მაილი საირუსი
| მაილი საირუსი | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | დესტინი ჰოუპ საირუსი | |
| დაიბადა | ნოემბერი 23, 1992 , ნეშვილი, ტენესი | |
| წარმოშობის ადგილი | ||
| ჟანრ(ებ)ი | პოპი პოპ როკი თინეიჯერული პოპი ქანთრი პოპი ელექტრო პოპი საცეკვაო პოპი |
|
| საქმიანობა | მომღერალი მსახიობი ავტორი დიზაინერი კომპოზიტორი მოცეკვავე მეწარმე მუსიკოსი |
|
| ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი გიტარა ფორტეპიანო |
|
| ლეიბლ(ებ)ი | Hollywood Records Fascination (დიდი ბრიტანეთი) Avex (იაპონია) |
|
| ვებ-გვერდი | www.MileyCyrus.com მაილი საირუსის ხელმოწერა |
|
მაილი რეი საირუსი (ინგლ. Miley Ray Cyrus; დ. 23 ნოემბერი 1992 წელი, ნეშვილი) — პოპულარული ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. ფართოდ გახდა ცნობილი Disney Channel-ის სერიალ ჰანა მონტანაში მონაწილეობით, სადაც მთავარ როლს ასრულებდა.
სექციების სია |
[რედაქტირება] ცხოვრების ადრეული წლები
მაილი საირუსი დაიბადა 1992 წლის 23 ნოემბერს ნეშვილში.მისი მშობლები არიან ლეტიცია ტიშ საირუსი და ბილი რეი საირუსი - ამერიკელი როკ მომღერალი.მიუხედავად ბილი რეის ხმის ჩამწერი სტუდიის წინააღმდეგობისა, საირუსის მშობლები საიდუმლოდ დაქორწინდნენ 1992 წლის 28 დეკემბერს. მშობლებმა მაილის Destiny Hope (ბედის იმედი) დაარქვეს, რადგან მათ სწამდათ, რომ ის ბევრს მიაღწევდა. მას ჰქონდა ზედმეტსახელი "Smiley",რადგან ის ხშირად იღიმებოდა. მოგვიანებით ზედმეტსახელი შემოკლდა და მიიღო კარგად ნაცნობი სახე - Miley (მაილი)[1],რომელიც სინამდვილეში სახელი სულაც არ არის.მაილი გაიზარდა 500 აკრი ფართობის მქონე ფერმაში, რომელიც მდებარეობდა ფრანკლინში, ტენესის შტატში, ნეშვილიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე. აქ ის სწავლობდა "Heritage Elementary" სკოლაში.ის მონათლულია, როგორც ქრისტიანი (ბაპტისტი),მაილი ესწრება ეკლესიას რეგულარულად და ატარებს სიწმინდის ბეჭედს.მაილის ჰყავს ორი ნახევარ ძმა და ერთი ნახევარ და -ტრეისი და ბრენდი (ლეტიცია ტიშ საირუსის შვილები წინა ქორწინებიდან), კრისტოფერ კოუდი (ბილი რეის ვაჟი წინა ურთიერთობიდან),როდესაც ბილი რეიმ ტრეისი და ბრენდი შვილად აიყვანა, ისინი ჩვილები იყვენენ. ის ასევე ალიმენტს უხდიდა კოუდის, რომელიც მაილის მსგავსად 1992 წელს დაიბადა და იზრდებოდა სამხრეთ კაროლინაში დედასთან ერთად. მაილის მშობლებს მის შემდეგ კიდევ ორი შვილი შეეძინათ ბრაისონი და ნოე.ტრეისი,ბრენდი და ნოეც ასევე შემოქმედების სამყაროს მიეკუთვნებიან.ტრეისი არის ვოკალისტი და გიტარისტი და ელექტრონულ პოპ ჯგუფ Metro Station13-ის წევრი[2].ნოე გახდა მსახიობი,ხოლო ბრენდი-გიტარისტი.[3]
თავის დროზე მსახიობმა და მომღერალმა დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი მეცადინეობდა კერძო მასწავლებელთან სცენიურ ხელოვნებას.2001 წელს საირუსი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ტორონტოში გადავიდა, სადაც მამამისს იღებდნენ სერიალში - "Doc",თეატრით მაილი დაინტერესდა ცხრა წლისას როდესაც ოჯახი სწორედ იქ ცხოვრობდა,როდესაც ბილი რეიმ ის წაიყვანა ფილმ "მამა მია"-ს სანახავად, მაილიმ მას განუცხადა, რომ მსახიობობა სურდა[4]. ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო არმსტრონგის სამსახიობო სტუდიაში.[5]
[რედაქტირება] კარიერა
მაილიმ პირველად "Doc"-ში შეასრულა კაილის როლი.2003 წელს კი ითამაშა ტიმ ბარტონის ფილმში-"Big fish/დიდი თევზი". ის თორმეტი წლის იყო, როდესაც პირველად მიიწვიეს დისნეის კინოსტუდიაში.კასტინგის შემდეგ კი საბოლოო ჯამში დაამტკიცეს სერიალ ჰანა მონტანაში მთავარ როლზე.მან თავის სამსახიობო კარიერის პიკს წორედ ამ სარიალში მიაღწია,ის ძალიან მალე გახდა საოცრად პოპულარული .მომღერლის კარიერაზე მსახიობი ჩაფიქრდა, როდესაც შეასრულა სიმღერები სერიალში. ამ მუსიკას დიდი პოპულარობა ჰქონდა.რვა სიმღერა ნამდვილი ჰიტი გახდა.2009 წელს ასევე გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.
მოგვიანებით მაილიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ერთ-ერთ ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიასთან – ოთხი ალბომის ჩაწერაზე. მისი პირველი ალბომი გამოვიდა 2006 წლის 24 ოქტომბერს (ჰანა მონტანას საუნდტრეკი),საუნდტრეკი პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200-ში. 2007 წლის 26 ივნისს კი თავისი პირველი სტუდიური ალბომი ’’შეხვდით მაილი საირუსს/Meet Miley Cyrus’’ გამოუშვა,ოღონდ მასში შედიოდა ასევე მხოლოდ ჰანა მონტანას სიმღერები,ეს ალბომი მოხვდა ასევე პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში,გაიყიდა 326 ათასი კოპია პირველ კვირაში,სულ გაყიდულია 3,226,000.[6].ამ უკანასკნელმა დიდი პოპულარობა მოუტანა.იგი მუსიკალურ კარიერას დღესაც დიდი წარმატებით აგრძელებს და მსოფლიო ტოპ 10-ეულებშიც მისი სიმღერები წინა ადგილებს იკავებს.
2008 წლის 5 აპრილს კი მან ჯილდო მიიღო ბავშვთა არჩევნების კომიტეტისაგან, როგორც საუკეთესო გოგონა მომღერალმა. მაილიმ 2008 წლის 22 ივლისს გამოუშვა ალბომი-"Breakout ასევე ეს ალბომიც მოხვდა ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე",აღსანიშნავია რომ 2010 წლის ივლისში გაიყიდა ამ ალბომის 1.5 მილიონი ასლი აშშ-ში [7] .2009 წლის 31 აგვისტოს- "The Time Of Our Lives",ეს ალბომი კი მოხვდა მე-2 ადგილზე ბილბორდში,ასევე ბილბორდში ოღონდ პირველ ადგილზე მოხვდა ფილმ ჰანა მონტანას საუნდტრეკი 2009 წელს და სერიალის ჰანა მონტანა 3-ის მე-2-ეზე.2010 წლის 18 ივნისს-"Can't Be Tamed",ასევე ესეც მოხვდა ბილბორდ 200-ში,მაგრამ მე-3 ადგილზე,ალბომმა გაამართლა და მას უკვე აქვს "ოქროს ალბომის" წოდება,ამ ალბომმა გაყიდვების რაოდენობით მაილის ალბომების ისტორიაში რეკორდი მოხსნა.
