ფიქრეთ ამიროვი
| ფიქრეთ ამიროვი | |
|---|---|
|
| |
| ბიოგრაფია | |
| დაბ. თარიღი | 22 ნოემბერი, 1922[1] [2] [3] [4] |
| დაბ. ადგილი | განჯა |
| გარდ. თარიღი | 20 თებერვალი, 1984[2] [3] [4] (61 წლის) |
| გარდ. ადგილი | ბაქო |
| დასაფლავებულია | საპატიო ხეივანი |
| ხელმოწერა |
|
| ფიქრეთ ამიროვი ვიკისაწყობში | |
ფიქრეთ მეშადი ჯამილ-ოღლუ ამიროვი (აზერ. Fikrət Məşədi Cəmil oğlu Əmirov) (დ. 22 ნოემბერი, 1922, განჯა — გ. 20 თებერვალი, 1984, ბაქო) — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1965), აზერბაიჯანის სსრ-ის IV – IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სკკპ წევრი 1947 წლიდან.
1948 წელს დაამთავრა ბაქოს კონსერვატორია (პროფესორ უზეირ ჰაჯიბეკოვისა და პროფესორ ბ. ზეიდმანის კლასები). შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო 1940 წლიდან. მუშაობდა კიროვაბადის (1942–1943), ბაქოს მუსლიმ მაგომაევის სახელობის ფილარმონიის (1946-1947) სამხატვრო ხელმძღვანელად. 1956–1959 წლებში ბაქოს ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორად. ფიქრეთ ამიროვი ავტორის ოპერებისა: „ულდუზი“, „სევილი“ (დაიდგა 1953), მუსიკალური კომედიებისა „გულთა მომტაცებლები“ (1944), „სასიხარულო ცნობა“ (1946), სიმფონიური მუღამებისა „შური“, „ქურდ-ოვშარი“ (1948, სახელმწიფო პრემია, 1949). მასვე ეკუთვნის სიმფონიური სიუიტა „აზერბაიჯანი“ (1950), ერთმოქმედებიანი ბალეტი „თქმულება ნასიმიზე“ (1973), სამი კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, მრავალი რომანსი და დამუშავებული ხალხური სიმღერა. მოღვაწეობდა საბჭოთა კინოშიც. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და წითელი დროშის ორდენით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 398-399.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Амиров Фикрет Мешади Джамиль оглы // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 IMSLP — 2006.
- დაბადებული 22 ნოემბერი
- დაბადებული 1922
- გარდაცვლილი 20 თებერვალი
- გარდაცვლილი 1984
- ბაქოში გარდაცვლილები
- აზერბაიჯანელი ოპერის კომპოზიტორები
- აზერბაიჯანელი კინოკომპოზიტორები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- ლენინის ორდენის კავალრები
- წითელი დროშის ორდენის კავალრები
- აზერბაიჯანის სსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- აზერბაიჯანის სსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- აზერბაიჯანის სსრ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- აზერბაიჯანის სსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- აზერბაიჯანის სსრ-ის VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- აზერბაიჯანის სსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- ბაქოს საპატიო დაკრძალვის ხეივანში დაკრძალულები