კარლოს-არველოს მუნიციპალიტეტი (ესპ.Municipio Carlos Arvelo) — მუნიციპალიტეტი ვენესუელაში, კარაბობოს შტატში. წარმოადგენს კარაბობოს შტატის 14 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთს. ფართობი 835 კმ². ვენესუელის ეროვნული სტატისტიკის ინსტიტუტის 2007 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით კარლოს-არველოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 146 598 ათასი ადამიანი. მთავარი ქალაქია გუიგუე. კარაბობოს შტატის მთელი მოსახლეობის 6,6% მოდის კარლოს-არველოს მუნიციპალიტეტზე. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 175,57 ადამიანს 1 კვადრატულ კილომეტრზე.