Pet Sounds ჩაიწერა მას შემდეგ, რაც ბრაიან უილსონმა შეწყვიტა ჯგუფთან ერთად საკონცერტო გამოსვლები, სტუდიურ მუშაობაზე ყურადღების გადატანის მიზნით.[15] ალბომში ჯგუფისათვის დამახასიათებელი ვოკალური ჰარმონიები ერწყმის სხვადასხვა ხმოვან ეფექტს, როგორიც არის ველოსიპედის ზარი, ფლეიტები, ტერემინი და სხვები.
Sloop John B იყო ალბომისთვის მომზადებული ერთ-ერთი პირველი სიმღერა - კარიბის კუნძულების ხალხური კომპოზიცია, რომელიც ელ ჯერდინის ინიციატივით ჩაწერეს.[16] 1965 წლის 12 ივლისს უილსონმა ჩაწერა ვოკალური ტრეკი, მაგრამ ჩანაწერი შეინახა და ყურადღება გადაიტანა ჯგუფის საკონცერტო ალბომის Beach Boys' Party! მონტაჟზე. Pet Sounds კი დასრულებული იქნა 1965 წლის საშობაო დღეებისათვის.
Pet Sounds-ისათვის ძირითად კატალიზატორად იქცა The Beatles-ის ალბომის Rubber Soul ამერიკული გამოცემა, რომელიც გაყიდვაში იმავე წლის დეკემბერში გამოვიდა.