ვეგეტარიანელობა
ვეგეტარიანელობა — ცხოვრების წესი, ხასიათდება უპირველეს ყოვლისა კვებით, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი ცხოველის ხორცს (ასევე ფრინველის, თევზის და ა.შ.). ვეგეტარიანელობაში არსებობს იგივე მოძრაობა — ვეგანობა, რომლის მიმდევრებიც უარს იძახიან ცხოველური წარმოშობის პროდუქტზე როგორც კვებაში (ძუძუმწოვრების რძეზე, კვერცხზე), ასევე საოჯახო ნივთებზეც (ბეწვი, ტყავი, და ა.შ.).
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოქსფორდის ლექსიკონის თანახმად, ტერმინი ვეგეტარიანელი (vegetarian) მოდის ინგლისური სიტყვიდან – vegetable (მცენარე, ბოსტნეული კულტურები). ლექსიკონში აღნიშნულია, რომ სიტყვა მხოლოდ 1847 წელს, ვეგეტარიანული საზოგადოების შექმნის შემდეგ გახდა პოპულარული. თუმცა არსებობს ტერმინის მოხმარების უფრო ადრინდელი შემთხვევებიც.
ვეგეტარიანული საზოგადოება, რომელსაც მიეწერება შექმნა ტერმინის „ვეგეტარიანელი“ თავისთვის, ამტკიცებს, რომ იგი ჩამოყალიბდა ლათინური სიტყვისგან vegetus (მხნე, ნედლი, ცოცხალი).
საერთო ცნობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვეგეტარიანელები არ ხმარობენ საკვებში ხორცს, ფრინველს, თევზს და ცხოველური წარმოშობის ზღვის პროდუქტებს. რძის პროდუქტებს და კვერცხს ვეგეტარიანელების მხოლოდ ნაწილი იგნორირებს. სადავო პროდუქტებს ასევე ეკუთვნის თაფლიც. სოკო ტრადიციულად ეკუთვნის მცენარეულობის საკვებს, თუმცა თანამედროვე მეცნიერება გამოყოფს მათ ცალკე სამეფოში.
ზოგი ვეგეტარიანელი, კვების პროდუქტების გარდა, ასევე იგნორირებს:
- ტანსაცმელს და სხვა პროდუქციას, რომლის ნაწილებიც ბეწვის ან ტყავისგან არის დამზადებული.
1 ოქტომბერი – ვეგეტარიანელობის მსოფლიო დღე
1 ნოემბერი – ვეგანის საერთაშორისო დღე
ვეგეტარიანელობის სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხორცი (მათ შორის თევზი და ზღვის პროდუქტები) | კვერცხი | რძე | თაფლი | |
---|---|---|---|---|
ლაქტო-ოვო-ვეგეტარიანელობა | დიახ | დიახ | დიახ | |
ლაქტო-ვეგეტარიანელობა | არა | დიახ | დიახ | |
ოვო-ვეგეტარიანელობა | დიახ | არა | დიახ | |
ვეგანობა | არა | არა | იშვიათად |