ზაგანი
იერსახე
ზაგანი — სოფელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (გუფის თემი).
მდებარეობს აფხაზეთის ბორცვიან მთისწინეთში, ზღვის დონიდან 140 მ-ზე, ოჩამჩირიდან 13 კმ-ის დაშორებით. 1989 წლის აღწერით იყო 359 მცხოვრები. სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში „ზეგანის“ სახელწოდებით.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 296.