ბრაჰმანიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბრაჰმანიზმი - („Brahmanism“. სანსკრ. „Brahma“ — „ქება“). უძველესი ინდური რელიგია. იგი აღმოცენდა ჩრდილოეთ ინდოეთში ვედიზმის საფუძველზე ძვ. წ. X-IX სს. ინდოეთში ვრცელდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში. მან მთლიანად შეცვალა ვედიზმი. ბრაჰმანიზმი საფუძვლად დაედო ახალ რელიგია ინდუიზმს, რომელიც VI-VII საუკუნეებში ჩამოყალიბდა.

ბრაჰმანიზმი ცნობს უზენაეს ღმერთს — ბრაჰმას და წმინდა სამებას, ტრიმურტს: ბრაჰმა-ვიშნუ-შივა. ხელოვნების ძეგლებში სამთავიანი ელდის მომგვრელი ღვთაებაა. ამ რელიგიას გააჩნია ცალკეულ ღვთაებათა კულტის, მსხვერპლშეწირვის, მრავალრიცხოვანი წეს-ჩვეულებების, რეგლამენტებისა და ეტიკეტის ურთულესი რიტუალი.

ბრაჰმანიზმი გაბატონებული რელიგია იყო გუპტას პერიოდში. ამასთან, სახელმწიფოს არსებობის დასაწყისში მეტად პოპულარული იყო ბრაჰმანიზმის შივაისტური ფრთა, მხოლოდ XII საუკუნეში ხელისუფლებამ შეძლო ოფიციალურ რელიგიად დაემყარებინა გაურკვეველი ფორმის ბუდიზმი. თუმცა არქიტექტურაში და წყაროებში სწორედ შივაა ყველაზე ხშირად მოხსენებული ღვთაება.

ჩვ. წ–აღმდე პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში ბრაჰმანიზმის პოზიციები შესუსტდა, და იგი სხვა რელიგიებმა დროებით შეასუსტეს, ძირითადად ბუდიზმმა და ჯაინიზმმა. ჩვ. წ–აღმდე პირველი ათასწლეულის მიწირულს ინდოეთში სხვადასხვაგგვარი რელიგიური წარმოდგენების მთელი კომპლექსი ჩამოყალიბდა, რომლებიც ვედებს ღიად არ უპირისპირდებოდნენ, მაგრამ უმეტესწილად ცხოვრების ახალ პირობებს უფრო შეესაბამებოდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]