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მან მიიღო ჯილდო წლის საუკეთესო სიმღერისათვის "The Climb", ეს სიმღერა არის ამერიკული კონკურსების ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა."American Idol"-ის ისტორიაში ამ სიმღერამ რეკორდი მოხსნა,შესარჩევ ტურებზე ძალიან ბევრი მღეროდა.ასევე დასახელებული იყო გრემზეც 2010 წელს. მისმა გამოსვლამ "Teen Choice Awards 2009"-ზე წლის საუკეთესო გამოსვლებში მე-3 ადგილი დაიკავა სადაც მან შეასრულა სიმღერა "Party in the U.S.A.".
მაილის ჰქონდა ტური, რომელიც იმ წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით პირველი იყო თავის კომერციული მოგებით - "Wonder World" (2009, 14 სექტემბრიდან - 29 დეკემბრამდე), ტურის მთლიანი მოგება $67,159,793 იყო.მაილის კი აქედან მხოლოდ 21 მილიონი ერგო. აღსანიშნავია რომ,ამ ტურის დროს,როცა მაილი იმყოფებოდა ლონდონში,მან რეკორდი მოხსნა, London 02 არენა ხალხლმრავლობას არ უჩივის,მაგრამ მაილის კონცერტის დროს დაფიქსირდა ყველაზე მეტი მაყურებელი ამ დარბაზში,ასევე ლონდონში მაილის კონცერტისთვის ყველა ბილეთი გაიყიდა ზუსტად 10 წთ-ში შემოტანისთანავე.
ხოლო ტურმა "Best of Both Worlds" (2007/2008, 18 ოქტომბრიდან - 31 იანვრამდე, ),რომელიც დისნეის მიერ იყო ორგანიზებული რეკორდი მოხსნა ბილეთების გაყიდვის ტემპების მხრივ. მან ასევე გაიმარჯვა "ბილბორდის საკონცერტო ტურების დაჯილდოებაზე".[8].ტურის დროს სულ 71 შოუ ჩატარდა და დისნეიმ $54 მილიონი მოგება ნახა.კონცერტები ტარდებოდა მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე და ამიტომ ფანების მცირე რაოდენობამ შეძლო კონცერტებზე დასწრება, ამიტომ დისნეიმ გადაიღო ფილმი, რომელიც ამ ტურზე იყო დაფუძვნებული.ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ 7 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ საბოლოოდ მან $70,642,036 მილიონი გამოიმუშავა.
2010 წელს გამოვიდა ფილმი "უკანასკნელი სიმღერა".იგი წარმოადგენს ნიკოლას სპარკსის რომანის ეკრანიზაციას.წიგნი რომლის მიხედვითაც ფილმი გადაიღეს არის მწერლის ერთადერთი წიგნი,რომელიც თავიდანვე იმ მიზნით დაწერა,რომ მასზე ფილმი გადაეღოთ.
2011 წელს გამოვა ფილმი LOL: Laughing Out Loud,რომელიც არის რიმეიქი 2008 წლის ფრანგული ფილმის, ამავე სახელწოდებით:LOL (Laughing Out Loud).მაილი მთავარ როლშია,ასევე მონაწილეობენ მსახიობები დემი მური და ეშლი გრინი.
2009 წლის მარტში მაილიმ გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი Miles to Go,სადაც ის აღწერს თავის ბავშვობას და გზას წარმატებისკენ.წიგნი საბავშვო ბესტსელერების სიაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა და ნიუ-იორკ ტაიმზმა მაილი ყველაზე გაყიდვად ავტორად დაასახელა.
