სანდერლენდი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სანდერლენდი
Sunderland
SAFC.png
სრული სახელი Sunderland Association Football Club
მეტსახელი შავი კატები
დაარსდა 17 ოქტომბერი, 1879
სტადიონი სტედიუმ-ოფ-ლაიტი
სანდერლენდი, ინგლისი
(ტევადობა: 49,707 მაყურებელი)
პრეზიდენტი აშშ-ის დროშა ელის შორტი
მწვრთნელი შოტლანდიის დროშა დეივიდ მოიესი
კაპიტანი ირლანდიის დროშა ჯონ ო'ში
ლიგა ჩემპიონშიფი
2016-17 პრემიერლიგა, მე-20 ადგილი (დაქვეითდა)
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი „სანდერლენდი“ (ინგ. Sunderland Association Football Club) — ინგლისის ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კლუბი, რომელიც 1879 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა, სკოლის მასწავლებლის ჯეიმზ ალანის მიერ.

„სანდერლენდი“ 6-ჯერ გახდა ინგლისის პრემიერლიგის და 2-ჯერ ასოციაციის თასის გამარჯვებული. კლუბი დიდი ხანი იყო რეკორდსმენი პრემიერლიგაში ზედიზედ ჩატარებული 68 სეზონით, სანამ 1992 წელს „არსენალმა“ არ გადაასწრო. 1997 წლიდან „სანდერლენდი“ თავის საშიანო მატჩებს „სტედიუმ-ოფ-ლაიტზე“ ატარებს, რომლის ტევადობაც 2000 წლის მერე 49 000 შეადგენს. მანამდე გუნდი სტადიონ „როკერ პარკზე“ ასპარეზობდა. „სანდერლენდის“ მოსისხლე მტერი „ნიუკასლ იუნაიტედია“, ეს დაპირისპირება ინგლისში ტაინ-უირის დერბის სახელს ატარებს. (პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის 1898 წელს ჩატარდა).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საწყისი წლები 1879-1913[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1879 წლის 17 ოქტომბერს სანდერლენდის მცხოვრებმა, სკოლის მასწავლებელმა ჯეიმზ ალანმა დააარსა „სანდერლენდის საოლქო და მასწავლებელთა ასოციაციის საფეხბურთო კლუბი“. 1-ლი ოფიციალური თამაში გუნდმა 1880 წლის 13 ნოემბერს ჩაატარა, „ფერიჰილ ატლეტიკის წინააღმდეგ“, რომელშიც 1:0 დამარცხდა. გუნდის 1-ლი საშინაო სტადიონი იყო „ბლუ ჰაუს ფილდი“, რომელიც ჯეიმზ ალანის სკოლასთან იყო ახლოს, ჰენდონში. გუნდმა კიდე სამი სტადიონი გამოიცვალა (გროუვი, ჰორაციო სტრიტი & ებს ფილდი), სანამ 1886 წელს საშინაო არენა „ნიუკასლ როადი“ არ გახდა. 1881 წელს გუნდს გადაერქვა სახელი და დაერქვა „სანდერლენდის ასოციაციის საფეხბურთო კლუბი“, ამის შემდეგ ნება დართეს, რომ გუნდში სხვა პროფესიის ხალხსაც ეთამაშა(არა მარტო მასწავლებლებს). ეს დაეხმარა გუნდს რომ უფრო კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულიყო, ასევე გააუმჯობესა გუნდის მატერიალური ბაზა. ჯეიმზ ალანი არ იყო კმაყოფილი იმ ვითარებით, რომ გუნდი პროფესიონალური კლუბი ხდებოდა, რის გამოც 1888 წელს ალანმა დატოვა კლუბი და დააარსა სხვა საფეხბურთო კლუბი სახელწოდებით „სანდერლენდ ალბიონი“. ამ ორ გუნდს შორის დიდი კონკურენცია მიდიოდა, სანამ 1892 წელს „სანდერლენდ ალბიონი“ არ დაიშალა.

„სანდერლენდის“ პირველი მწვრთნელი იყო ტომ უოტსონი (დაინიშნა 1889 წლის აგვისტოში). ამ პერიოდში გუნდი ასპარეზობდა შიდა ტურნირებში, ინგლისის თასზე და ატარებდა ამხანაგურ თამაშებს ინგლისის საფეხბურთო ლიგის გუნდებთან. შემდეგ კლუბმა განაცხადი შეიტანა ინგლისის საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობის შესახებ. 1890-91 წელს „სანდერლენდი“ მიღებულ იქნა ინგლისის საფეხბურთო ლიგაში, სადაც „სტოკ სიტი“ ჩაანაცვლა, რომელიც წინა სეზონში ბოლო ადგილზე გავიდა. მე-19 საუკუნის ბოლოს „სანდერლენდი“ აღიარეს როგორც „ტალანტების გუნდი“. ეს წოდება გუნდმა ლიგის დაამაარსებლის, უილიამ მაკგრეგორისგან მიიღო,„სანდერლენდი“ პირველად ჩემპიონი გახდა 1891-92 სეზონში, სადაც 42 ქულა დააგროვა და 5 ქულით გაასწრო მე-2 ადგილზე გასულ „პრესტონ ნორთ ენდს“. „სანდერლენდი“ შემდეგ სეზონშიც ჩემპიონი გახდა, ხოლო გუნდის ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ჯონი კემპბელმა ზედიზედ მეორე სეზონში შეძლო 30-ზე მეტი გოლის გატანა. ამ სეზონშივე „სანდერლენდმა“ 100 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა, რომელიც 1919-20 წლებში „ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა“ გააუმჯობესა 104 გატანილი გოლით.

1893-94 წლებში სანდერლენდი მე-2 ადგილზე გავიდა, „ასტონ ვილას“ შემდეგ. მომავალ სეზონშივე მესამედ გახდა ინგლისის ჩემპიონატის გამარჯვებული, სადაც „ევერტონს“ გადაასწრო 5 ქულით.

1894-95 წლის ჩემპიონატის შემდეგ შედგა 1895 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მატჩი შოტლანდიის ჩემპიონ „ჰართსა“" და „სანდერლენდს“ შორის, სადაც გამარჯვება სანდერლენდს ერგო 5:3 და გუნდი მსოფლიო ჩემპიონად აღიარეს. 1896 წლის აგვსიტოს ტომ უოტსონი „ლივერპულის“ მწვრთნელად დაინიშნა, ხოლო „სანდერლენდში“ ახალ მწვრთნელად რობერტ კემპბელი დაინიშნა. 1897-98 წლების სეზონში „სანდერლენდი“ მე-2 ადგილზე გავიდა, „შეფილდ იუნაიტედის“ შემდეგ, რომელსაც 5 ქულით ჩამორჩა. გუნდისთვის ეს იყო ბოლო სეზონი, რომელიც მან „ნიუკასლ როადის“ სტადიონზე ჩაატარა. შემდეგ სეზონში გუნდი საშიანო მატჩებს სტადიონ „როკერ პარკზე“ ატარებდა. (რომელიც პირველად 30 000 ადამიანს იტევდა). 1889 წელს გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად ალექს მაკი დაინიშნა.

1900-01 წლების სეზონში სანდერლენდმა მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო 1901-02 წლების სეზონში გუნდმა თავისი მე-4 ტიტული მოიგო, სადაც „ევერტონს“ 3 ქულით გადაასწრო. 1905 წელს „სანდერლენდმა“ პირველად გადაიხა 1 000 ფუნტი, ალფ კომონის ტრანსფერში, რომელიც „მიდლზბროდან“ გადმოვიდა. 1907-08 წელს კლუბმა თავისი ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება აღნიშნა, რომელშიც გუნდმა „სენტ-ჯეიმზ პარკზე“ „ნიუკასლ იუნაიტედი“ დაამარცხა ანაგრიშით 9:1.

1912-13 წლებში „სანდერლენდი“ თავის მე-5 ტიტულს დაეუფლა, სადაც „ასტონ ვილას“ 4 ქულით აჯობა. ამავე სეზონში „სანდერლენდს“ შეეძლო ოქროს დუბლი გაეკეთებინა, მაგრამ ფინალში, 1913 წლის 19 აპრილს, „ასტონ ვილასთან“ 1:0 დამარცხდა. ამ პერიოდში კლუბში ბევრს იტანდა ჩარლი ბიუკენი, რომელიც 2009 წლამდე მე-2 იყო შედეგების მიხედვით ბობ გერნის შემდეგ. ბიუკენი გუნდის ბომბარდირად ითვლება (411 მატჩი 224 გოლი).

მსოფლიო ომებს შორის 1913-1939[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანდერლენდმა 1914-15 წლების სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა პირველ დივიზიონში. ამის შემდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს ფეხბურთელები იძულებულები გახდნენ შეეწყვიტათ ასპარეზობა და ევროპის კონტიტენტზე საომრად წასულიყვნენ. კლუბის ფეხბურთელებმა, ჩარლი ბაჩენმა და ბობ იანგმა სამხედრო მედლებიც კი მოიპოვეს. ომის დასრულების შემდეგ ინგლისის ჩემპიონატი განახლდა, სადაც „სანდერლენდმა“ 1919-20 წლების სეზონში მე-5 ადგილი დაიკავა.

1935-36 წლების სეზონში კლუბი ისევ და ამ დროისთვის ბოლოჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ხოლო 1937 წელს გუნდი ასოციაციის თასს დაეუფლა, სადაც ფინალში „პრესტონი“ 3:1 დაამარცხა.

ომის შემდგომი პერიოდი და გავარდნა 1939-1959[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1957 წელს გუნდი დაჯარიმებული იქნა საფეხბურთო ლიგის მიერ, რადგანაც გუნდის ხელმძღვანელობამ გადააჭარბა სახელფასო ლიმიტი. შემდეგ სეზონში გუნდმა თავის ისტორიაში პირველად დატოვა ინგლისის უმაღლესი საფეხბურთო ლიგა, რომელშიც 68 წელი გაატარა. გავარდნამდე კლუბს ზედმეტსახელად „ინგლისის კლუბის ბანკი“ მიიღო, სახელფასო ლიმიტის გადაჭარბების გამო.

დაქვეითება მე-2 დივიზიონში 1959-1979[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც „სანდერლენდი“ პირველად გავარდა პირველი დივიზიონიდან (1957-58 წლების სეზონში), გუნდმა მეორე დივიზიონში ცუდად დაიწყო ასპარაზობა, მომდევნო სეზონში „შავმა კატებმა“ მხოლოდ მე-16 ადგილის დაკავება შეძლეს. მომდევნო წლებში კლუბი მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობდა და პირველი დივიზიონის საგზურს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში მხოლოდ 1 ქულით აცდა. 1961-62 წლების სეზონში ტრავმების გამო ფეხბურთის თამაშს თავი დაანება ბრაინ კლაფმა. მან „სანდერლენდის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 74 მატჩში 63 გოლი გაიტანა. ექვსი წლის შემდეგ კლუბი კვლავ დაბრუნდა პირველ დივიზიონში (1972-73 წლების სეზონის შემდეგ).

50-ების დასასრულის და 70-ების დასაწყისის პერიოდებიდან დღემდე გუნდმა ბოლო დიდ წარმატებას მიაღწია 1972-73 წლების სეზონში, მოიგო რა ინგლისის თასი .

ორი ფინალი: 1979-1997[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1985 წელს „სანდერლენდი“ ბოლოჯერ გავიდა ლიგის თასის ფინალში, მაგრამ „ნორვიჩ სიტისთან“ დამარცხდა. 1987 წელს კლუბი თავის ისტორიაში პირველად აღმოჩნდა მე-3 ლიგაში, თუმცა 1987-88 წლებში დენის სმიტის ხელმძღვანელობით გუნდი ისევ მე-2 ლიგაში აღზევდა. 90-ების დასაწყისში გუნდმა შეძლო პრემიერლიგაში დაბრუნება, თუმცა იქ დიდი ხანი არ გაჩერებულა. 1992 წელს „სანდერლენდი“ ინგლისის თასის ფინალში გავიდა, სადაც „ლივერპულთან“ 2:0 დამარცხდა.

ბოლოდროინდელი მოვლენები 1997-[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

90-ან წლების დასასრულს გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა. 1997 წელს კლუბმა ახალი სტადიონი მიიღო 40 000 მაყურებლის ტევადობით, ხოლო 1999 წელს „სანდერლენდმ“ა მე-2 ლიგის (ამჟამინდელი ჩემპიონშიფი) გამარჯვებული გახდა პრემიერლიგაში აღზევდა. 199-00 წლების სეზონში, „სანდერლენდის“ თავდამსხმელი, კევინ ფილიპსი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მომავალ სეზონში გუნდი ისევ გავარდა პრემიერლიგიდან. ჩემპიონშიპში ასპარეზობისას გუნდს სათავეში მიკ მაკარტი ჩაუდგა, ვისი ხელმძღვანელობითაც გუნდმა ჩემპიონშიფი მოიგო და პრემიერლიგაში აღზევდა, თუმცა რანგით ინგლისის უმაღლეს ლიგაში სეზონი ისევ ჩააგდო და ჩემპიონშიფში დაქვეითდა.

