ყარა ყარაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყარა ყარაევი

ყარა ყარაევი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ყარა აბულფაზ-ოღლუ ყარაევი
დაბ. თარიღი 5 თებერვალი, 1918
დაბ. ადგილი ბაქო
წარმოშობა აზერბაიჯანელი
გარდ. თარიღი 13 მაისი, 1982
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი[1]
ჟანრ(ებ)ი კლასიკა, ოპერა, ბალეტი, კინომუსიკა, ჯაზი
საქმიანობა კომპოზიტორი
ხელმოწერა
საიტი qara-qarayev.musigi-dunya.az/index_ru.html
ყარა ყარაევი ვიკისაწყობში

ყარა აბულფაზ-ოღლუ ყარაევი (აზერ. Qara Əbülfəz oğlu Qarayev; დ. 1918 — გ. 1982) — საბჭოთა აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. სსრკ სახალხო არტისტი (1959). სოციალისტური შრომის გმირი (1978). ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი სსრკ-ში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყარა ყარაევი დაიბადა 1918 წლის 5 თებერვალს ბაქოში ცნობილი ექიმ-პედიატრის აბულფაზ ყარაევის ოჯახში, რომელიც ხალხური მუსიკის მცოდნე და მოყვარული იყო. დაწყებითი მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა ბაქოს კონსერვატორიის მუშფაკზე (გ. გ. შაროევის ფორტეპიანოს კლასი) (1930-1935), 1935 წლიდან სწავლობდა იმავე კონსერვატორიაში კომპოზიციისა და ხალხური მუსიკის კლასებში შესაბამისად ლ.მ. რუდოლფსა და უ. ჰაჯიბეკოვთან. ამ პერიოდს მიეკუთვნებიან ყარაევის პირველი საავტორო ცდები, რომლებშიაც იგრძნობა აზებაიჯანული ხალხური ხელოვნების ძლიერი გავლენა.

1937 წელს მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულ ექსპედიციაში, სადაც სწავლობდა და იწერდა აშუღებისა და მუღამების სიმღერებს. ერთი წლის შემდეგ შევიდა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორიაში, სადაც ოსტატობას სრულყოფდა ა.ნ. ალექსანდროვთან (კომპოზიცია) და ს. ნ. ვასილენკოსთან (ინსტრუმენტირება). სწავლის პროცესი შეწყდა ომის გამო და განახლდა 1943 წელს. 1946 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (დ.დ. შოსტაკოვიჩის კომპოზიციის კლასი). ყარაევის სადიპლომო ნაშრომი იყო მეორე სიმფონია, რომელშიაც ნათლად გამოვლინდა კომპოზიტორის ინდივიდუალური ტალანტი.

1946 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბაქოს კონსერვატორიაში (19491952 წლებში — რექტორი, 1959 წლიდან — პროფესორი). ყარაევის მოწაფეთა შორის არიან მისი შვილი ფარაჯი, არიფ მირზოევი, რაუფ ჰაჯიევი, არიფ მელიქოვი, ხაიამ მირზაზადე, ვასიფ ადიგიოზალოვი, ტოფიკ ბაქიხანოვი, ფრანგიზ ალიზადე. კომპოზიტორის მოღვაწეობას ყარაევი უთავსებდა აქტიურ მონაწილეობას აზერბაიჯანის მუსიკალურ ცხოვრებაში: იყო ბაქოს ფილარმონიის მხატვრული ხელმძღვანელი (1941-1942), აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ინსტიტუტის მუსიკის სექტორის გამგე (1948-1949).

1937 წელს გახდა აზერბაიჯანის სსრ კომპოზიტორთა კავშირის წევრი. 1953 წლიდან - მისი თავმჯდომარე, პირველი მდივანი, 1962 წლიდან - სსრკ კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი. სსრკ კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1957 წლიდან). ყარა ყარაევი გარდაიცვალა მოსკოვში 1982 წლის 13 მაისს, თავისი შემოქმედებითი ტალანტის გაფურჩქვნის ხანაში. დასაფლავებულია ბაქოს საპატიო დაკრძალვის ხეივანში.

