ემილი ბლანტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ემილი ბლანტი
Emily Blunt
Emily Blunt TIFF 2011.jpg
ემილი ბლანტი 2011 წელს
დაბადების სახელი ემილი ოლივია ლი ბლანტი
დაბადების ადგილი ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
დაიბადა 23 თებერვალი, 1983
(ასაკი 28)
საქმიანობა მსახიობი
შემოქმედების წლები 1989 — დღემდე

ემილი ოლივია ლი ბლანტი (ინგლ. Emily Olivia Leah Blunt; დ. 23 თებერვალი, 1983) — ოქროს გლობუსის მფლობელი ინგლისელი მსახიობი, განსაკუთრებით ცნობილია თავისი როლებით ფილმებში „ჩემი სიყვარულის ზაფხული“ და „ეშმაკი ატარებს პრადას“. მან მოიპოვა ოქროს გლობუსი, როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელმა ქალმა მსახიობმა, BBC-ის ტელე-ფილმისათვის „გიდეონის ქალიშვილი“ (ინგლ. Gideon’s daughter) და ამავე დაჯილდოვების ცერემონიალზე იყო ნომინირებული ფილმისათვის „ეშმაკი ატარებს პრადას“.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

ემილი ბლანტი არის როჰამპტონიდან (ლონდონი, ინგლისი). ის ერთ-ერთია ოთხი დედმამიშვილიდან, რომლებიც ადვოკატი მამისა და მასწავლებელი დედის ოჯახში დაიბადნენ. მისი ბიძა არის კრისპინ ბლანტი (ინგლ. Crispin Blunt), კონსერვატორი, პარლამენტის წევრი. 16 წლის ასაკში ბლანტმა ჩააბარა ექვსწლიან კოლეჯში — ჰარტვუდ ჰაუსში (ინგლ. Hurtwood House), რომელიც ცნობილია თავისი ხელოვნებისათვის მზადების პროგრამებით. სწორედ ამ კოლეჯში მოხიბლა მან ერთ-ერთი აგენტი.

ემილი ცხოვრობს ლონდონსა და ვანკუვერში. ის თავის მეგობარ ბიჭთან, კანადელ მომღერალ მაიკლ ბაბლთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც ის პირველად მელბურნში, ავსტრალიის სატელევიზიო დაჯილდოვებაზე შეხვდა 2005 წელს. როცა ისინი შეხვდნენ მაიკლს ბლანტი სატელევიზიო პროდიუსერი ეგონა. მოგვიანებით ემილიმ ბექვოკალი ჩაწერა ბილი პოლის სიმღერის „Me and Mrs. Jones“-ის მაიკლისეული ქავერ-ვერსიისათვის, რომელიც შევიდა ალბომში სახელწოდებით „Call Me Irresponsible“.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:



პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე