ბრეტ ისტონ ელისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრეტ ისტონ ელისი
დაბ. თარიღი 7 მარტი, 1964
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ამერიკელი
ჟანრი ნოველა
მიმდინარეობა პოსტმოდერნიზმი, X თაობა, ტრეში
დებიუტი ნოლზე ნაკლები.


[http://ოფიციალური საიტი ოფიციალური საიტი]

ბრეტ ისტონ ელისი (Bret Easton Ellis, 7 მარტი, 1964, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი მწერალი, X თაობის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი. ზოგისთვის იგი ნიჰილისტია, თავად კი საკუთარ თავს მორალისტად მიიჩნევს. ელისის რომანებში მოქმედება 1980-იან წლებში ხდება, მთავარი თემაა მერკანტილიზმი და გართობის ინდუსტრია, როგორც ამ პერიოდის მთავარი სიმბოლო.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ბრეტ ისტონ ელისი დაიბადა ლოს ანჯელესში. ბავშვობა გაატარა სან ფერნანდოს ხეობაში. მშობლები, რობერ მარტენ ელისი, უძრავი ქონების აგენტი და დეილ ელისი, 1982 წელს განქორწინდნენ. ბრეტი კოლეჯის დამთავრების შემდეგ მუსიკას სწავლობს ბენინგტონის ლიცეუმში. სწავლის პარალელურად იგი უკრავს მუსიკალურ ჯგუფში The parents. ბრეტი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში აქვეყნებს თავის პირველ რომანს, ნოლზე ნაკლები, რომელსაც კრიტიკა დადებითად მიიღებს და პირველივე წელს 50 000 ეგზემპლარად გაიყიდება.

1987 წელს მწერალი ნიუ იორკში სასხლდება და უშვებს მეორე რომანს, მიმზიდველობის კანონები. ამ უკანასკნელის კონოადაპტაცია მოხდება 2001 წელს როჯერ ავარის მიერ. ამ რომანში ჩნდება პირველად გვარი ბატმანი, რომელსაც ავტორი მომდევნო რომანშიც გამოიყენებს.

ბრეტ ისტონ ელისის ყველაზე წინააღმდეგობრივი რომანი არის ამერიკელი ფსიქოპათი. გამომცემელმა Simon & Schuster-მა ავტორს 300 000 დოლარი ავანსად გადაუხადა რათა დაეწერა რომანი სერიულ მკვლელზე. მაგრამ საბოლოოდ გამომცემელმა უარი თქვა ნაწარმოების გამოცემაზე, რადგან რომანი მიჩნეულ იქნა ქალთმოძულეობის გამავრცელებლად და ამდენად, სახიფათოდ. 1991 წელს რომანს გამოსცემს გამომცემლობა Vintage. ზოგს ეს რომანი ტრანსგრესიული ხელოვნების ნიმუშად მიაჩნია. ამერიკელი ფსიქოპათი 2000 წელს მერი ჰარონის მიერ იქნა ეკრანიზირებული.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

კინოადაპტაციები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]