სოპრანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პირველი ოქტავის "დო"-დან მესამე ოქტავის "დო"-მდე

სოპრანო — ქალის ყველაზე მაღალი ხმა, რომელსაც ყველაზე დიდი ვოკალური დიაპაზონი აქვს ყველა ხმას შორის. სოპრანოს ხმის დიაპაზონი (სამეცნიერო სანოტო აღნიშვნით) დაახლოებით C (C4) = 261 ჰც -დან "მაღალ A" (A5) = 880 ჰც -მდეა საგუნდო მუსიკაში, ან "სოპრანო C" (C6, შუა C-ზე ორი ოქტავით მაღლა) = 1046 ჰც ან უფრო მაღლა საოპერო მუსიკაში. ოთხნაწილიან ქორალის სტილის ჰარმონიაში სოპრანო უმაღლეს ხმას იღებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში მელოდიას უწევს თანხლებას .სოპრანოები ოპერაში მთავარ პარტიებს ასრულებენ, მაგრამ მათ თანამედროვე მუსიკაშიც ხშირად ვხვდებით. სოპრანოს ხმის ტიპი ძირითადად არსებობს რამდენიმე სახის, ესენია: კოლორატურული სოპრანო, ლირიკული სოპრანო და დრამატული სოპრანო.

Soprano voice range on keyboard.svg

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა "სოპრანო" მომდინარეობს იტალიური სიტყვიდან "სოპრა" (ზემოდან)[1] იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის ხმის ყველაზე მაღალი ტიპია, ხშირად საოპერო დადგმებში ქალის მთავარ როლებში ვხედავთ.[2] ტერმინი ხშირ შემთხვევაში ქალებს მიემართება, თუმცა რიგ შემთხვევებში მამაკაცებსაც. "სოპრანისტი" არის ტერმინი, რომელიც მიემართება ისეთ კონტრტენორ მამაკაცებს, რომლებსაც შეუძლიათ სოპრანოს ვოკალურ დიაპაზონში სიმღერა, ხოლო ტერმინი "კასტრატო" მიემართება კასტრირებულ მამაკაც მომღერლებს, ძირითადად XVI, XVII და XVIII საუკუნეებში[1], "ტრებლი" ისეთი ბიჭი სოპრანოა, რომელსაც გარდატეხის ასაკამდე არ მიუღწევია და ჯერ კიდევ შეუძლია ამ დიაპაზონში სიმღერა.[1]

ტერმინი "სოპრანო" ასევე დაფუძნებულია ლათინურ სიტყვა "სუპერიუსზე", რომელიც, სოპრანოს მსგავსად, ადამიანის ხმებში უმაღლეს ხმას აღნიშნავს.[1] სიტყვა განსაკუთრებით გამოიყენებოდა საგუნდო და სხვა მრავალხმიან მუსიკაში XIII-XVI საუკუნეების მიჯნაზე.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Stark, James (2003). Bel Canto: A History of Vocal Pedagogy. University of Toronto Press. ISBN 978-0-8020-8614-3.
  • Aronson, Arnold Elvin; Bless, Diane M. (2009) Clinical Voice Disorders, 4th, New York: Thieme Medical Publishers, გვ. 278. ISBN 978-1-58890-662-5.
  • McKinney, James (1994). The Diagnosis and Correction of Vocal Faults. Genovex Music Group. ISBN 978-1-56593-940-0.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 "Soprano", Encyclopædia Britannica
  2. The Opera 101. ციტირების თარიღი: 21 April 2016