უზეირ ჰაჯიბეკოვი
უზეირ აბდულ ჰუსეინ-ოღლუ ჰაჯიბეკოვი (დ. 17 სექტემბერი [ძვ. სტ. 5 სექტემბერი], 1885, სოფ. აღჯაბადი, შუშის მახლობლად — გ. 23 ნოემბერი, 1948, ბაქო) — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, სსრკ სახალხო არტისტი (1938), აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1945). აზერბაიჯანის პროფესიული მუსიკის ფუძემდებელი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო კურსებზე და პეტერბურგის კონსერვატორიაში (1914). ჰაჯიბეკოვის პირველმა ოპერამ „ლეილი და მაჯნუნი“ (1908) საფუძველი ჩაუყარა მუღამური ოპერის ჟანრს აზერბაიჯანულ მუსიკაში. მასვე ეკუთვნის ოპერები: „ასლი და ქერემი“ (1912), „შაჰ აბასი და ხურშიდ ბანუ“ (1912, ორივე მუღამური), აგრეთვე მისი შემოქმედების მწვერვალი ოპერა „ქოროღლუ“ (1937, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1941); ოპერეტები: „ცოლი და ქმარი“ (1900), „ეს თუ არა, ის“ (1910), „არშინ მალ ალან“ (1913, ამავე სახელმწიფო ფილმისათვის სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946). ჰაჯიბეკოვი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, 1938-1948 იყო აზერბაიჯანის კონსერვატორიის (ჰაჯიბეკოვის სახელობისაა 1949-იდან) პროფესორი და დირექტორი. 1931 ჩამოაყალიბა ხალხურ საკრავთა ორკესტრი, 1936 — სახელმწიფო გუნდი. 1945-იდან ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ჰაჯიბეკოვს ეკუთვნის აგრეთვე კანტატა „სამშობლო და ფრონტი“, რომანს-ღაზალების ნიზამის ლექსებზე: „სენსიზი“ („უშენოდ“) და „სევგილი ჯანანი“ („სატრფო“). ჰაჯიბეკოვი ავტორია აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნისა (1945), სსრკ I და II მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Абасов Э., Оперы и музыкальные комедии Узеира Гаджибекова, Баку, 1961
- Виноградов В., Узеир Гаджибеков и азербайджанская музыка М., 1938;
- Касимов К., Узеир Гаджибеков, М., 1945
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 610.
- აზერბაიჯანელი კომპოზიტორები
- დაბადებული 17 სექტემბერი
- დაბადებული 1885
- გარდაცვლილი 23 ნოემბერი
- გარდაცვლილი 1948
- აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები
- სსრკ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- ლენინის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები