ინგლისის ჩემპიონები ფეხბურთში
ინგლისის ჩემპიონები ფეხბურთში — ინგლისის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის გამარჯვებულები, რომელსაც 1992–93 სეზონიდან ეწოდება პრემიერლიგა.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ პროფესიული ფეხბურთის წესები შეიმუშავა 1885 წელს,[1] 1888 წელს ასტონ ვილას დირექტორის უილიამ მაკგრეგორის ინიციატივით დაარსდა საფეხბურთო ლიგა.[2] სწორედ ეს წელი ითვლება ინგლისის ჩემპიონატის დასაწყისად. პირველი სეზონის გამარჯვებული გახდა პრესტონ ნორტ ენდი, მათ არცერთი თამაში არ წაუგიათ.[3]
ინგლისის ჩემპიონატი უძველესი საფეხბურთო შეჯიბრია მსოფლიოში. ადრეულ წლებში იმარჯვებდნენ ჩრდილოეთის და მიდლენდის კლუბები, სადაც სამხრეთთან შედარებით უფრო მეტი პროფესიონალიზმი იყო.[4] ჩემპიონატის სტატუსი მეტად გამყარდა 1892 წელს, როცა საფეხბურთო ალიანსი გაუქმდა და მისი წევრები საფეხბურთო ლიგის შემადგენლობაში შევიდნენ.[5] ყოფილი ალიანსის კლუბების დამატებამ განაპირობა მეორე დივიზიონის შექმნა და აღზევება და დაქევეითების წესის შემოღება. 1931 წლამდე ჩემპიონატში სამხრეთულ კლუბს არ გაუმარჯვია, პირველი იყო არსენალი. არსენალმა საჩემპიონო სეზონში 127 გოლი გაიტანა, რაც გამარჯვებულის რეკორდულია (თუმცა მეორე ადგილოსანმა ასტონ ვილამ ერთით მეტი გაიტანა, რაც ტურნირის რეკორდია).[6]
1961 წელს გაუქმდა ფეხბურთელების ხელფასის ზედა ზღვარი, რამაც დიდ კლუბებს მეტი ძალაუფლება მოუპოვა.[7] ფინანსური მოტივივებით 1992 წელს კლუბები გამოეყვნენ პირველ დივიზიონს და დააფუძნეს პრემიერ ლიგა, რის გამოც ინგლისური ფეხბურთის უმაღლესმა ჩემპიონატმა პირველმა დივიზიონმა არსებობა შეწყვიტა,[8] გაჩნდა მსხვილი სატელევიზიო კონტრაქტები, რამაც დიდ კლუბებს მეტი მოგება მოუტანა.[9] პრემიერ ლიგის პირველ ხუთ გამარჯვებულს – არსენალს, ბლექბერნ როვერს, ჩელსის, მანჩესტერ სიტის და მანჩესტერ იუნაიტედს 1992 წლამდე ერთხელ მაინც ჰქონდათ ტიტული მოგებული. 2016 წლის ჩემპიონი ლესტერ სიტი იყო პირველი გუნდი, რომელმაც პრემიერლიგა მოიგო ისე, რომ პირველ დივიზიონში არ გაუმარჯვია.
ჩემპიონატის გამარჯვებული ყველა კლუბი დღემდე არსებობს. შეფილდ უენსდეი არის ერთადერთი, რომელსაც სახელი აქვს შეცვლილი. შეფილდურმა კლუბმა პირველი სამი ტიტული უენსდეის სახელით მოიგო, მეოთხე კი შეფილდ უენსდეის.
მანჩესტერ იუნაიტედს ყველაზე მეტი 20 ტიტული აქვს მოპოვებული.[10] იუნაიტედის მეტოქე ლივერპულს 19. ლივერპული დომინირებდა 1970-იან და 1980-იან წლებში (1973-დან 1988 წლამდე ლივერპულმა ათი ლიგა მოიგო), მანჩესტერი დომინირებდა 1990-იან და 2000-იან წლებში (1993 წლიდან 2009 წლამდე მანჩესტერმა თერთმეტი ლიგა მოიგო). მესამე ადგილზეა არსენალი 13 გამარჯვებით, ლონდონური კლუბის წრმატების წლები იყო 1930-იანებში (ხუთი ლიგა 1931-დან 1938 წლამდე). მეოთხე ადგილზეა ევერტონი 9 ლიგით. ასტონ ვილა (7) და სანდერლენდი (6) მათ ტიტულების უმეტესობა პირველ მსოფლიო ომამდე მოიგეს. მანჩესტერ სიტის და ჩელსის მოგებული აქვთ 6 ტიტული თითოეულს, მათი გამარჯვებების უმეტესობა 21-ე საუკენეშია. უცხოური ინვესტიციების და მფლობელების შეცვლის შემდეგ მანჩესტერ სიტიმ (შეიხ მანსურის მფლობელობაში) ოთხი ლიგა მოიგო 2012 წლიდან 2019 წლმადე, ჩელსიმ კი (რომან აბრამოვიჩის მფლობელობაში) 2005 დან 2017 წლამდე ხუთი ლიგა.
ჰადერსფილდ თაუნი 1924–1926, არსენალი 1933–1935, ლივერპული 1982–1984 და მანჩესტერ იუნაიტედი 1999–2001 და 2007–2009 არიან ერთადერთი კლუბები, რომლებსაც მიჯრით სამი ლიგა აქვთ მოგებული.[11]
ჩემპიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფეხბურთო ლიგა (1888–1892)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | გამარჯვებული (ტიტულების რაოდენობა) |
მე-2 ადგილი | მე-3 ადგილი | ბომბარდირი | გოლი |
---|---|---|---|---|---|
1888–89 | პრესტონ ნორთ ენდი[1] (1) | ასტონ ვილა | ვულვერჰემპტონ უონდერერსი | ჯონ გუდოლი (პრესტონ ნორთ ენდი) | 21 |
1889–90 | პრესტონ ნორთ ენდი (2) | ევერტონი | ბლეკბერნ როვერსი | ჯიმი როსი (პრესტონ ნორთ ენდი) | 24 |
1890–91 | ევერტონი (1) | პრესტონ ნორთ ენდი | ნოტს ქაუნთი | ჯეკ საუთვორთი (ბლეკბერნ როვერსი) | 26 |
1891–92 | სანდერლენდი (1) | პრესტონ ნორთ ენდი | ბოლტონ უონდერერსი | ჯონ კემპბელი (სანდერლენდი) | 32 |
საფეხბურთო ლიგის პირველი დივიზიონი (1892–1992)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრემიერლიგა (1992–)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტატისტიკა კლუბების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულების ცხრილი, სულ 24 გუნდი გახდა სხვადასხვა დროს ქვეყნის ჩემპიონი.
კლუბი | გამარჯვებული | მე-2 ადგილი | ჩემპიონობის წლები |
---|---|---|---|
მანჩესტერ იუნაიტედი | 1908, 1911, 1952, 1956, 1957, 1965, 1967, 1993, 1994, 1996, 1997, 1999, 2000, 2001, 2003, 2007, 2008, 2009, 2011, 2013 | ||
ლივერპული | 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990, 2020 | ||
არსენალი | 1931, 1933, 1934, 1935, 1938, 1948, 1953, 1971, 1989, 1991, 1998, 2002, 2004 | ||
ევერტონი | 1891, 1915, 1928, 1932, 1939, 1963, 1970, 1985, 1987 | ||
მანჩესტერ სიტი | 1937, 1968, 2012, 2014, 2018, 2019, 2021, 2022 | ||
ასტონ ვილა | 1894, 1896, 1897, 1899, 1900, 1910, 1981 | ||
სანდერლენდი | 1892, 1893, 1895, 1902, 1913, 1936 | ||
ჩელსი | 1955, 2005, 2006, 2010, 2015, 2017 | ||
ნიუკასლ იუნაიტედი | 1905, 1907, 1909, 1927 | ||
შეფილდ უენსდეი | 1903, 1904, 1929, 1930 | ||
ლიდზ იუნაიტედი | 1969, 1974, 1992 | ||
