Porcupine Tree

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Porcupine Tree
Porcupine Tree LIVE in ARENA 2007-11-28.jpg
ბიოგრაფია
წარმოშობის ადგილი ჰერტფორდშირი, ინგლისი.
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი[1]
პროგრესული მეტალი
ფსიქოდელიური როკი[2]
სპეის როკი
აქტიური 1987-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Delerium, Snapper, Lava, Transmission, Roadrunner, Atlantic, WHD, Peaceville, Kscope
ასოციაციები Japan, No-Man, I.E.M., Bass Communion, Blackfield, Continuum, Opeth, Anathema, კინგ კრიმსონი, Rush, Orphaned Land.
საიტი www.porcupinetree.com
წევრები
სტივენ უილსონი
რიჩარდ ბარბიერი
კოლინ ედვინი
გევინ ჰარისონი
ყოფილი წევრები
კრის მეიტლენდი

Porcupine Tree (ინგლ. მაჩვზღარბის ხე) — პროგრესული როკ-ჯგუფი, რომელიც 1987 წელს ჰემპსტედში (ინგლისი) ჩამოაყალიბა სტივენ უილსონმა. მათი მუსიკა მოიცავს არა მხოლოდ პროგრესულ როკს, არამედ პროგრესულს მეტალს, აგრეთვე ფსიქოდელიურ და სპეის როკს. ჯგუფზე დიდი გავლენა იქონიეს ტრანსის ჟანრის, ემბიენტისა და კრაუტროკის მუსიკალურმა ჩანაწერებმა.[3] 2000-იანი წლებიდან მათი მუსიკალური მიმართულება იხრება პროგრესული მეტალის მხარეს.

ჯგუფი ცნობილია მულტიმედიური საშუალებებისადმი ინტერესით. მათ საკონცერტო გამოსვლებზე ამა თუ იმ სიმღერის შესრულებისას გამოიყენება სპეციალური პროექციები. ეს ვიზუალური ელემენტი მათ გამოსვლებს დაემატა ტურნეს In Absentia დაწყებიდან, როდესაც ოთხეულმა დაიწყო თანამშრომლობა დანიელ ფოტოგრაფ და რეჟისორ ლასე ჰოილესთან.

მათი 2007 წლის ალბომი Fear of a Blank Planet გრემის დაჯილდოებაზე ნომინირებული იყო საუკეთესო მოცულობითი ჟღერადობის დისკის კატეგორიაში.[4] იგივე კატეგორიაში ჯგუფი ნომინირებული იქნა 2010 წელს, ალბომით The Incident.[5]

საიტმა Music Radar ჯგუფი „დღეს არსებული 30 საუკეთესო საკონცერტო შემსრულებლის“ სიაში შეიყვანა.[6]

სექციების სია

ისტორია [რედაქტირება]

წარმოშობა (1987–1990) [რედაქტირება]

Porcupine Tree-მ არსებობა დაიწყო, როგორც პაროდიულმა თანამშრომლობამ სტივენ უილსონსა და მალკოლმ სტოქსის მონაწილეობით. თავდაპირველად მათი მუსიკა განიცდიდა პინკ ფლოიდის მსგავსი ფსიქოდელიური და პროგრესული როკი გავლენას და დუეტმა გადაწყვიტა, შეექმნა გამოგონილი ჯგუფი The Porcupine Tree. მათ მოიფიქრეს ჯგუფის წევრთა გამოგონილი ბიოგრაფიები და ხანგრძლივი ისტორია, რომელიც შეიცავდა 1970-იან წლებში როკ-ფესტივალზე შეხვედრისა და ჯგუფის წევრთა ციხეში პატიმრობის გამოგონილ ფაქტებს. საკუთარი ტექნიკის შეძენის შემდეგ უილსონმა გადაწყვიტა ამ ისტორიების ხორცშესხმა და მუსიკის ჩაწერა. [7] მიუხედავად იმისა, რომ სტოქსმა პროექტის ჩანაწერებს საკუთრი ვოკალი და ექსპერიმენტული გიტარა დაამატა, მისი როლი ძირითადად დრო და დრო სხვადასხვა იდეით შემოიფარგლებოდა, ხოლო მასალის დიდი ნაწილი დაიწერა, ჩაიწერა, შესრულებული და ნამღერი იქნა უილსონის მიერ.