[რედაქტირება] მედია
ფორბსმა მაილი დაასახელა მე-13 ადგილას მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ცნობილ ფიგურებში 2010 წელს[9],შემოსავალი 48 მილიონი, 2009 წელს 29-ე ადგილზე,შემოსავალი 25 მილიონი[10] , ხოლო 2008 წელს 35-ე ,შემოსავალი ისევ 25 მილიონი.[11] 2010 წელს კი გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სელებრითების სია 30 წელს ქვემოთ და ამ სიაში მაილიმ მე-4 ადგილს დაიკავა.[12],ხოლო ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალბატონებში მე–8 ადგილი,მდიდარი ქალ მომღერლებში კი მე-19.[13]
Billboard Magazine/ჯურნალმა ბილბორდმა 2009 წელს დაასახელა მე-4 ადგილას ყველაზე გაყიდვად ქალ მომღერლად.[14]
2008 წლის აპრილში ფორბსმა დაასახელა ათ უმდიდრეს ბავშვებში და მოზარდებში 8 დან 16 წლამდე პირველ ადგილზე.[15]
2011 წელს კი მაილიმ დაიკავა პირველი ადგილი "ჰოლივუდის ათ ყველაზე მდიდარ თინეიჯერებში",120 მილიონით.[16]
2011 წელს ამერიკულმა ჟურნალმა როლინგ სტოუნმა გამოაქვეყნა "პოპის დედოფალთა სია",სია 16 მომღერლისგან შედგება და მათ თანმიმდევრობას 2009-2011 წლების რეიტინგი განსაზღვრავს.მაილიმ ამ სიაში მე–8 ადგილი დაიკვა.
[რედაქტირება] პირადი ცხოვრება
2007 წელს დაშორდა ნიკ ჯონასს, ჯგუფ ძმებ ჯონასებიდან,მაილიმ მას მიუძღვნა სიმღერა 7 Things,სადაც ხშირად არის ნახსენები სიტყვა-სიძულვილი,თუმცა შემდეგ ისევ შერიგდნენ და ერთად დაწერეს სიმღერა Before the Storm,მაგრამ ისინი კიდევ ერთხელ დაშორდნენ.
შემდეგ ხვდებოდა ჯასტინ გასტონს რომელსაც დაშორდა 2009 წლის ივნისში,სანამ წავიდოდა ფილმის უკანასკნელი სიმღერის გადაღებებზე.შემდეგ მან დაიწყო ურთიერთობა ლიამ ჰემსვორტთან (ამავე ფილმის მსახიობთან).რამდენჯერმე დაშორდნენ ერთმანეთს,თუმცა დღესდღეობით ისევ ერთად არიან.
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
| წელი | სათაური | როლი | შენიშვნები |
|---|---|---|---|
| 2003 | დიდი თევზი | რუთი | |
| 2007 | მაგარი მიუზიკლი 2 | გოგონა აუზზე | |
| 2008 | Hannah Montana & Miley Cyrus: Best of Both Worlds Concert | 3D საკონცერტო ფილმი | |
| 2008 | ვოლტი | პენი | |
| 2009 | ჰანა მონტანა: ფილმი | მაილი სტიუარტი /ჰანა მონტანა | მთავარი როლი |
| 2010 | უკანასკნელი სიმღერა | ვერონიკა "რონი" მილერი | მთავარი როლი |
| 2010 | სექსი დიდ ქალაქში 2 | ასახიერებს თავის თავს | |
| 2011 | ჯასტინ ბიბერი: არასოდეს თქვა არასოდეს | ასახიერებს თავის თავს | |
| 2012 | So Undercover | მოლი | მთავარი როლი |
| 2012 | LOL: Laughing Out Loud | ლოლა | მთავარი როლი |
| 2012 | Not Afraid | კეტი ჰარისონი |
| წელი | სათაური | როლი | შენიშვნები |
|---|---|---|---|
| 2001–2003 | Doc | კაილი | |
| 2006–2011 | ჰანა მონტანა | მაილი სტიუარტი/ჰანა მონტანა | მთავარი როლი |
| 2006-2008 | Disney Channel Games | ასახიერებს თავის თავს/ ჰანა მონტანა | კონკურსანტი,სპეციალური შემსრულებელი |
| 2006 | The Suite Life of Zack & Cody | მაილი სტიუარტი/ჰანა მონტანა | |
| 2006–2008 | Disney 365 | ასახიერებს თავის თავს | |
| 2007 | The Replacements | ცნობილი ვარსკვლავი (ხმა) | |
| 2007–2008 | იმპერატორის ახალი სკოლა | იატა (ხმა) | |
| 2008 | E! True Hollywood Story | ასახიერებს თავის თავს | დოკუმენტური გადაცემა |
| 2009 | The Suite Life on Deck | მაილი სტიუარტი/ჰანა მონტანა | Wizards on Deck with Hannah Montana |
| 2011 | Saturday Night Live | ასახიერებს თავის თავს | |
| 2011 | i.am FIRST: Science is Rock and Roll | ასახიერებს თავის თავს |
[რედაქტირება] დისკოგრაფია
[რედაქტირება] სტუდიური ალბომები
- Meet Miley Cyrus (2007)
- Breakout (2008)
- Can't Be Tamed (2010)
[რედაქტირება] EP დისკები
- The Time of Our Lives (2009)
[რედაქტირება] ცოცხალი ალბომები
[რედაქტირება] საუნდტრეკები
- Hannah Montana (2006)
- Hannah Montana 2 (2007)
- Hannah Montana: The Movie (2009)
- Hannah Montana 3 (2009)
- Hannah Montana Forever (2010)
[რედაქტირება] ტურები
- Best of Both Worlds Tour (2007–08)
- Wonder World Tour (2009)
- Gypsy Heart Tour (2011)
[რედაქტირება] ჯილდოები და ნომინაციები
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Miley Cyrus braced for Disney stardom. David Hiltbrand. The San Diego Union-Tribune. 20 мая 2006
- ↑ Graff, Gary (June 19, 2009). Metro Station Ready To Roll With Miley. წაკითხვის თარიღი: August 4, 2009.
- ↑ Tan, Michelle (June 18, 2009). Miley's Sister Brandi Hits the Stage. People. Time Warner. წაკითხვის თარიღი: August 20, 2009.
- ↑ Ouzounian, Richard. “Miley Cyrus: Teen of all media“, Toronto Star, Torstar, April 4, 2009. წაკითხვის თარიღი: May 30, 2010.
- ↑ Weisz, Marni (March 1, 2009). Famous Teens: Miley Cyrus. Cineplex.com. Cineplex Entertainment. წაკითხვის თარიღი: April 13, 2009.
- ↑ Jonathan Cohen, "Cyrus Sidesteps Clarkson To Debut At No. 1", Billboard.com, July 4, 2007.
- ↑ http://www.billboard.com/bbcom/news/article_display.jsp?vnu_content_id=1003832870#/bbcom/news/article_display.jsp?vnu_content_id=1003832870 Billboard}}
- ↑ Springsteen, Chesney Rule Billboard Touring Awards. Billboard (2008-11-20). წაკითხვის თარიღი: 2009-04-12.
- ↑ http://www.forbes.com/2010/06/22/lady-gaga-oprah-winfrey-business-entertainment-celeb-100-10_land.html
- ↑ Beckham, David (June 3, 2009). #29 Miley Cyrus - The 2009 Celebrity 100. Forbes. წაკითხვის თარიღი: February 14, 2010.
- ↑ The Celebrity 100. Forbes (June 11, 2008). წაკითხვის თარიღი: February 14, 2010.
- ↑ http://mileycyrusworld.org/miley-cyrus-is-the-4-on-forbes-best-paid-celebs-under-30 miley cyrus is the #4 on forbes best-paid celebs under 30}}
- ↑ http://www.purepeople.com/article/celine-dion-barbra-streisand-madonna-britney-qui-est-la-chanteuse-la-plus-riche-de-tous-les-temps_a61796/1 20 World's Richest Female Singers of All-time
- ↑ Up for Discussion Jump to Forums (December 10, 2009). 2009 Artists Of The Year. ბილბორდი. წაკითხვის თარიღი: June 4, 2010.
- ↑ Hollywood’s Top-Paid Tweens. Lacey Rose. Forbes. 8 апреля 2008
- ↑ http://www.ahlanlive.com/top-10-richest-teens-in-hollywood-117810.html
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებგვერდი
- ოფიციალური Facebook
- ოფიციალური Myspace
- მაილი საირუსი „Twitter“-ზე
- (ინგლისური) მაილი საირუსი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
|
||||||||||||||||||||||||||

