ვედები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტატიები თემატიკაზე
ინდუიზმი
Aum.svg
ისტორია · პანთეონი
მიმართულებები · მითოლოგია
რწმენა და პრაქტიკა
რეინკარნაცია · მოკშა
კარმა · პუჯა · მაია
სამსარა · დჰარმა
ნირვანა ·
ვედანტა ·
იოგა · აიურვედა
იუგა · ვეგეტარიანელობა
ბჰაკტი
მწერლობა
უპანიშადები · ვედები
ბრაჰმანები
რამაიანა ·
მაჰაბჰარატა (ბჰაგავადგიტა)
პურანები · არანიაკები
შიკშაპატრი · ვაჩანამრუტი
დაკავშირებული თემები
დჰარმული რელიგიები ·
ინდუიზმი ქვეყნების მიხედვით
მასწავლებლები · მანდირი
კასტები · მანტრა
ტერმინოლოგია
კამასუტრა
დღესასწაულები
მურტი

HinduSwastika.svg

    

ვედები (სანსკრ. वेद „ცოდნა“) — უძველესი ინდური სიბრძნის წიგნები, რელიგიურ-ლიტერატურული ძეგლები, მორალისა და სამართლის კოდექსები, ფილოსოფიური, მხატვრული, მითოლოგიური შინაარსების შემცველნი, რომელთა შექმნის საიდუმლო ძვ. წ. მეორე ათასწლეულის მიღმა იკარგება.

რიგვედა, დავანაგარზე შესრულებული მანუსკრიპტი, ადრეული მეცხრამეტე საუკუნე

სულ ოთხი მთავარი წიგნია (ჩაწერა უფრო მოგვიანებით მოხდა, ძვ. წ. 1500-1000 წლებში): 3 წოდების ცოდნა: რიგვედა (საგალობელთა ცოდნა), იაჯურვედა, სამავედა, ათარვავედა მათ მიეკუთვნება და მათგან გამომდინარეობს ბრაჰმანა, სუტრა, ეროვნული ეპოსების — მაჰაბჰარატას და რამაიანას ძირები და სხვა, შემდეგ მოდის გვიანი ვედის ლიტერატურა (დაახ. ძვ. წ. 500 წელი). ათარვავედა შეიცავდა ცეცხლის ქურუმთა მაგიურ ფორმულებს, ავსულთა განმარიდებელ შელოცვებს, სამავედა — სამსხვერპლო გალობას და მისთ.

ვედები დაედო საფუძვლად ვედური რელიგიის შექმნას. ვედური ღმერთებიდან ცნობილია: ცის ღმერთი დიაუსი, ცეცხლის ღმერთი აგნი, წვიმის და მეხისა — ინდრა, მზის ღმერთი — სურია (ინდრას ორეულია რუდრა). ვედები ცნობენ ბოროტ დემონებს. მთავარი დემონი იყო წყლის გამტაცებელი ვრიტრა, გვალვის განსახიერება. დედამიწას აქაც ქალღმერთი ჰყავს — პრითხივი, განთიადს — უშასი (ინდოელთა ეოსი), ღმერთების დედა იყო ადითი. ვედური რელიგიის კულტი ითხოვდა მსხვერპლთშეწირვას, მაგიური ადათ-წესების დაცვას. მისი შემდგომი განვითარების შედეგად შეიქმნა ბრაჰმანიზმი, რაც უკვე ცნობს უზენაეს ღმერთს — ბრაჰმას და წმინდა სამებას, ტრიმურტს: ბრაჰმა-ვიშნუ-შივა. ხელოვნების ძეგლებში სამთავიანი ელდის მომგვრელი ღვთაებაა.

ვედების კრებული ხალხთა ერთ-ერთი მთავარი რელიგიის თავისებური „კოდექსია“, „ინდუიზმის ბიბლია“. ქრისტიანობა თავიდანვე მტრულად შეხვდა, სხვა ინდურ რელიგიებთან ერთად, წარმართულ მწვალებლობად გამოაცხადა., „უაზრო სიგიჟე“ და „ღვთის გარეგანი“ უწოდა. ვედიზმი — ხალხური რელიგია (მთავარი ღმერთი — ინდრა). სამსხვერპლო კულტი, მითიური სიმბოლიკა, მისნობა — მთავარი მოტივებია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

HinduSwastika.svg

სტატიები თემაზე
ინდუიზმი

HinduSwastika.svg

წმინდა წერილები მთავარი ღვთაებები ცნებები

ათარვავედა | აიურვედა | არანიაკა | ართაშასტრა | ბრაჰმასუტრა | ბჰაგავატაპურანა | ბჰაგავადგიტა | დევიბჰაგავატა  | ვედა  | ვედანგა | იაჯურვედა | კამასუტრა | მანუსმრიტი | მაჰაბჰარატა | რამაიანა | რიგვედა | სამავედა | სამჰიტა | უპანიშადა | პურანა | სმრიტი | შრუტი |

ბრაჰმა | განეშა | დურგა | ვიშნუ | ინდრა | კალი | კრიშნა | ლაკშმი | მურუგანი | პარვატი | რამა | სარასვატი | სურია | შივა | ჯაგანნათა | ჰანუმანი |

ართა | აუმ | აჰიმსა | აშრამა | ატმანი | ავატარა | ბჰაჯანა | ბჰაკტი | ბრაჰმანი | გაიატრი | გუნა | გურუ | დჰარმა | ვარნა | იანტრა | იუგა | კამა | კარმა | კირტანა | ლინგამი | მალა | მანტრა | მაია | მოკშა | მუდრა | პრასადამი  | პარამაჰამსა | პრაკრიტი | პურუშა | რაჯასი | სადჰუ | სამადჰი | სამსარა | სამსკარა | სატვა | სატსანგა | სატი | სვამი | სვასტიკა | ტამასი | ტრიმურტი | ტულსი | შაკტი | წმინდა ძროხა |