კლოდ ლუი ბერთოლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბერთოლე, კლოდ ლუი)
Jump to navigation Jump to search
კლოდ ლუი ბერთოლე
Berthollet Claude Louis.jpg
დაბ. თარიღი 9 დეკემბერი 1748(1748-12-09)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი ტალუარი
გარდ. თარიღი 6 ნოემბერი 1822(1822-11-06)[7] [2] [3] [4] [5] [6] [8] (73 წლის)
გარდ. ადგილი არკიუეი
მოქალაქეობა სავოიის საჰერცოგო
საფრანგეთი
სამეცნიერო სფერო ქიმია
ალმა-მატერი ტურინის უნივერსიტეტი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი, სამეფო საზოგადოების წევრი და გაერთიანების ორდენის დიდი ჯვარი
ხელმოწერა Claude Louis Berthollet, chimiste, signature.jpg

კლოდ ლუი ბერთოლე (ფრანგ. Claude-Louis Berthollet; დ. 9 დეკემბერი, 1748, ტალუარი, ზემო სავოია — გ. 6 ნოემბერი, 1822, პარიზი) — ფრანგი ქიმიკოსი, ქიმიური წონასწორობის შესახებ მოძღვრების ფუძემდებელი, პარიზის პოლიტექნიკური და ნომალური სკოლების პროფესორი (1794), მედიცინის დოქტორი (1770). ლავუაზიესთან და სხვა მეცნიერებთან ერთად დაამუშავა ახალი ქიმიური ნომენკლატურა (1786-1787). ბერთოლემ შეიმუშავა ქსოვილების, სანთლისა და ქაღალდის ქლორით გათეთრების მეთოდი; მიიღო ქვექლოროვან- და ქვექლომჟავათა მარილები (მათ შორის ბერთოლეს მარილი); დაადგინა, რომ ქიმიური რეაქციის მიმართულუბას განსაზღვრავს მორეაგირე ნივთიერებების მასა, თვისებები და რეაქციის პირობები. ბერთოლე ქიმიურ რეაქციის განიხილავდა როგორც უწყვეტ და შექცევად პროცესს, თვლიდა, რომ ამ დროს წარმოქმნილი ნივთიერებების შედგენილობა ცვალებადია. XX საუკუნის დამდეგს ნ. კურნაკოვმა აღმოაჩინა ცვალებადი შედგენილობის ინდივიდუალური ქიმიური ნაერთები და მათ ბერთოლიდები უწოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Léonore databaseministère de la Culture.
  2. 2.0 2.1 Comité des travaux historiques et scientifiques — 1834.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Nationalencyklopedin — 1999.
  6. 6.0 6.1 მედიცინის ეროვნული აკადემია — 1820.
  7. BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  8. KNAW Past Members