წოდებები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სოციალისტური შრომის გმირი (1978)
  • აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1955)
  • აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1958)
  • სსრკ სახალხო არტისტი (1959)
  • მეორე საფეხურის სტალინურიპრემია (1946) - ოპერისათვის „ვეთენი“ („სამშობლო“)
  • მეორე საფეხურის სტალინური პრემია (1948) - სიმფონიური პოემისათვის „ლეილი და მეჯნუნი“ (1947)
  • ლენინური პრემია (1967) - ბალეტ „მეხის ბილიკით“ შექმნილი მუსიკისათვის (1958)
  • აზერბაიჯანი სსრ სახელმწიფო პრემია (1965)
  • ორი ლენინის ორდენი (1967, 1978)
  • ოქტომბრის რევლუციის ორდენი (1971)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (1961)
  • მედალი „1941-1945 წწ. დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“
  • მედალი „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად“

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყარაევის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მუსიკალური ხელოვნების პრაქტიკულად ყველა ჟანრს მოიცავს. კომპოზიტორის სტილი გამოირჩევა ემოციურობით, დრამატიზმისა და ნატიფი ლირიზმის შეხამებით. რიგი ნაწარმოებებისა, შექმნილი 1940-ანი წლების მიწურულსა და 1950-ნი წლების დასაწყისში განიცდის გამოჩენილი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამის გავლენას - სიმფონიური პოემა „ლეილი და მეჯნუნი“, სიმფონიური სუიტა „შვიდი მზეთუნახავი“, ბალეტი ამავე სახელწოდების თემაზე, რომელიც კომპოზიტორის შემოქმედების მწვერვალი გახდა. ყარაევის ექსპრესიული, რომანტიკულ-ემოციური, ხატოვანი სტილი მჭიდროდ არის დაკავშირებული ხალხური მუსიკის პრინციპებთან. მისი გავლენა იგრძნობა კომპოზიტორის შემოქმედების გვიანდელ პერიოდშიაც კი, მაშინ, როდესაც მან მიმართა მუსიკის წერის უფრო რაციონალურ ტექნიკას და დოდეკაფონიურ ექსპერიმენტებს (მესამე სიმფონია, სავიოლინო კონცერტი). ყარაევი ავტორია რიგი კრიტიკული სტატიებისა, რომელთაგანაც რამდენიმე გამოქვეყნდა ბაქოში 1988 წელს.

ძირითადი ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპერები

  • „აინა“ (დ. ჰაჯიევთან ერთად, 1941)
  • „სამშობლო“ (Vətən, დ. ჰაჯიევთან ერთად, 1945)
  • ”სინაზე“ (მონოდრამა ანრი ბარბიუსის პიესის მიხედვით, ქალის ხმისა და კამერული ორკესტრისათვის, 1972).

ბალეტები

  • „შვიდი მზეთუნახავი“ (Yeddi Gözəl, 1952)
  • „მეხის ბილიკით“ (İldırımlı yollarla, 1958)
  • „ლეილი და მეჯნუნი“ (Leyli və Məcnun, 1958).

მუსიკალური კომედია (ოპერეტა)

  • „შმაგი გასკონელი“ ( ე. როსტანის ნაწარმოებების მიხედვით, 1973).

ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებები

  • „გულის სიმღერა“, კანტატა (ტექსტი - რ. რზა1938)
  • „ბედნიერების სიმღერა“, კანტატა (ტექსტი - მ.რაჟმა, 1958)
  • „სამი ნოქტურნი შემსრულებლისა და ჯაზის ორკესტრისათვის“ (1958)
  • „ჩვენი პარტია“, კანტატა (ტექსტი - ს. ვურღუნი, 1959)
  • „ლენინი“, ორატორია-პლაკატი (ტექსტი - რ. რზა, 1970)
  • „მეგობრობის ჰიმნი“ (ტექსტი - რ. რზა, 1972).

კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები

  • აზერბაიჯანული ხალხური სიმღერების ექვსი დამუშავება (1937)
  • ექვსი რუბაი ომარ ხაიამის ლექსებზე შემსრულებლისა და ფორტეპიანოსათვის (1946)
  • რომანსები ა. პუშკინის ლექსებზე („საქართველოს გორაკებზე“, „მე თქვენ მიყვარხართ“) შემსრულებლისა და ფორტეპიანოსათვის (1949)
  • პიონერული სიმღერა მშვიდობაზე (ტექსტი - ზ. ჯაბარზადე, 1951)
  • ზღვის მენავთობეების სიმღერა (ტექსტი - მ.ა. სვეტლოვი, 1953).

