ჰანუმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰანუმანი, 11 ს.

ჰანუმანი (სანსკრ. हनुमान hanumān „გატეხილი ყბა“) — ინდუისტური ღვთაება რამას ერთგული მეგობარი.

რამაიანა მოგვითხრობს, რომ ქარის ღვთაების და მაიმუნის შთამომავალი ჰანუმანი რამას ეხმარება სიტას რავანასგან დახსნაში: ცეცხლმოკიდებული კუდით იგი ხტება შრი-ლანკას კუნძულზე და რავანას ქალაქში ხანძარს აჩენს.

ჰანუმანის კულტი ძირითადად ვიშნუს (კრიშნას და რამას) თაყვანისცემლებშია გავრცელებული.

ჰანუმანს თაყვანს სცემენ ასევე როგორც დემონებზე (მაგ. დაიტი), ნეხევარ-ღმერთებზე (მაგ. კინარი), ეშმაკისეული სულებზე (მაგ. პიშაჩი) და სხვა ნეგატიური ძალებზე გამარჯვებულს (მაგ. დაკინი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: