ხუან კარლოს ფერერო
| ხუან კარლოს ფერერო Juan Carlos Ferrero |
||
|---|---|---|
| მეტსახელები | "კოღო" | |
| ქვეყანა | ||
| საცხოვრებელი ადგილი | ვილიენა, ესპანეთი | |
| დაბადების თარიღი | 12 თებერვალი, 1980, (30 წლის) | |
| დაბადების ადგილი | ონტენიენტე, ესპანეთი | |
| სიმაღლე | 1,83 მ | |
| წონა | 73 კგ | |
| პროფესიონალი | 1998 წლიდან | |
| თამაში | მარჯვენა ხელით, ორივე ხელით დარტყმა | |
| ფულადი პრიზი კარიერაში | $12,237,700 | |
| ერთეულები | ||
| რეკორდები კარიერაში: | 457-241 | |
| ტიტულები კარიერაში: | 15 | |
| უმაღლესი რეიტინგი: | 1 (8 სექტემბერი, 2003) | |
| დიდი სლემის შედეგები | ||
| ავსტრალიის ღია პირველობა | 1/2 ფინალი (2004) | |
| საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვებული (2003) | |
| უიმბლდონი | 1/4 ფინალი (2007, 2009) | |
| აშშ-ის ღია პირველობა | ფინალისტი (2003) | |
| წყვილები | ||
| რეკორდები კარიერაში: | 4–23 | |
| ტიტულები კარიერაში: | 0 | |
| უმაღლესი რეიტინგი: | 198 (3 თებერვალი, 2003) | |
ხუან კარლოს ფერერო დონატი (Juan Carlos Ferrero Donat; დ. 12 თებერვალი, 1980, ონტენიენტე, ესპანეთი) არის ესპანელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი 1-ლი ჩოგანი.
სექციების სია |
პირადი ცხოვრება [რედაქტირება]
ხუან კარლოსმა 7 წლის ასაკში დაიწყო ჩოგბურთის თამაში, მამამისთან ედუარდოსთან ერთად, რომელიც შვილს ხშირად დაჰყვება სამოგზაუროთ. ჰყავს ორი და ანა და ლაურა. ხუან კარლოსის დედა როზარიო, რომელიც ტენისისადმი სულისჩამდგმელი იყო ხუანისთვის, კიბოსგან გარდაიცვალა როცა ხუანი 17 წლის იყო. ბავშვობაში მისი კუმირი ჯიმ კურიე იყო, რომელმაც 2-ჯერ მოიგო როლან გაროსი. უყვარს მანქანებისა და მოტოციკლეტების შეგროვება. მისი საყვარელი მანქანაა რენო სპაიდერი. ფეხბურთში რეალ მადრიდს ბალელშიკობს. 1998 წელს იუნიორებში როლან გაროსზე ფინალში გავიდა სადაც ფერნანდო გონსალესთან დამარცხდა. ამავე წლიდან იგი პროფესიონალ ჩოგბურთში გამოდის. 1999 წელს ფერერო საუკეთესო ახალბედად დაასახელეს ჩოგბურთში. ფერეროს ასევე აქვს გახსნილი ჩოგბურთის სკოლა მის მშობლიურ ქალაქში ვილიენაში, (ალიკანტე) სადაც იგი 14-დან 21-წლამდე ჩოგბურთელებს ავარჯიშებს.