ამ პერიოდში Porcupine Tree იყო უფრო მეტად ხუმრობა და პირადი გასართობი, ვინაიდან უილსონი მუშაობდა სხვა პროექტზეც, No-Man, რომელშიც ბრიტანელი ვოკალისტი და სიმღერების ავტორი ტიმ ბაუნესი შედიოდა. თუმცა 1989 წლისათვის მან იგრძნო, რომ Porcupine Tree-ს მუსიკაში კომერციულობის პოტენციალი იყო. მან შეადგინა 80 წუთიანი აუდიოკასეტა, რომელსაც Tarquin's Seaweed Farm ეწოდა. იგი Porcupine Tree-ს სახელით იქნა წარდგენილი.[8] კვლავ სახუმარო ტონით უილსონმა შექმნა კასეტის 8 გვერდიანი დამატება, რომელშიც განმარტებული იქნა ჯგუფის ისტორია, სადაც ასევე ნახსენები იყო რამდენიმე წევრი - სერ ტარქუინ ანდერსპუნი და ტიმოთი ტედპოულ-ჯონსი. [9]

Tarquin's Seaweed Farm-ის რამდენიმე ასლი უილსონმა გაუგზავნა მათ, ვინც მისი აზრით, დაინტერესებული იქნებოდა ამ ჩანაწერით. ნიკ სელომენის, საკულტო ბრიტანელი გიტარისტის მითითებით (რომელიც უფრო მეტად ცნობილი იყო, როგორც The Bevis Frond) სტივენმა ერთ-ერთი ასლი გაუგზავნა რიჩარდ ალენს, ბრიტანული ჟურნალის Encyclopaedia Psychedelica ერთ-ერთ ავტორს და ბრიტანული ფსიქოდელიური გერიჯ-როკ ჟურნალის Freakbeat თანარედაქტორს. ალენმა ჩანაწერი ორივე ჟურნალში მიმოიხილა. მიუხედავად იმისა, რომ მასალის დიდი ნაწილი არ მოეწონა, მან უილსონის ნაშრომი დადებითი მიმოხილვით წარადგინა. რამდენიმე თვის შემდეგ მან უილსონი მოიწვია ორმაგი ალბომის A Psychedelic Psauna ჩაწერაზე - უკანასკნელს ადგენდნენ მუსიკალური ლეიბლის Delerium დაარსების აღსანიშნავად. ალენი მომავალში, 2004 წლის ჩათვლით Porcupine Tree-ს მენეჯერად, პრეს-აგენტად და პრომოუტერად იქცა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჯგუფის ისტორიაში, როდესაც ალბომის The Sky Moves Sideways შემდეგ მათმა წარმატებამ იკლო. ამასობაში უილსონი მუშაობდა ახალ მასალაზე. 1990 წელს მან გამოსცა The Love, Death & Mussolini E.P. - სულ 10 ასლის ოდენობით. [7] იგი ძალიან იშვიათ და საკოლექციო ჩანაწერად იქცა. მასში შეტანილი იქნა იმ დროისათვის გამოუცემელი 9 კომპოზიცია, რომელიც Porcupine Tree-ს მეორე ალბომის შესახებ შთაბეჭდილებას ქმნიდა. მოგვიანებით, იმავე წელს, უილსონმა გამოსცა მეორე კასეტა The Nostalgia Factory, რომელმაც ჯგუფის ანდერგრაუნდელ მსმენელთა რაოდენობა გაზარდა, თუმცა ამ ეტაპზე პროექტი კვლავ 1970-იანი წლების ჯგუფის იმიჯს ატარებდა. ამრიგად Porcupine Tree მთლიანად სოლო პროექტი იყო, სტოქსი კი სხვა საქმიანობით დაკავდა.

დისკოგრაფია [რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Porcupine Tree-ს დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო [რედაქტირება]

  1. Porcupine Tree. Metal Storm. წაკითხვის თარიღი: 8 July 2011.
  2. Raggett, Ned (26 April 2001). Porcupine Tree. AllMusic. წაკითხვის თარიღი: 8 July 2011.
  3. Porcupine Tree (Review/Interview). Aural Innovations. წაკითხვის თარიღი: 7 January 2007.
  4. 50th Annual GRAMMY Nominations. Music Ramble (6 December 2007). წაკითხვის თარიღი: 6 December 2007.
  5. 53rd Annual GRAMMY Nominations. GRAMMY.com. წაკითხვის თარიღი: 2 December 2010.
  6. Archive/Original. "The 30 greatest live acts in the world today" by Music Radar. (16 June 2011)
  7. 7.0 7.1 The Dutch Progressive Rock Page. წაკითხვის თარიღი: 7 January 2007.
  8. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Porcupine_Tree_Biography არ არის მითითებული ტექსტი; $2
  9. Steven Wilson -The Complete Discography (6th Edition), p. 20 (PDF). წაკითხვის თარიღი: 15 May 2007.


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Porcupine_Tree&oldid=2359989-დან“