ბრიტანიკუსი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრიტანიკუსის დაბადების აღსანიშნავად გამოშვებული სესტენციუსი

ტიბერიუს კლაუდიუს კეისარ ბრიტანიკუსი (Tiberius Claudius Caesar Britannicus; დ. 12 თებერვალი, 41 - გ. 11 თებერვალი, 55) — რომის იმპერატორი კლაუდიუსის ვაჟი მისი მესამე ცოლი მესალინასგან. დაბადებისას ის გახდა იმპერიის ტახტის მემკვიდრე, მამამისის გამეფებიდან ერთ თვეში. თუმცა ის ჯერაც მოზარდი იყო, როცა დედამისის გავლენა იმპერატორზე დაკნინდა და კლაუდისმა აგრიპინა უმცროსი შეირთო ცოლად. ამან აგრიპინას უფროს ვაჟ ნერონს საზოგადოების თვალში მისი დაკნინების საშუალება მისცა. 14 წლისთავზე ის საიდუმლო ვითარებაში გარდაიცვალა, რამას ნერონს იმპერატორობისკენ გზა გაუხსნა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე