ერლომ ახვლედიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერლომ ახვლედიანი
დაბ. თარიღი 23 ნოემბერი, 1933
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 20 მარტი, 2012
საქმიანობა მწერალი, კინოდრამატურგი
ეროვნება საქართველო
პერიოდი 1959 – 2010
ჟანრი ეპიკური, დრამატული, ტრაგიკულ–სატირული
თემატიკა ათი მცნების თემატიკა
მიმდინარეობა რეალიზმი მოდერნიზმის ხერხებით
დებიუტი "აღუ", 1957
Magnum opus "ვანო და ნიკო", 1958


ოფიციალური საიტი

ერლომ სერგოს ძე ახვლედიანი (დ. 23 ნოემბერი, 1933, თბილისი — გ. 20 მარტი, 2012), მწერალი, სცენარისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი (1957), უმაღლესი სასცენარო კურსები გაიარა მოსკოვში (1964). იყო კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ინსპექტორი (1959-60), საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1967-68), „ქართულ ფილმთან“ არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი (1971-72), სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1979-87), თსთი სასცენარო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი (1982-87, 1995-99), არის ავტორი წიგნებისა „ზარმაცი თაგუნას ამბავი“, „ვანო და ნიკო“. მისი ნაწარმოებები თარგმნილია და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ,უნგრულ და არაბულ ენებზე. არის სსრკ პრემიების ლაურეატი.[1]

გამოცემული წიგნები[რედაქტირება]

  • ზარმაცი თაგუნას ამბავი (1971)
  • ვანო და ნიკო
  • ზარმაცი თაგუნას ამბავი და სხვა მოთხრობები, გამომცემლობა "Link", ილუსტრაციები კოტე სულაბერიძისა, 2007
  • კოღო ქალაქში გამომცემლობა სიესტა, 2010, ISBN 978-9941-414-30-5

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

სცენარის ავტორია ფილმებისა[რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება]

  • დაბრუნება (1990)
  • სუვენირი (1986)
  • თეთრი ღამე (1984)
  • ცხელი ზაფხულის სამი დღე (1981)[2]

პრემიები და ჯილდოები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]