Opeth
| Opeth | ||
|---|---|---|
Opeth 2009 წელს კონცერტზე ნოქსვილში, აშშ.
|
||
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | სტოკჰოლმი, შვედეთი | |
| ჟანრ(ებ)ი | ტექნიკური დეზ-მეტალი, პროგრესული მეტალი, პროგრესული როკი | |
| აქტიური | 1990-დან დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Candlelight, Century Black, Peaceville, Music for Nations, Koch, Roadrunner | |
| ასოციაციები | Katatonia, Bloodbath, Steel, Porcupine Tree | |
| საიტი | opeth.com | |
| წევრები | ||
| მიკაელ ოკერფელდტი მარტინ მენდეზი მარტინ აქსენროტი ფრედრიკ ოკესონი იუაკიმ სვალბერგი |
||
Opeth — შვედური პროგრესული მეტალ-ჯგუფი სტოკჰოლმიდან, რომელიც 1990 წელს ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფმა განიცადა არაერთი ცვლილება შემადგენლობაში, ვოკალისტი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი მიკაელ ოკერფელდტი ჯგუფის მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩებოდა წლების განმავლობაში. ჯგუფის სტილი მათთვის ჩვეულებრივ გრძელ კომპოზიციებში აერთიანებს ელემენტებს პროგრესული მეტალიდან, ჯაზიდან, ბლუზიდან, კლასიკური და ხალხური მუსიკიდან. ბლეკ[1] და დეზ-მეტალის გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევია მათი შემოქმედების ადრეულ პერიოდში. მრავალი მათი სიმღერა შეიცავს აკუსტიკური გიტარის პარტიებს და ძლიერ დინამიურ გადასვლებს, ვოკალს გროულინგითა და სუფთა ვოკალს. ჯგუფი იშვიათად მართავდა ცოცხალ შოუებს პირველი ოთხი ალბომის მხარდასაჭერად, თუმცა დაწყებული მათი პირველი მსოფლიო ტურნედან, რომელიც მოაწყვეს 2001 წლის ალბომის Blackwater Park გამოსვლის შემდეგ, მათ რამდენიმე მსხვილი მსოფლიო ტურნე გახსნეს.
ჯგუფმა გამოუშვა ათი სტუდიური ალბომი, სამი ცოცხალი DVD, სამი ცოცხალი ალბომი (მათგან ორი DVD-ზეც) და ორი სასაჩუქრე ყუთი. სადებიუტო ალბომი Orchid 1995 წელს გამოუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი მერვე სტუდიური ალბომი, Ghost Reveries, საკმაოდ პოპულარული იყო აშშ-ში, კომერციულ წარმატებას ჯგუფმა მხოლოდ 2008 წლის რიგით მეცხრე სტუდიური ალბომის, Watershed, გამოშვების შემდეგ მიაღწია, რომელმაც დაიკავა ოცდამესამე ადგილი ბილბორდ 200-ში და ფინური ჩარტების სათავეებში მოექცა გამოშვებიდან პირველსავე კვირას.
სექციების სია |
ჯგუფის წევრები [რედაქტირება]
- ახლანდელი წევრები
- მიკაელ ოკერფელდტი – მთავარი ვოკალი, გიტარა (1990—დღემდე) ბას-გიტარა (1997)
- მარტინ მენდეზი – ბას-გიტარა (1997—დღემდე)
- მარტინ აქსენროტი – დრამები, დასარტყმელი საკრავები (2006—დღემდე)
- ფრედრიკ ოკესონი – გიტარა, შემცვლელი ვოკალი (2007—დღემდე)
- იუაკიმ სვალბერგი – კლავიშები, სინთეზატორი, შემცვლელი ვოკალი, დასარტყმელი საკრავები (2011—დღემდე)
დისკოგრაფია [რედაქტირება]
- სტუდიური ალბომები
- Orchid (1995)
- Morningrise (1996)
- My Arms, Your Hearse (1998)
- Still Life (1999)
- Blackwater Park (2001)
- Deliverance (2002)
- Damnation (2003)
- Ghost Reveries (2005)
- Watershed (2008)
- Heritage (2011)
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Drew Schinzel (1996-10-11). Opeth - Morningrise. chroniclesofchaos.com. წაკითხვის თარიღი: 2012-01-08.