საორკესტრო ნაწარმოებები

  • „სიხარულის პოემა“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (1937)
  • აზერბაიჯანული სუიტა (1939)
  • პასაკალია და სამმაგი ფუგა (1941)
  • სამი სიმფონია („დიდი სამამულო ომის გმირთა სახსოვრად“ 1943, 1946, 1965)
  • „ლეილი და მეჯნუნი“, სიმფონიური პოემა (1947)
  • მისასალმებელი მარში ფანფარებით“ (1948)
  • სიმფონიური სუიტა ბალეტიდან „შვიდი მზეთუნახავი“ (1949)
  • ალბანური რაფსოდია (1952)
  • ქორეოგრაფიული ჩანახატები (1953)
  • სუიტა მუსიკიდან ფილმისათვის „თქმულება კასპიის მენავთობეებზე“
  • სუიტა მუსიკიდან ფილმისათვის „ვიეტნამი“ (1955)
  • „დონ კიხოტი“, სიმფონიური გრავიურები (1960)
  • სამი სუიტა მუსიკიდან ფილმისათვის „ზღვის დამპყრობნი“ (1964)
  • კლასიკური სუიტა კამერული ორკესტრისათვის (1966)
  • ორი სუიტა ბალეტისათვის „მეხის ბილიკით“ (1967)
  • კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (1967).

კამერული ნაწარმოებები

  • “ქანდაკება ცარსკოე სელოში“, საფორტეპიაო სურათი (1937)
  • სამგლოვიარო პრელუდია (1937)
  • სამხმიანი ფუგა“ (1939)
  • სამი ტესნიფი შემსრულებლისა და ორკესტრისათვის (1939)
  • აზერბაიჯანული რაფსოდია (1940)
  • ფუგა სიმებიანი კვარტეტისათვის (1940)
  • მონიშნული სიის ელემენტი
  • ორი სიმებიანი კვარტეტი
  • კვარტეტინო სიმებიანი კვარტეტისათვის (1942)
  • სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1960)
  • ორი სონატინა ფორტეპიანოსათვის (1940, 1943)
  • ციკლი ფორტეპიანოსათვის „24 პრელუდია“ (1951-1963)
  • თორმეტი საბავშვო პიესა (6-1950, 6-1966).
  • ნაწარმოებები სულიერი ორკესტრისათვის
  • სპორტული სუიტა (1938)
  • აზერბაიჯანული მარში (1943)
  • ბაქოს მენავთობეთა მარში (1951).

ნაწარმოებები აზერბაიჯანული ხალხური ინსტრუმენტების ორკესტრისათვის

  • აშუღური მარში (1944)

ნაწარმოებები საესტრადო ორკესტრისათვის „ცეკვა“ (1957)

  • „ნერგიზ-სიმღერა“ (1957)
  • სამი ნოქტურნი შემსრულებლისა და ჯაზ-ორკესტრისათვის (ტექსტი - ლ. ჰიუზი, 1958).

ნაწარმოებები გუნდისათვის აკომპანემენტის გარეშე

  • „იავნანა“ (1939)
  • „შემოდგომა“ (ტექსტი - ნ. განჯევი, (1947).

მუსიკა დრამატული თეატრების სპეკტაკლებისათვის

  • 1942 - მირ ჯალალის „მირზა ხაიალი“
  • 1947 - ბ.ფ. ჩირსკოვის „გამარჯვებულნი“
  • 1949 - უ. შექსპირის „ოტელო“
  • 1949 - ლოპე დე ვეგას „ცეკვის მასწავლებელი“
  • 1955 - უ. შექსპირის “ზამთრის ზღაპარი“
  • 1955 - ვ.ვ. ვიშნევსკის „ოპტიმისტური ტრაგედია“
  • 1956 – ნ. ჰიქმეთის „უცნაური კაცი“
  • 1958 - მ.ა. ბულგაკოვის „სრბოლა“
  • 1959 - ნ. ჰიქმეთის „დამოკლეს მახვილი“
  • 1959 - მ.ი. ლერმონტოვის „მასკარადი“
  • 1962 - ნ. ჰიქმეთისა და ვ.გ. კომისარჟევსკის „ქალების ბუნტი“
  • 1964 - უ. შექსპირის „ანტონიუსი და კლეოპატრა“
  • 1966 - ი.ა. კასუმოვის „ადამიანი უშვებს ღუზას“
  • 1966 - დ.გ. მამედყულიზადეს „მკვდრები“
  • 1968 - ლ.ა. მალიუგინის „სენტ-ეკზიუპერის ცხოვრება“
  • 1968 - უ. შექსპირის „ჰამლეტი“
  • 1969 - უ. შექსპირის „ჰენრიხ IV”
  • 1970 - ა.ა. ხაზინის „არტიომი“
  • 1972 - რ.მ. იბრაჰიმბეკოვის „ქალი მწვანე კარებს იქით“.

ფილმოგრაფია

  • 1937 - „ერთი თერტმეტთაგანი“ (დოკუმენტალური)
  • 1943 – „ერთი ოჯახი“
  • 1944 – „კასპიელები“ (დოკუმენტალური)
  • 1948 – „საღამოს კონცერტი“
  • 1950 – „ბაქოს ჩირაღდნები“
  • 1950 – „მინგეჩევირი“
  • 1953 – „თქმულება კასპიის მენავთობეებზე“ (დოკუმენტალური)
  • 1955 – „ვიეტნამი“
  • 1956 – „ისტორიის გაკვეთილი“
  • 1957 – „ორნი ერთი კვარტალიდან“
  • 1957 – „დონ კიხოტი“
  • 1958 – „მისი დიდი გული“
  • 1959 – „შორეულ ნაპირებზე“
  • 1959 – „ოქროს ეშელონი“
  • 1959 – „ნამდვილი მეგობარი“
  • 1959 – „ზღვის დამპყრობნი“ (დოკუმენტალური)
  • 1960 – „მატეო ფალკონე“
  • 1961 – „ლეილი და მეჯნუნი“ („ამბავი სიყვარულისა“)
  • 1965 – „დიდი სამამულო“
  • 1967 – „გრენადავ, გრენადავ, გრენადავ ჩემო...“
  • 1967 – „ადამიანი უშვებს ღუზას“
  • 1968 – „ეს სიმართლის ხმაა. კომპოზოტორი ყ. ყარაევი“ (დოკუმენტალური)
  • 1968 – „მესამე სიმფონია“ (ფილმი-კონცერტი)
  • 1971 – „გოია, ანუ შემეცნების მძიმე გზა“
  • 1972 – „სიმართლე რესპუბლიკის შესახებ“ (დოკუმენტალური)
  • 1974 – „მეგობრობის ჰიმნი“ (დოკუმენტალური)
  • 1975 – „მსოფლიოს ლეგენდები“
  • 1978 – „ყარა ყარაევი - 60“ (დოკუმენტალური)
  • 1979 – „კომპოზიტორი ყარა ყარაევი. ოპუსი - 78“ (დოკუმენტალური)
  • 1982 – „ნიზამი“
  • 1982 – „შვიდი მზეთუნახავი“ (ფილმი-ბალეტი) (რეჟისორი - ფელიქს სლიდოვკერი, ოპერატორი - ალექსანდრ ტაფელი)
  • 2003 – „ყარა ყარაევი“ (დოკუმენტალური).

ყარა ყარაევის ხსოვნის უკვდავყოფა
ყარა ყარაევის სახელს ატარებენ:

  • მეტროს სადგური ბაქოში
  • პროსპექტი ბაქოში
  • ქუჩა იმიშლიში
  • № 75 მუსიკალური სკოლა მოსკოვში
  • № 8 მუსიკალური სკოლა ბაქოში
  • ხომალდი
  • ბაქოში, კინოთეატრ „ნიზამის“ გვერდით მდებარე პარკში, აღმართულია ყარა ყარაევის ძეგლი
  • ბაქოში, სახლის კედელზე, რომელშიაც ცხოვრობდა ყარა ყარაევი, დადგმულია მემორიალური დაფა.
  • 2014 წლის 20 ივნისს მოსკოვში, ტრიოხპრუდნაიას შესახვვევში, 11/13, სახლში, სადაც 1973-1982 წწ. ცხოვრობდა ყარა ყარაევი, გაიხსნა მემორიალური დაფა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Find a Grave — 1996.