კევინ ფილიპსი (ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 1999/2000)

2006 წელს „სანდერლენდის“ ხელმძღვანელობა შეიცვალა, გუნდი „სანდერლენდის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ნილ ქუინმა შეიძინა, რომელმაც მწვრთნელად თავისი ძველი მეგობარი, როი კინი მოიყვანა. პირველივე სეზონში როი კინმა გუნდს ჩემპიონშიფი მოაგებინა და ისევ პრემიერლიგაში დააბრუნა, სადაც წინა სეზონების განსხვავებით გუნდმა უფრო უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და შეინარჩუნა ადგილი ინგლისის ელიტალურ ლიგაში. 2009 წლის 27 მაისს, ამერიკელმა ბიზნესმენმა, ელის შორტმა შეიძინა „სანდერლენდის“ 100%-იანი აქცია. გუნდში ისევ ცვლილებები მოხდა, რომლის შემდეგაც წავიდა როი კინი და მის ადგილას მოვიდა ინგლისელი სპეციალისტი სტივ ბრუსი. ბრუსმა გუნდი პირველივე სეზონში მე-13 ადგილზე გაიყვანა. 2010-11 წლების სეზონი „სანდერლენდმა“ შესანიშნავად დაიწყო და ამბიციაც გაჩნდა ევროთასებზე მოხვედრის, გუნდი კარგად დაბალანსდა, რაც თამაშის შედეგებზეც აისახებოდა, „სანდერლენდისთვის“ გამორჩეული გამოდგა 1-ლი წრე, თუმცა მე-2 წრეში გუნდმა ძალიან აურია, რაც სეზონის მე-10 ადგილზე დამთავრებით დასრულდა, თუმცა გუნდისთვის ესეც კარგი შედეგი იყო.

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 იტალიის დროშა მეკარე ვიტო მანონე
2 ინგლისის დროშა მცველი ბილი ჯონსი
3 კოსტა-რიკას დროშა მცველი ბრაიან ოვიედო
4 ბელგიის დროშა მცველი ჯეისონ დენაიერი
5 სენეგალის დროშა მცველი პაპი ჯილობოჯი
6 ინგლისის დროშა ნახევარმცველი ლი კატერმოლი
7 შვედეთის დროშა ნახევარმცველი სებასტიან ლარსონი
8 ინგლისის დროშა ნახევარმცველი ჯეკ როდუელი
9 იტალიის დროშა თავდამსხმელი ფაბიო ბორინი
10 ტუნისის დროშა ნახევარმცველი ვახბი ხაზრი
12 პორტუგალიის დროშა მეკარე მიკა
13 ინგლისის დროშა მეკარე ჯორდაჯ პიკფორდი
14 ინგლისის დროშა ნახევარმცველი დუნკან უოტმორი
15 ინგლისის დროშა მცველი ჯოლეონ ლესკოტი
ნომერი პოზიცია მოთამაშე
16 ირლანდიის დროშა მცველი ჯონ ო'ში (კაპიტანი)
17 გაბონის დროშა ნახევარმცველი დიდიე ნ'დონგი
18 ინგლისის დროშა თავდამსხმელი ჟერმეინ დეფო
19 ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა მცველი პატრიკ მაკნეირი
20 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა ნახევარმცველი სტივენ პინარი
21 ესპანეთის დროშა მცველი ხავიერ მანკილიო
22 შოტლანდიის დროშა მცველი დონალდ ლავი
23 კოტ-დ’ივუარის დროშა მცველი ლამინ კონე
24 ირლანდიის დროშა ნახევარმცველი დარონ გიბსონი
27 გერმანიის დროშა მცველი იან კირხჰოფი
28 ნიგერიის დროშა თავდამსხმელი ვიქტორ ანიჩებე
29 შვედეთის დროშა თავდამსხმელი იოელ ასორო
44 ბელგიის დროშა მცველი ადნან იანუზაი
46 აშშ-ის დროშა მცველი გუჩ ლინდენი

ტიტულები[1][2][3][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიგა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1891/92, 1892/93, 1894/95, 1901/02, 1912/13, 1935/36
  • მეორე დივიზიონი/პირველი დივიზიონი/ ჩემპიონშიფი, გამარჯვებული: 5 (მე-2 დონე)
1975/76, 1995/96, 1998/99, 2004/05, 2006/ 07
  • მესამე დივიზიონი/მეორე დივიზიონი/ლიგა 1: 1 (მე-3 დონე)
1987/88

თასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Roll of Honour. Sunderland A.F.C.. წაკითხვის თარიღი: 21 დეკემბერი, 2008.
  2. England — List of FA Charity/Community Shield Matches. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 21 დეკემბერი, 2008.
  3. Football and the Second World War. Spartacus. წაკითხვის თარიღი: 8 სექტემბერი, 2010.