ლევ შესტოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევ შესტოვი
დაბ. თარიღი 13 თებერვალი, 1866
დაბ. ადგილი კიევი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 19 ნოემბერი, 1938
გარდ. ადგილი პარიზი, საფრანგეთი
სამეცნიერო სფერო ფილოსოფია, ირაციონალიზმი, ეგზისტენციალიზმი, თეოლოგია, ნიჰილიზმი


შესტოვის პორტრეტი, ლეონიდ პასტერნაკი, 1910 წ.

ლევ ისააკის ძე შესტოვი (რუს. Лев Исаа́кович Шесто́в) დაბადაბისას იეჰუდა ლეიბ შვარცმანი (რუს. Иегуда Лейб Шварцман) — უკრაინელი/რუსი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი. დაიბადა კიევში (რუსეთის იმპერია), 1866 წლის 13 თებერვალს. 1921 გაექცა წელს ოქტომბრის რევოლუციის შედეგებს და გადასახლდა საფრანგეთში. სიკვდილამდე, 1938 წლის 19 ნოემბრამდე ცხოვრობდა პარიზში.

ცხოვრება[რედაქტირება]

შესტოვი დაიბადა ლევ ისააკის ძე შვარცმანის სახელით კიევში, ებრაულ ოჯახში. განათლების მიღება სხვადასხვა ადგილებში მოუხდა, რადგან ხშირად მოსდიოდა უთანხმოება სასწავლებლების ხელმძღვანელობასთან. შევიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სამართალსა და მათემატიკას სწავლობდა, მაგრამ სტუდენტთა ინსპექტორთან შეტაკების შემდეგ იძულებული გახდა კიევში დაბრუნებულიყო და სწავლა იქ დაესრულებინა. დისერტაციის საფუძველზე შესტოვი სამართლის დოქტორი ვერ გახდა, რადგან მასში გამოსჭვიოდა მისი რევოლუციური ტენდენციები. 1898 წელს ის შევიდა მოწინავე რუს ინტელექტუალთა და ხელოვანთა წრეში, სადაც გაწევრიანებულნი იყვნენ ნიკოლოზ ბერდიაევი, სერგეი დიაგილევი, დიმიტრი მერეჟკოვსკი და ვასილი როზანოვი. შესტოვი წრის მიერ დაარსებული ჟურნალისთვის სტატიებს წერდა. ამ პერიოდში მან დაასრულა თავისი პირველი ძირითადი ფილოსოფიური ნაშრომი — „სარგებელი ტოლსტოისა და ნიცშეს სწავლებაში: ფილოსოფია და ქადაგება.“ სათაურში მოხსენიებულმა ორივე ავტორმა შესტოვის აზროვნებაზე ძირეული გავლენა მოახდინა.

ეს აზროვნება მან განავითარა თავის მეორე წიგნში თედორე დოსტოევსკისა და ფრიდრიხ ნიცშეს შესახებ, რომელმაც გაზარდა შესტოვის რეპუტაცია, როგორც ორიგინალური და გამჭრიახი მოაზროვნისა. 1905 წელს გამოცემულ წიგნში „ყველაფერი შესაძლებელია“ შესტოვმა გადაიღო ნიცშეს აფორიზმული სტილი. ამ წიგნში შესტოვმა ასეთ გამოსავლად მონახა რელიგია, რაციონალიზმი და მეცნიერება, საკითხები, რომლებიც მან შემდეგ ნაშრომებში კიდევ უფრო განავითარა.

მიუხედავად ყველაფრისა, შესტოვის ნაშრომები მიუღებლად მიაჩნდათ მის ზოგიერთ უახლოეს რუს მეგობრებს. შესტოვის ნამუშევრებს ბევრი გონებასა და მეტაფიზიკაზე უარის თქმად მიიჩნევდა, ნიჰილიზმთან თითქმის გათანაბრებულად. თუმცა, მისით აღფრთოვანებულნი იყვნენ ისეთი მწერლები, როგორებიც არიან დეივიდ ჰერბერტ ლორენსი და თავის მეგობარი ჟორჟ ბატაი.

1908 წელს შესტოვი გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგში გადავიდა და იცხოვრა 1910 წლამდე, ამის შემდეგ კი შვეიცარიის პატარა სოფელ კოპეში გადასახლდა. ამ პერიოდში მწერალმა ნაყოფიერად იმუშავა. აქ დაწერილ ნაშრომებს შორის იყო „დიდი სიფხიზლე“ და „კალმის უკანასკნელი სიტყვები“. 1915 წელს ის მოსკოვში დაბრუნდა. ამავე წელს, მისი ვაჟი სერგეი გერმანელთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. მოსკოვში ყოფნის პერიოდში, მისი შრომები კიდევ უფრო მეტად მოექცა რელიგიური და თეოლოგიური საკითხის გავლენის ქვეშ. 1917 წელს ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ, შესტოვის ცხოვრება გართულდა. მარქსისტები მას აიძულებდნენ თავისი ახალი ნაშრომის Potestas Clavium-ის შესავლად გაეკეთებინა მარქსიზმის დოქტრინის დამცველი ტექსტი; წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ გამოქვეყნდებოდა. შესტოვმა ამაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ, ხელმძღვანელობის ნებართვით, კიევის უნივერსიტეტში ბერძნულ ფილოსოფიაზე ლექციების კითხვა დაიწყო.

შესტოვის უკმაყოფილებამ საბჭოთა რეჟიმის მიმართ აიძულა იგი რუსეთის ფარგლებს გარეთ ხანგრძლივ მოგზაურობაში წასულიყო და მწერალი უმალ გაემგზავრა საფრანგეთში. ამ ქვეყანაში იგი საკმაოდ პოპულარული ფიგურა გახდა, უმალ აღიარეს მისი ორიგინალურობა. სულ მალე პარიზში შესტოვი დაუმეგობრდა ახალგაზრდა ჟორჟ ბატაის, რომელზეც მან გავლენა მოახდინა. მას საფრანგეთის პრესტიჟულ ფილოსოფიურ ჟურნალში მასალების გამოქვეყნების უფლებაც კი მისცეს. მსოფლიო ომებს შორის წლებში, შესტოვი აგრძელებს განვითარებას და ერთ-ერთი უდიდესი მნიშვნელობის მოაზროვნედ ყალიბდება. ამავე პერიოდში, შესტოვი მთლიანად გადაეშვა ისეთი დიადი თეოლოგების შესწავლაში, როგორებიც იყვნენ ბლეზ პასკალი და პლოტინუსი, პარალელურად კი 1925 წელს ლექციების კითხვას იწყებს სორბონის უნივერსიტეტში. 1926 მან გაიცნო გერმანელი ფილოსოფოსი ედმუნდ ჰუსერლი, რომელთანაც გულითადი ურთიერთობა დაამყარა, მიუხედავად მათი რადიკალურად განსხვავებული ფილოსოფიური ხედვებისა. 1929 წელს, როდესაც შესტოვი ფრაიბურგში დაბრუნდა, ის კვლავ ხვდება ჰურსელს და იძულებული ხდება შეისწავლოს დანიელი ფილოსოფოსი სიორენ კირკეგორი.[1]

კირკეგორის აღმოჩენის შემდეგ, შესტოვი აანალიზებს, რომ მათ ფილოსოფიაში დიდი მსგავსებაა, მაგალითად იდეალიზმის უარყოფასა და იმის რწმენაში, რომ ადამიანს შეუძლია მაქსიმალური ცოდნა შეიძინოს უფრო მეტად დაუსაბუთებელი სუბიექტურობისგან, ვიდრე ობიექტური მიზეზისა და მტკიცებულებისგან. თუმცა, შესტოვი შენიშნავს, რომ კირკეგორი ამ ხაზს სათანადოდ არ ავითარებს. ამ ტენდენციის შედეგები ასახულია 1936 წელს გამოქვეყნებულ მის ნაშრომში „კირკეგორი და ეგზისტენციალური ფილოსოფია: ხმა უდაბნოში“, რომელიც ქრისტიანული ეგზისტენციალიზმის ფუნდამენტურ ნაშრომად ითვლება.

მიუხედავად ფიზიკური დასუსტებისა, შესტოვი მაინც აგრძელებს შეუჩერებელ მუშაობას და საბოლოოდ ასრულებს თავის magnum opus-ს — „ათენი და იერუსალიმი“. ამ ნაშრომში ის იკვლევს დიქტომიას თავისუფლებასა და გონებას შორის და ასკვნის, რომ ფილოსოფიის დისციპლინაში გონების უარყოფა შესაძლებელია. გარდა ამისა, შესტოვი აღწერს იმ საშუალებებს, რომელთა საშუალებითაც მეცნიერულმა მეთოდებმა შექმნა ფილოსოფია და მეცნიერული შეუთავსებელობა, მას შემდეგ, რაც მეცნიერებამ თავად მოახდინა ურთიერთქმედება ემპირიული დაკვირვებებით, მაშინ, როდესაც (შესტოვის მტკიცებით) ფილოსოფია კავშირში უნდა იყოს თავისუფლებასთან, ღმერთთან და უკვდავებასთან — საკითხებთან, რომელთა გადაჭრაც მეცნიერებას არ შეუძლია.

1938 წელს, საკუთარ სახლში არდადეგების დროს შესტოვი მძიმედ გახდა ავად. ამ პერიოდშიც კი, ის აგრძელებს მუშაობას, ძირითადად ინდურ ფილოსოფიასა და თავის თანამედროვე, ახლად გარდაცვლილი ედმუნდ ჰუსერლის ნაშრომებზე. სულ მალე, შესტოვი პარიზის კლინიკაში გარდაიცვალა.

ძირითადი ნაშრომები[რედაქტირება]

  • სარგებელი ტოლსტოისა და ნიცშეს სწავლებაში, 1899
  • ტრაგედიის ფილოსოფია, დოსტოევსკი და ნიცშე, 1903
  • ყველაფერი შესაძლებელია, 1905
  • Potestas Clavium, 1919
  • იობის წონასწორობაში, 1923–29
  • კირკეგორი და ეგზისტენციალური ფილოსოფია, 1933–34
  • ათენი და იერუსალიმი

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Czeslaw Milosz, "Shestov, or the Purity of Despair", Emperor of the Earth (University of California Press, Berkeley, 1977), pp. 91–119