ფეხბურთის ასოციაცია (ინგლ.The Football Association (FA)) — ინგლისის (და გვირგვინს დაქვემდებარებულ ჯერსის, გერნსისა და მენის კუნძულის) ფეხბურთის მმართველო ორგანო. ფეხბურთის ასოციაციას უნიკალური ადგილი უჭირავს ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში, ვინაიდან სწორედ მან ჩამოაყალიბა თანამედროვე თამაშის წესები.