რამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რამა

რამა (სანსკრ. राम rāma „შავი“, „მუქი“ ან „მომხიბლელი“) — ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მეშვიდე ავატარა (განასახიერება).

ინდური ეპოსი რამაიანა მოგვითხრობს რამას ცხოვრებისა და მის საგმირო საქმეთა შესახებ: მშობლების მიერ მის დიდად ნანატრ დაბადებას (როგორც ვიშნუს ავატარა), დიად მასწავლებლებთან სწავლასა და საომარ საქმეებში დახელოვნებას, მის პაექრობას პრინცესა სიტას ცოლად მოგებისთვის, შემდგომ მის გაძევებას სასახლიდან და ტყეში ასკეტურ ცხოვრებას მხოლოდ მეუღლის და ძმის საზოგადოებაში.

შრი-ლანკას ბოროტი მბრძანებელი რავანა იტაცებს სიტას, და რამა ძმასთან და მაიმუნთა მეფე ჰანუმანთან ერთად დიდი ბრძოლის შედეგად იბრუნებს მეუღლეს, გამარჯვებული ბრუნდება სასახლეში და მისთვის განკუთვნილ სამეფო ტახტს იკავებს.

რამას საგმირო საქმეები და სიტას მეუღლეუბრივი ერთგულება დღემდე ინდოელი ხალხისთვის საყოველთაოდ სამაგალითო და მისაბაძია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Rama at Encyclopædia Britannica
  • Rama and Sita in Wonoboyo, Willem van der Molen (2003), Brill (10th century Indonesian treasure discovered in 1990)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რამა&oldid=3762037“-დან