დიონკუნდა ტრაორე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიონკუნდა ტრაორე
დიონკუნდა ტრაორე
მალის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 7 აპრილი, 2012
წინამორბედი ამადუ სანოგო

დაბადებული 23 თებერვალი, 1942
კატი, მალი

დიონკუნდა ტრაორე (ფრანგ. Dioncounda Traoré; დ. 23 თებერვალი, 1942, კატი, მალი) — მალის პოლიტიკური მოღვაწე, მალის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2012 წლის 7 აპრილიდან.

დაიბადა საფრანგეთის კოლონია საფრანგეთის სუდანში (დღევანდელი მალი). სსრკ-ში, ალჟირში და ნიცაში სწავლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და იქ განაგრძო სწავლა. სულ მალე დააპატიმრეს პროფკავშირული მოღვაწეობისათვის. 1992 წელს, ალფა უმარ კონარეს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დანიშნეს შრომის მინისტრად. 1993 წლიდან სახელმწიფო თავდაცვის მინისტრია. 1994-1997 წწ. ეკავა მალის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. 1997-2002 წლებში პარლამენტის დეპუტატია. 2007 წელს აირჩიეს ეროვნული კრების თავჯდომარედ. 2012 წლიდან კი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]