დავით ჩხიკვიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხიკვიშვილი.
დავით ჩხიკვიშვილი
დაბ. თარიღი 23 თებერვალი, 1921(1921-02-23)
დაბ. ადგილი გუთური, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 1987
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა ისტორიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ლენინის ორდენი, სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი და წითელი ვარსკვლავის ორდენი

დავით ჩხიკვიშვილი (დ. 23 თებერვალი, 1921 — გ. დეკემბერი, 1987) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1981). სკკპ წევრი 1940 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში როგორც მფრინავი.

1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი. 1948–1954 წლებში მუშაობდა საზღვარგარეთთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. 1954–1955 წლებში საქართველოს კომპარტიის კალინინის რაიკომის პირველი მდივანი; 1955–1956 წლებში საქართველოს კომპარტიის ცკ-ის მეცნიერებისა და კულტურის განყოფილების გამგე; 1956-1957 წლებში საქართველოს კომპარტიის ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი; 1957–1961 წლებში საქართველოს სსრ კულტურის მინისტრი; 1961–1969 წლებში ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი; 1972–1980 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 1981–1987 წლებში საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრი.

დავით ჩხიკვიშვილმა 1964 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1965 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება, 1979 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

მუშაობდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ისტორიის საკითხებზე. ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა 12-ტომეულის სარედაქციო კოლეგიის წევრი და მთავარი რედაქტორი. დავით ჩხიკვიშვილი 100-ზე მეტი მეცნიერული შრომის ავტორია, მათ შორის, მონოგრაფიებისა: „სოციალისტური კულტურის ეროვნული ფორმების შესახებ“, „სოციალიზმი და ეროვნული კულტურის ზოგიერთი საკითხი“, „სოციალიზმი, ერი და კულტურა“, „სუმბათაშვილი-იუჟინი საბჭოთა თეატრის სათავეებთან“, „ხალხი და კულტურა“ და სხვა. აგრეთვე ეკუთვნის მემუარული მოგონება სამხედრო თემაზე.

საქართველოს სსრ IV-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს კომპარტიის ცკ-ის წევრი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და სხვა ორდენებით, აგრეთვე მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]