 17 ნოემბერი 2020 სტადიონ პოლიუდი, სპლიტი, ხორვატია 24 ხორვატიის დროშა ხორვატია 1–1 3–2 უეფა-ს ერთა ლიგა 2020–21 [58]
2 3–2

ბენფიკა

მანჩესტერ სიტი

პორტუგალია

ინდივიდუალური

  • უეფას 19-წლამდე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ტურნირის სიმბოლური გუნდის წევრი: 2016[65]
  • კოსმე დამიანის ჯილდო – წლის აღმოჩენა: 2017[66]
  • პრიმეირა ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე: 2017–18[67]
  • უეფა-ს ერთა ლიგის ფინალების ტურნირის სიმბოლური გუნდის წევრი: 2019[44]
  • პრიმერია ლიგის თვის საუკეთესო მცველი: მარტი 2018,[68] ოქტომბერ/ნოემბერი 2019[69]
  • პორტუგალიის პრიმეირა ლიგის წლის გუნდის წევრი: 2019–20[70]
  • FWA-ს წლის გუნდის წევრი: 2020–21[32]
  • PFA-ს წლის გუნდის წევრი: 2020–21[71]
  • „მანჩესტერ სიტის“ წლის საუკეთესო მოთამაშე: 2020–21[72]
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სეზონის გუნდის წევრი: 2020–21[73]
  • პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე: 2020–21[62]
  • ESM-ის წლის გუნდის წევრი: 2020–21[74]
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მცველი: 2020–21[75]
  • ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის წევრი: 2021[76]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. FIFA World Cup Russia 2018: List of Players: Portugal. FIFA (15 July 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი 2021.
  2. Rúben Dias: Overview. ESPN. ციტირების თარიღი: 28 September 2020
  3. Rúben Dias: Profile. HEIM:SPIEL. ციტირების თარიღი: 28 September 2020
  4. Ranked! The 10 best centre-backs in the world (28 May 2021). ციტირების თარიღი: 21 August 2021
  5. Lane, Barnaby. The 10 best defenders in world soccer right now. ციტირების თარიღი: 21 August 2021
  6. Jose Mourinho: Ruben Dias is the best centre-back in the world right now (15 June 2021). ციტირების თარიღი: 21 August 2021
  7. 7.0 7.1 Player Analysis: Rúben Dias.
  8. Ruben Dias - Manchester City (8 February 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი 2021. ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი 2021.
  9. Premier League 2020/21: Ruben Dias - scout report (27 May 2021).
  10. 10.0 10.1 Rúben Dias: Summary. Perform Group. ციტირების თარიღი: 28 September 2020
  11. 11.0 11.1 Hendrix, Hale. (16 October 2020) Ruben Dias Childhood Story Plus Untold Biografia Fatos. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ნოემბერი 2021. ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი 2021.
  12. 12.0 12.1 12.2 10 things you didn’t know about Ruben Dias. YouTube. https://www.youtube.com/watch?v=VeKF1SCrqOM&ab_channel=SoccerStories-OhMyGoal.
  13. Edwards, John. Ruben Dias: Things you need to know.
  14. „Chaves 1–1 Benfica B“. zerozero. 30 September 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მაისი 2021. ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი 2021.
  15. „Rui Vitória leva Rúben Dias na comitiva para a Champions“. Diário de Notícias. 7 March 2016. ციტირების თარიღი: 8 June 2018.
  16. Salzburg succeed Chelsea as Youth League winners. UEFA (24 April 2017). ციტირების თარიღი: 24 April 2017
  17. „Benfica boss talks up talents of young Man Utd target“. TeamTalk. 31 October 2017. ციტირების თარიღი: 31 October 2017.
  18. „Ruben Dias underwent surgery and will be out of Benfica's squad“. S.L. Benfica. 17 November 2017. ციტირების თარიღი: 17 November 2017.
  19. „Rúben Dias cabeceou para a igualdade no Bonfim“. Notícias ao Minuto. 29 December 2017. ციტირების თარიღი: 29 December 2017.
  20. GOL: RUBEN DIAS 83' SL BENFICA 4–1 RIO AVE FC დაარქივებული 2018-08-28 საიტზე Wayback Machine. ; SLBenfica.pt, 3 February 2018
  21. „Liga: Rúben Dias vence prémio de jogador jovem do ano“. Maisfutebol. 6 July 2018. ციტირების თარიღი: 9 July 2018.
  22. „Rúben Dias Renova até 2023“. A Bola. 22 August 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 August 2018. ციტირების თარიღი: 3 September 2018.
  23. Rúben Dias e os 100 jogos pelo Benfica: "Nem nos meus melhores sonhos" pt. Sapo (November 2, 2019). ციტირების თარიღი: September 26, 2020
  24. Benfica 2 – 0 Moreirense pt. S.L. Benfica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მაისი 2021. ციტირების თარიღი: 26 September 2020
  25. Esteves Teixeira, Sofia. (26 September 2020) Jorge Jesus confirma saída de Rúben Dias: "Temos pena de vê-lo partir. E também tenho culpa" pt. ციტირების თარიღი: 29 September 2020
  26. „Benfica confirm sale and signing involving Man City - net sale of €56.6 million“. SI.com. 27 September 2020. ციტირების თარიღი: 28 September 2020.
  27. Man City's £62m signing confirmed by Benfica, with current player moving other way (28 September 2020). ციტირების თარიღი: 28 September 2020
  28. Leeds 1–1 Man City: Rodrigo earns Leeds a draw against Man City. BBC Sport (3 October 2020). ციტირების თარიღი: 3 October 2020
  29. Clayton, David (11 December 2020). „Dias voted November Etihad Player of the Month“. Manchester City F.C. ციტირების თარიღი: 8 January 2021.
  30. Manchester City 2–1 West Ham United: Pep Guardiola's side claim 20th straight win. BBC Sport (27 February 2021). ციტირების თარიღი: 27 February 2021
  31. „Manchester City win Premier League title after Manchester United lose to Leicester“. BBC Sport. 27 February 2021. ციტირების თარიღი: 12 May 2021.
  32. 32.0 32.1 „Manchester City's Ruben Dias named Football Writers' Association men's footballer of year“. BBC Sport. 20 May 2021. ციტირების თარიღი: 20 May 2021.
  33. MCFCCityTV. (24 May 2021) Dias named Etihad Player of the Season. Manchester Cuty F.C.. ციტირების თარიღი: 25 May 2021
  34. Dias named EA SPORTS Player of the Season. Premier League (5 June 2021). ციტირების თარიღი: 5 June 2021
  35. „Dias to be one of Man City's five captains this season“. Sky Sports. 18 September 2021. ციტირების თარიღი: 18 September 2021.
  36. „Manchester City vence com golos portugueses“. Jornal de Notícias (პორტუგალიური). 1 December 2021. ციტირების თარიღი: 1 December 2021.
  37. FIFA U-20 World Cup Poland 2019™. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-31. ციტირების თარიღი: 2021-12-08.
  38. „Benfica: Rúben Dias tem entorse, seleção decide dispensa“. Maisfutebol. 19 March 2018. ციტირების თარიღი: 18 March 2018.
  39. Revealed: Every World Cup 2018 squad – Final 23-man lists Goal
  40. Nearly half Portugal's Euro squad to miss World Cup SBS News
  41. Portugal-Tunísia (equipas): Ruben Dias estreia-se na seleção A დაარქივებული 01-11-2020 საიტზე Wayback Machine. ; Maisfutebol, 28 May 2018
  42. Rúben Dias FIFA
  43. Law, Matt (5 July 2019). „Result: Goncalo Guedes scores winner as Portugal land UEFA Nations League title“. Sports Mole. ციტირების თარიღი: 9 June 2019.
  44. 44.0 44.1 44.2 „UEFA Nations League Finals: Team of the Tournament“. UEFA. 10 June 2019. ციტირების თარიღი: 11 June 2019.
  45. Krušelj, Dražen. (18 November 2020) Zaslužili smo ostanak! Naš gard bio je jasan odmah nakon što je Lovren zagalamio na Pašalića... hr-hr. ციტირების თარიღი: 18 November 2020
  46. Hina. (17 November 2020) Drama za Hrvate: Portugal slavio u Splitu, ali Vatreni ostaju u elitnom razredu hr. ციტირების თარიღი: 18 November 2020
  47. Hrnčić, Fabijan. (2020-11-18) Luka čestitao Kovi: Bravo, brate hr. ციტირების თარიღი: 2020-11-19
  48. The Athletic Staff. Portugal's full 26-man Euro 2020 squad en. ციტირების თარიღი: 2021-06-21
  49. Portugal vs. Germany - Football Match Report - June 19, 2021 - ESPN en. ციტირების თარიღი: 2021-06-21
  50. Fernandes, Mariana (10 June 2021). „Euro 2020 (grupo F). Portugal, o campeão que leva mala, tabaco e qualidade como nunca para só voltar daqui a um mês“ [Euro 2020 (group F). Portugal, the champions who take suitcase, cigarettes and talent like never before to return only a month later]. Observador (პორტუგალიური). ციტირების თარიღი: 1 September 2021.
  51. Belgium 1–0 Portugal: Holders dethroned by Thorgan Hazard. UEFA (27 June 2021). ციტირების თარიღი: 1 September 2021
  52. European Scout Report: João Felix And Rúben Dias. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-29. ციტირების თარიღი: 2021-12-09.
  53. Rúben Dias e April Ivy separam-se pt-PT (10 September 2021). ციტირების თარიღი: 10 September 2021
  54. 54.0 54.1 54.2 54.3 54.4 54.5 54.6 Rúben Dias. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 28 September 2020
  55. თარგი:Soccerbase season
  56. თარგი:Soccerbase season
  57. 57.0 57.1 Dias, Rúben — National-Football-Teams.com
  58. Croatia vs. Portugal 2–3: Summary. Perform Group (17 November 2020). ციტირების თარიღი: 17 November 2020
  59. Fernandes, Mariana. (18 May 2019) Como o Benfica foi campeão nacional ao som de "Summer of '99" (e dois intrusos que parecem mais velhos do que são) pt. ციტირების თარიღი: 29 September 2020
  60. Benfica 5–0 Sporting CP Soccerway
  61. Final da Youth League: Benfica-RB Salzburgo, 1-2 pt (24 April 2017). ციტირების თარიღი: 29 September 2020
  62. 62.0 62.1 Rúben Dias: Overview. Premier League. ციტირების თარიღი: 11 June 2021
  63. McNulty, Phil. (25 April 2021) Manchester City 1–0 Tottenham Hotspur. ციტირების თარიღი: 25 April 2021
  64. Man. City 0–1 Chelsea: Updates. UEFA. ციტირების თარიღი: 31 May 2021
  65. Team of the Tournament. UEFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-24. ციტირების თარიღი: 2021-12-08.
  66. „Gala Benfica Galardões Cosme Damião“ (პორტუგალიური). S.L. Benfica. 22 March 2018. ციტირების თარიღი: 23 March 2018.
  67. "Liga: Rúben Dias vence prémio de jogador jovem do ano"
  68. Jonas e Ricardo Gomes eleitos "Jogador do Mês" de março pt. Liga Portugal (11 April 2018). ციტირების თარიღი: 12 April 2018
  69. „Melhores do Mês: outubro/novembro 2019-20: Carlos Vinícius e Fabrício Isidoro em destaque“. Liga Portugal. ციტირების თარიღი: 2020-03-24.
  70. Do melhor jogador ao golo do ano. Confira os vencedores do Kick-Off da Liga pt (28 August 2020). ციტირების თარიღი: 29 September 2020
  71. „PFA Premier League Team of the Year: Kevin de Bruyne one of six Manchester City players picked“. BBC Sport. 4 June 2021. ციტირების თარიღი: 4 June 2021.
  72. „Dias named Etihad Player of the Season“. Manchester City F.C. 25 May 2021. ციტირების თარიღი: 25 May 2021.
  73. „UEFA Champions League Squad of the Season“. UEFA. 31 May 2021. ციტირების თარიღი: 1 June 2021.
  74. ESM Team of the Season – 2020-21. worldsoccer.com (7 June 2021).
  75. „Champions League Defender of the Season: Rúben Dias“. UEFA. 26 August 2021. ციტირების თარიღი: 26 August 2021.
  76. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..