მიღწევა [რედაქტირება]
ფერერო 1998 წლიდან გამოდის პროფესიონალ ჩოგბურთში. მოგებული აქვს "ATP"-ის 15 ტიტული (მათ შორის ერთი დიდი მუზარადის და 4 მასტერს სერიების ტურნირი)ერთეულებში. 2003 წელი ფერეროს საჩოგბურთო კარიერაში საუკეთესო წლად ითვლება, მან 2-ჯერ მასტერს სერიების ტურნირი მოიგო და ასევე დიდი მუზარადის მფლობელიც გახდა საფრანგეთის ღია პირველობაზე. ამ გამარჯვებებით ფერერო მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა, სდაც მხოლოდ 8 კვირა დაჰყო. ამის შემდეგ ფერერომ მხოლოდ 6 წლის შემდეგ შეძლო ისევ ტიტულის მოპოვება, ეს მან კასაბლანკაში (მაროკო) გააკეთა, სადაც ფინალში ფრანგი ჩოგბურთელ ფლორენ სერა დაამარცხა 6:4, 7:5. 2010 წელი ფერეროსთვის წარმატებულად დაიწყო, მან "ATP"-ის მსოფლიო ტურის კიდე 3 ტურნირი მოიგო.
დიდი მუზარადის საუკეთესო შედეგები:
- საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი ერთეულებში. (2003)
- ამერიკის ღია პირველობის ფინალისტი ერთეულებში. (2003)
- ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალისტი ერთეულებში. (2004)
- უიმბლდონის ღია პირველობის 1/4 ფინალისტი ერთეულებში. (2009)
მასტერსის თასის ფინალისტი. (2002)
2-გზის დევისის თასის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრებში (2002 & 2004)
მსოფლიოს 1-ლი ჩოგანი (2003)
ერთეულთა თანრიგში [რედაქტირება]
გამარჯვება (16) [რედაქტირება]
| # | თარიღი | ტურნირი | კორტის საფარი | მოწინააღმდეგე ფინალში | ანგარიში |
|---|---|---|---|---|---|
| 1. | 13 სექტემბერი, 1999 | მალიორკა, ესპანეთი | თიხნარი | 2:6, 7:5, 6:3 | |
| 2. | 26 სექტემბერი, 2001 | დუბაი, გაერთიანებული საემიროები | ჰარდი | 6:2, 3:1, უარი | |
| 3. | 9 აპრილი, 2001 | ეშტორილი, პორტუგალია | თიხნარი | 7:6, 4:6, 6:3 | |
| 4. | 23 აპრილი, 2001 | ბარსელონა, ესპანეთი | თიხნარი | 4:6, 7:5, 6:3, 3:6, 7:5 | |
| 5. | 7 მაისი, 2001 | რომი, იტალია | თიხნარი | 3:6, 6:1, 2:6, 6:4, 6:2 | |
| 6. | 15 აპრილი, 2002 | მონტე-კარლო, მონაკო | თიხნარი | 7:5, 6:3, 6:4 | |
| 7. | 23 სექტემბერი, 2002 | ჰონკონგი, ჰონკონგი | ჰარდი | 6:3, 1:6, 7:6 | |
| 8. | 14 აპრილი, 2003 | მონტე-კარლო, მონაკო | თიხნარი | 6:2, 6:2 | |
| 9. | 28 აპრილი, 2003 | ვალენსია, ესპანეთი | თიხნარი | 6:2, 6:4 | |
| 10. | 26 მაისი, 2003 | როლან გაროსი, პარიზი | თიხნარი | 6:1, 6:3, 6:2 | |
| 11. | 13 ოქტომბერი, 2003 | მადრიდი, ესპანეთი | ჰარდი | 6:2, 6:4, 6:3 | |
| 12. | 12 აპრილი, 2009 | კასაბლანკა, მაროკო | თიხნარი | 6:4, 7:5 | |
| 13. | 14 თებერვალი, 2010 | ბაია, ბრაზილია | თიხნარი | 6:1, 6:0 | |
| 14. | 21 თებერვალი, 2010 | ბუენოს აირესი, არგენტინა | თიხნარი | 5:7, 6:4, 6:3 | |
| 15. | 1 აგვისტო, 2010 | უმაგი, ხორვატია | თიხნარი | 6:4, 6:4 | |
| 16. | 17 ივლისი, 2011 | შტუტგარტი, გერმანია | თიხნარი | 6:4, 6:0 |
ეკიპირება [რედაქტირება]
ტანსაცმელი & ფეხსაცმელი — Joma. ჩოგანი — Prince.