ზეინაბ ხანლაროვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზეინაბ ხანლაროვა
ზეინაბ ხანლაროვა
Zeynəb Xanlarova.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ზეინაბ იაიჰა კზი ხანლაროვა
დაბ. თარიღი 28 დეკემბერი, 1936 (1936-12-28) (86 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
წარმოშობა აზერბაიჯანელი
ჟანრ(ებ)ი კლასიკა, ხალხური
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 1961-დან დღემდე
ჯილდოები სსრკ-ის სახალხო არტისტი, სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტები, ხალხთა მეგობრობის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, ჰეიდარ ალიევის ორდენი, დამოუკიდებლობის ორდენი, დიდების ორდენი, აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია, აზერბაიჯანის სსრ-ის დამსახურებული არტისტი, აზერბაიჯანის სსრ-ის დამსახურებული არტისტი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპატიო დიპლომი
ხელმოწერა Zeynəb Xanlarovanın imzası.jpg
საიტი www.zeynabxanlarova.com
ზეინაბ ხანლაროვა ვიკისაწყობში

ზეინაბ იაიჰა კზი ხანლაროვა (აზერ. Xanlarova Zeynəb Yəhya qızı; დ. 28 დეკემბერი 1936, ბაქო, აზერბაიჯანი) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი მომღერალი (სოპრანო), სსრკ-ს (1980), აზერბაიჯანის (1975), სომხეთის (1978) და უზბეკეთის სახალხო არტისტი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზეინაბ ხანლაროვა 1936 წლის 28 დეკემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, როგორც ხუთ შვილიანი ოჯახის ყველაზე უმცროსი. 1956 წელს ზეინაბ ხანლაროვამ მირზა ალაკბარ საბირის სახელობის ბაქოს პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. 1961 წელს დაამთავრა ასაფ ზეინალის სახელობის ბაქოს მუსიკალური სკოლა (სეიდ შუშინსკის კლასი) და გახდა აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი.

ზეინაბ ხანლაროვა აზერბაიჯანის სსრ-ს უზენაესი საბჭოს (XI-XII მოწვევის) და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (I-III მოწვევის) წევრი იყო.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზეინაბ ხანლაროვამ შეასრულა ლეილის როლი "ლეილი და მაჯნუნი"-ს ოპერაში, ასლი როლი შეასრულა "ასლი და ქარამის" უზეირ ჰაჯიბეკოვის ოპერაში, ასევე არაბზანგის-ის როლით მონაწილეობდა მაგომაევის "შაჰ ისმაილი" ოპერაში და სხვებში.[2] გარდა ამისა, ხანლაროვამ წარმატებით შეირგო აზერბაიჯანის მუსიკალური სტილი - მუღამი. ზეინაბის ხმა ისმის მუღამის ასეთ კომპოზიციებში, როგორიცაა შაჰნაზი ("Shahnaz"), გათარი ("Gatar"), ბაიათი შირაზ ("Bayati Shiraz") და მრავალი სხვა. ხანლაროვამ დიდ წარმატებას ესტრადაში. ხანლაროვას რეპერტუარში შედის ისეთი კომპოზიტორების სიმღერები, როგორიცაა ტოფიკ გულიევი, არიფ მალიკოვი, ალექფერ თაღიევი, ემინ საბითოღლუ, ყარა ყარაევი, ფიქრეტ ამიროვი და ბევრი სხვა ცნობილი კომპოზიტორი. ხანლაროვას წარმატებით შეასრულებული აქვს სიმღერები რუსულ, სომხურ, უკრაინულ, მოლდავურ, ქართულ, სპარსულ, არაბულ, ჩინურ, ინდურ, თურქულ და სხვა მრავალ ენებზე. ხანლაროვას 50 წლიანი კარიერის მანძილზე, ჰქონდა კონცერტი: რუსეთში, უკრაინაში, ლატვიაში, მოლდოვაში, ბელარუსში, ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში, ინდოეთში, ჩინეთში, ირანში, ერაყში, ეგვიპტეში, ისრაელში, თურქეთში, საქართველოში, სომხეთში, ბულგარეთში, გერმანიაში, პოლონეთში, უნგრეთში, ავსტრიაში, ფინეთში, შვედეთსა და ჩეხეთში.

აზერბაიჯანში ბაქოს გარდა, ხანლაროვას ჰქონდა კონცერტი: განჯაში, ხანქენდიში, შაქიში, შუშაში, ნახიჩევანში, ლენქორანსა და სხვა რეგიონებში. ხანლაროვამ კიდევ ერთხელ გამართა კონცერტი ბაქოში 2008 წელს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.

პრემიები და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Ханларова Зейнаб Яхья кызы“.
  2. „Ханларова Зейнаб Яхья кызы (1936)“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-30.
  3. „About Zeynab Khanlarova“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-31.