ვულვერჰემპტონ უონდერერსი | 1954, 1958, 1959 | ||
ჰადერზფილდ თაუნი | 1924, 1925, 1926 | ||
ბლეკბერნ როვერსი | 1912, 1914, 1995 | ||
პრესტონ ნორთ ენდი | 1889, 1890 | ||
ტოტენჰემ ჰოტსპური | 1951, 1961 | ||
დერბი ქაუნთი | 1972, 1975 | ||
ბარნლი | 1921, 1960 | ||
პორტსმუთი | 1949, 1950 | ||
შეფილდ იუნაიტედი | 1898 | ||
ვესტ ბრომვიჩ ალბიონი | 1920 | ||
იფსუიჩ თაუნი | 1962 | ||
ნოტინგემ ფორესტი | 1978 | ||
ლესტერ სიტი | 2016 | ||
ბრისტოლ სიტი | |||
ოლდჰემ ათლეტიკი | |||
კარდიფ სიტი | |||
ჩარლტონ ათლეტიკი | |||
ბლეკპული | |||
ქუინზ პარკ რეინჯერსი | |||
უოტფორდი | |||
საუთჰემპტონი |
ქალაქების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი | ტიტული | გამარჯვებული კლუბები |
---|---|---|
ლივერპული | ლივერპული (19), ევერტონი (9) | |
მანჩესტერი | მანჩესტერ იუნაიტედი (20), მანჩესტერ სიტი (5) | |
ლონდონი | არსენალი (13), ჩელსი (6), ტოტენჰემ ჰოტსპური (2) | |
ბირმინგემი | ასტონ ვილა (7) | |
სანდერლენდი | სანდერლენდი (6) | |
შეფილდი | შეფილდ უენსდეი (4), შეფილდ იუნაიტედი (1) | |
ნიუკასლი | ნიუკასლ იუნაიტედი (4) | |
ბლეკბერნი | ბლეკბერნ როვერსი (3) | |
ჰადერზფილდი | ჰადერზფილდ თაუნი (3) | |
ლიდზი | ლიდზ იუნაიტედი (3) | |
ვულვერჰემპტონი | ვულვერჰემპტონ უონდერერსი (3) | |
ბარნლი | ბარნლი (2) | |
დერბი | დერბი ქაუნთი (2) | |
პორტსმუთი | პორტსმუთი (2) | |
პრესტონი | პრესტონ ნორთ ენდი (2) | |
იფსუიჩი | იფსუიჩ თაუნი (1) | |
ლესტერი | ლესტერ სიტი (1) | |
ნოტინგემი | ნოტინგემ ფორესტი (1) | |
ვესტ ბრომვიჩი | ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (1) |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
- ↑ The History of the Football League. Football League website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აპრილი 2008. ციტირების თარიღი: 15 February 2006
- ↑ Inglis, Simon (1988). League Football and the Men Who Made It. Willow Books, გვ. 6–8. ISBN 978-0-00-218242-3.
- ↑ Titford, Roger. (November 2005) Football League, 1888–89. When Saturday Comes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი 2020.
- ↑ Goldblatt, David (2007). The Ball is Round: A Global History of Football. London: Penguin, გვ. 58. ISBN 978-0-14-101582-8.
- ↑ Inglis, League Football and the Men Who Made It, p25
- ↑ Free-scoring Gunners clinch first title. Arsenal.com. ციტირების თარიღი: 15 June 2009
- ↑ Dart, Tom (25 May 2009). „Burnley: little town, big traditions“. The Times. London. ციტირების თარიღი: 15 June 2009.[მკვდარი ბმული]
- ↑ A History of The Premier League. Premier League. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 7 June 2009
- ↑ Harris, Nick (7 February 2009). „£1.78bn: Record Premier League TV deal defies economic slump“. Independent. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 15 June 2009.
- ↑ Nurse, Howard (14 May 2011). „Blackburn 1–1 Man Utd“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 14 May 2011.
- ↑ „Sideline“. The Times. London. 16 May 2003. ციტირების თარიღი: 7 June 2009.[მკვდარი ბმული]