შიო მღვიმელი (მწერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიო მღვიმელი
დაბადების თარიღი 12 თებერვალი, 1866(1866-02-12)
დაბადების ადგილი ბრეთი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 29 დეკემბერი, 1933(1933-12-29) (67 წლის) ან 28 დეკემბერი, 1933(1933-12-28)[1] (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
მეუღლე ანა ჩივაძე

შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილი (ფსევდონიმი შიო მღვიმელი, დ. 12 თებერვალი, 1866, ბრეთი (ქარელის რაიონი) — გ. 29 დეკემბერი, 1933, თბილისი) — ქართველი საბავშვო პოეტი, ქართული საბავშვო მწერლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სსრ დამსახურებული მწერალი (1923).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა შიო მღვიმელის ხსენების დღეს. „მღვიმელი“ ფსევდონიმად ნიკო ლომოურმა უბოძა („ის ბერიც შენსავით წყნარი იყოო“).

1881 წელს მიაბარეს გორის საოსტატო სემინარიასთნ არსებულ სანიმუშო სკოლაში, სადაც სწავლობდა ვაჟა-ფშაველა და მისი ძმები. 1887 წელს გორის სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისში მუშაობდა ჯერ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წიგნის მაღაზიის გამგედ, ხოლო 1909 წლიდან — ქართულ ჟურნალ-გაზეთბის რედაქციებში კორექტორად. მღვიმელის პირველი ლექსი „დილა“ 1885 წელს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა, პირველი საბავშვო ლექსები — 1887 წელს. 1891 წელს მისი ლექსები ცალკე გამოიცა პატარ-პატარა წიგნებად.

1933 წლის 24 დეკემბერს ცუდადშექნილი მწერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას მკურნალობდნენ ექიმები პროფესორი ზაქარაია და დოცენტი კონიაშვილი. ტვინში სისსხლის ჩაქცევის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა[2].

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. დიდუბის პანთეონში მის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე — ანა ივანეს ასული ჩივაძე (დ. 1 ივლისი, 1877, სოფ. კავთისხევი (კასპის რაიონი) — გ. 6 თებერვალი, 1975, თბილისი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყუბანეიშვილი სალ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 237.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 281, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]