კრისტოფერ მაკ-კენდლესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


კრისტოფერ ჯონსონ მაკ-კენდლესი (ინგლ. Christopher Johnson McCandless; დ. 12 თებერვალი, 1968 – გ. 18 აგვისტო, 1992), ამერიკელი მოხეტიალე, რომელიც თითქმის ყოველგვარი აღჭურვილობის და საჭმელის გარეშე გაემგზავრა ველურ ალიასკაზე იმ მიზნით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეცხოვრა სრულ მარტოობაში. 5 თვეც კი ვერ გაუძლო კრისტოფერმა ასეთ პირობებს და შიმშილით მოკვდა. თუმცა, ასევე არსებობს არაოფიციალური ვერსია, რომლის მიხედვითაც, მისი სიკვდილის მიზეზი მცენარის მომწამვლელი თესლის (კრიალოსანა (Hedysarum alpinum)) ჭამა გახდა.

1996 წელს ჯონ კრეკაუერმა (Jon Krakauer) კრისტოფერის ცხოვრება აღწერა თავის წიგნში "ველურ პირობებში", რომელიც საფუძვლად დაედო 2007 წელს გადაღებულ იმავე სახელწოდების მქონე ფილმს, რომლის რეჟისორი გახლავტ შონ პენი, ხოლო კრისოფერის როლს თამაშობს ემილი ჰირში.

ბავშვობა[რედაქტირება]

კრისტოფერი გაიზარდა ანანდეილში, ვირჯინიის შტატში. მისი მამა, უოლტ მაკკენდლესი ნასაში მუშაობდა ანტენების სპეციალისტად, ხოლო დედამისი - ვილჰელმინა "ბილი" ჯონსონი, მამამის მდივანი იყო. მოგვიანებით კი ეხმარებოდა უოლტს წარმატებული საკონსულტაციო კომპანიის დაარსებასა და მართვაში.

მასწავლებლები ადრეული ბავშვობიდანვე ამჩნევდნენ პატარა კრისტოფერს მისი ასაკისათვის უჩვეულო მიზანდასახულობას.

მან დაამთავრა ვუდსონის სკოლა 1986 წელს და ემორის უნივერსიტეტი ატლანტაში 1990 წელს, დაეუფლა რა ისტორიასა და ანთროპოლოგიას. მისი აკადემიური წარმატებების უკან იმალებოდა მისი მზარდი პროტესტი ამერიკული საზოგადოების გადაჭარბებული მატერიალიზმისადმი.

ცხოვრების გზა[რედაქტირება]

ატლანტის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მან სრული დანაზოგი, ოცდაოთხი ათასი დოლარი, შესწირა საქველმოქმედო ორგანიზაციას და დაიწყო ხეტიალი „ალექსანდრე სუპერ-მაწანწალას“ (Alexander Supertramp) სახელით. კრისტოფერმა არიზონა, კალიფორნია და სამხრეთი დაკოტა მოიარა. მან კარგ სამსახურს უფულოდ, ადამიანებთან კონტაქტის გარეშე ცხოვრება არჩია.

მაკ-კენდლესი წლების განმავლობაში ოცნებობდა "ალიასკურ ოდისეაზე", როცა ის ყოველგვარ ცივილიზაციას მოსწყდებოდა და აწარმოებდა დღიურს, სადაც ბუნების წიაღში ცხოვრებით მიღწეულ ინტელექტუალურსა და სულიერ პროგრესს აღწერდა.

ბოლო ადამიანი, ვინც ის ცოცხალი ნახა, ჯეიმზ გალეინი იყო, რომელმაც იგი სტამპედამდის ბილიკამდე(Stampede Trail) მიიყვანა. გალიენი შეშფოთდა "ალექსის" გამო, რომელსაც ელემენტალური აღჭურვილობაც (მაგ.კომპასი) კი არ ჰქონდა თან.

ალასკაზე მაკ-კენდლესმა მიტოვებული ავტობუსი იპოვა, რომელიც მონადირეთა თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა. მას ჰქონდა მხოლოდ 10 ფუნტი ბრინჯი, რემინგტონის ნახევრად-ავტომატური შაშხანა და წიგნი ადგილობრივ მცენარეთა სამყაროზე, ასევე რამდენიმე სხვა წიგნი და კარავი. კრისტოფერი ვარაუდობდა, რომ მცენარეული საკვებითა და ნადირობით გაიტანდა თავს.

