ვენსან კასელი
| ვენსან კასელი Vincent Cassel |
|
ვენსან კასელი 2011 წელს |
|
| დაბადების სახელი | ვენსან კროშონი |
| დაბადების ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
| დაიბადა | 23 ნოემბერი, 1966 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1989–დღემდე |
| მეუღლე(ები) | მონიკა ბელუჩი (1999 დღემდე) |
| საცხოვრებელი ადგილი | |
| ოფიციალური ვებგვერდი | ოფიციალური ვებ-გვერდი |
ვენსან კასელი (ფრანგ. Vincent Cassel; დ. 23 ნოემბერი, 1966, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი კინომსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი. მამამისი ჟან-პიერ კასელი აგრეთვე მსახიობია. ვენსან კასელის მეუღლეა იტალიელი მსახიობი და ფოტომოდელი მონიკა ბელუჩი. 2009 წელს კასელს მიენიჭა სეზარის პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „მერინი“.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ვენსან კასელი დაიბადა 1966 წლის 23 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ფრანგი მსახიობის ჟან-პიერ კასელის ოჯახში.[1][2] როგორც მსახიობმა კარიერა მან ნიუ-იორკში დაიწყო, შემდეგ დაბრუნდა საფრანგეთში, სადაც რამდენიმე წელი ცნობილი ფრანგი მსახიობის ჟან-ლუი ბაროს თეატრში მუშაობდა.
მისი დებიუტი კინოში 1989 წელს შედგა. პირველ წარმატებებს 1990-იან წლებში მიაღწია, როდესაც რამდენიმე ცნობილ ფილმში მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანი იყო ფილმები „დობერმანი“ და „ჟანა დ'არკი“, სადაც მსახიობმა სამსახიობო ნიჭი გამოავლინა. ფილმში „მეწამული მდინარეები“ ფრანგ ვარსკვლავთან ჟან რენოსთან და მამამისთან ჟან-პიერ კასელთან მოუწია თამაში. 2001 წელს გადაიღეს ფილმში „მგლის საძმო“, რომელიც საკმაოდ მაღალშემოსავლიან კინოდ იქცა. 2005 წელს ითამაშა ფილმში „ღალატის ფასი“, რომელიც შვედმა რეჟისორმა – მიკაელ ჰეფსტრემმა გადაიღო. ამ ფილმში კასელი ყაჩაღის როლს ასრულებს, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად მოტყუების გზით დიდ თანხებს სძალავს მახეში გაბმულ მსხვერპლს.
2006 წელს კასელმა მიიღო მონაწილეობა ფილმში „შაიტანი“, სადაც მას მხარი მისმა მეუღლემ მონიკა ბელუჩიმ დაუმშვენა. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია მსხვილბიუჯეტიანი ფილმი „შავი გედი“, სადაც მისი პარტნიორი ვაინონა რაიდერი გახდა.
ამპლუა: დრამა, თრილერი, კომედია.
[რედაქტირება] ოჯახი
ვენსან კასელს ჰყავს და – სესილ კასელი, რომელიც აგრეთვე მსახიობია[3]. ვენსან კასელი დაქორწინებულია იტალიელ მსახიობზე – მონიკა ბელუჩიზე, რომლისგანაც ორი ქალიშვილი ჰყავს: დევა (დ. 12 სექტემბერი, 2004)[4] და ლეონი (დ. 21 მაისი, 2010)[5].
[რედაქტირება] საინტერესო ფაქტები
- ვენსან კასელი მოღვაწეობს აგრეთვე როგორც რეჟისორი;
- ფლობს აფრო-ბრაზილიურ საბრძოლო ხელოვნებას – კაპოეირას;
- მისი სიმაღლეა 1.87 სმ;
- ნამდვილი სახელი და გვარია ვენსან კროჩონი.
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
| წელი | ქართული სახელი | ორიგინალი | როლი |
|---|---|---|---|
| 1991 | სამოთხის გასაღები | ||
| 1992 | ცხელი შოკოლადი | ||
| 1993 | მეტისი | ||
| 1995 | ჯეფერსონი პარიზში | ||
| 1995 | სიძულვილი | ||
| 1996 | ამღზრდელი | ||
| 1996 | ბინა | ||
| 1997 | დობერმანი | ||
| 1998 | კომპრომისი | ||
| 1999 | ჟანა დ`არკი | ||
| 1999 | ოტელი „პარადიზო“ | ||
| 2000 | მეწამული მდინარეები | ||
| 2001 | მგლის საძმო | ||
| 2001 | იუბილარი გოგონა | ||
| 2001 | წაიკითხე ტუჩების მოძრაობის მიხედვით | ||
| 2002 | გარდაუვალობა | ||
| 2003 | განკითხვის დღე | ||
| 2004 | ბლუბერი | ||
| 2004 | საიდუმლო აგენტები | ||
| 2004 | ოუშენის თორმეტი მეგობარი | ||
| 2005 | ღალატის ფასი | ||
| 2006 | შაიტანი | ||
| 2007 | ოუშენის სამეტი მეგობარი | ||
| 2007 | აღმოსავლური დაპირებები | ||
| 2007 | მილიონი წელი ჩვენს წელთაღრიცხამდე 2 | ||
| 2008 | ქვეყნის პირველი მტერი | ||
| 2008 | ქვეყნის პირველი მტერი № 1: ლეგენდა | ||
| 2009 | ბედის ანაბარა | ||
| 2010 | შავი გედი | ||
| 2011 | ჩვენი დღე დადგება | ||
| 2011 | ფანტომასი | ||
| 2011 | ბერი | ||
| 2011 | სახიფათო მეთოდი |
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებსაიტი
- (ინგლისური) ვენსან კასელი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
- ვენსან კასელი (ინგლისური)
- ვენსან კასელი (ინგლისური)
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ France-Presse, Agence. “Jean-Pierre Cassel, 74, Actor Who Starred in '60s French Comedies, Dies“, The New York Times, 21 April 2007.
- ↑ Secher, Benjamin. “Vincent Cassel interview for Mesrine“, The Daily Telegraph, 28 July 2009.
- ↑ Annabel Rivkin (20 April 2009). French Fancy: Cécile Cassel. ES Magazine. წაკითხვის თარიღი: 9 March 2011.
- ↑ Stephen M. Silverman (14 September 2004). Passion Actress Bellucci Has Baby Girl. People. წაკითხვის თარიღი: 9 March 2011.
- ↑ Peter Mikelbank (24 May 2010). Monica Bellucci Welcomes Daughter Léonie. People. წაკითხვის თარიღი: 9 March 2011.