იანტრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შრი იანტრა

იანტრა (სანსკ. यन्त्र yantra „დაყრდნობა“ ან „სტრუქტურა“) — ინდუისტური სიმბოლო, რიტუალური დიაგრამა. იანტრა მანტრას გრაფიკული გამოხატულებაა და მედიტაციისთვის გამოიყენება. ინდუიზმის მიმდევრები თავიანთ ეზოებში იანტრებს ხატავენ, როდესაც ახლო ნათესავების სახლში დაბრუნებას ელოდებიან. იანტრას ბუდიზმშიც დიდი რიტუალური მნიშვნელობა აქვს.

არსებობს იანტრას მრავალი ფორმა: კალი-იანტრა — ქალღმერთ კალის სიმბოლო, დურგა-იანტრა — ქალღმერთ დურგას სიმბოლო, ბჰუვანეშვარი-იანტრა — ქალღმერთ ბჰუვანეშვარის სიმბოლო და ა. შ. თითოეულ ქალღმერთს აქვს საკუთარი იანტრა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]