მისი დღიური შეიცავს ჩანაწერებს, რომელთაც მაკ-კენდელსი 189 დღის განმავლობაში აკეთებდა. ივლისსში, ავტობუსში რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ, მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა მდინარე ტეკლანიკას ჩაეხერგა, რომელიც მნიშვნელოვნად ადიდებულიყო, ვიდრე აპრილში, ანუ მაშინ, როდესაც კრისტოფერი აქ მოვიდა. მან ვერ შეძლო მოკლე გზით მდინარეზე გადასვლა, რადგანაც, სამწუხაროდ, მას თან არ ჰქონდა დეტალური ტოპოგრაფიული რუკა. კრისტოფერს მხოლოდ გაზის სადგურზე ნაპოვნი ნაფლეთებად ქცეული საგზაო რუკა გააჩნდა, რომელიც არ შეიცავდა მისთვის საჭირო ინფორმაციას.

სიცოცხლის ბოლო წუთები[რედაქტირება]

12 აგვისტოს მაკ-კენდლესმა თავის დღიურში, სახელად "მშვენიერი მოცვი", უკანასკნელი ჩანაწერი გააკეთა. მან ბოლო გვერდი ამოხია ლუი ლ'ამორის მემუარიდან, რომელიც შეიცავს ციტატას რობენსონ ჯეფერსის პოემიდან, სახელად "ბრძენი ხალხი ცხოვრების მძიმე წუთებში":

Death's a fierce meadowlark: but to die having made
Something more equal to centuries
Than muscle and bone, is mostly to shed weakness.
The mountains are dead stone, the people
Admire or hate their stature, their insolent quietness,
The mountains are not softened or troubled
And a few dead men's thoughts have the same temper.

გვერდის მეორე მხარეს კრისტოფერმა დაამატა: "მე ვიცხოვრე ბედნიერად და ამისთვის მადლობას ვწირავ ღმერთს. მშვიდობით, დაე ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!"

1992 წლის 6 სექტემბერს ორმა მოხეტიალე მოგზაურმა და ხარირმებზე მონადირეთა ჯგუფმა იპოვა ეს მინაწერი ავტობუსის კარზე: "S.O.S. მე თქვენი დახმარება მჭირდება. ცუდად ვგრძნობ თავს, სიკვდილის პირას ვარ და ზედმეტად სუსტად ვგრძნობ თავს იმისთვის, რომ აქედან გავაღწიო. სრულიად მარტო ვარ, ეს არაა ხუმრობა. ღვთის გულისათვის, გთხოვთ, მიშველეთ. გასული ვარ კენკრის შესაგროვებლად და დღეს საღამოს დავბრუნდები. მადლობთ, პატივისცემით, კრის მაკ-კენდლესი. აგვისტო?"

მისი გვამი იპოვეს საძილე ტომარაში, ავტობუსში, გარდაცვალების დღიდან ორი კვირის შემდეგ. კრისტოფერი სულ რაღაც 30 კილოგრამს იწონიდა. მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი შიმშილით სიკვდილია.

გმირი თუ თვითმკვლელი?[რედაქტირება]

კრეკაუერის წიგნმა კრისტოფერ მაკ-კენდლესი ბევრის თვალში გმირად აქცია. 2002 წლიდან მიტოვებული ავტობუსი, სადაც კრისტოფერი ცხოვრობდა, გადაიქცა ტურისტებისათავის საყვარელ ადგილად.

იმ ადამიანებისაგან გასხვავებით, ვისაც დიდი სიმპატიები გააჩნია მაკ-კენდელსის მიმართ, ალასკას მცხოვრებლებს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ მათდამი, ვინც მისი ბედის რომანტიზებას ცდილობს, კრისტოფერმა ხომ უარი თქვა მისთვის ისეთი აუცილებელი ნივთების თან წაღებაზე, როგორებიცაა კომპასი და რუკა. ოთხასი მეტრის მანძილზე იმ ადგილიდან, სადაც მაკ-კენდლესმა უშედეგოდ სცადა "გადაულახავ მდინარეზე" გადასვლა, იმდენად ადვილი იყო მეორე ნაპირზე გადასვლა, რომ ეს ახალნაოპერაციებმა ადამიანმაც კი შეძლო. კრისტოფერს რომ დეტალური რუკა ჰქონოდა, უპრობლემოდ გადარჩებოდა. ამასთანავე, მისი ავტობუსიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო წამლებითა და ინსტრუმენტებით აღჭურვილი კაბინა იყო, რომელიც, ერთ-ერთი ცნობით, მანვე დაარბია ვანდალურად...