Rubber Soul

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Rubber Soul
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 3 დეკემბერი 1965
ჩაიწერა 12 ოქტომბერი – 15 ნოემბერი 1965[1]
სტუდია EMI-ს სტუდიები, ლონდონი
ჟანრი
ხანგრძლივობა 35:50
ლეიბლი Parlophone
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
The Beatles — ქრონოლოგია
Help!
(1965)
Rubber Soul
(1965)
Revolver
(1966)
The Beatles-ის ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემების ქრონოლოგია
Help!
(1965)
Rubber Soul
(1965)
Yesterday and Today
(1966)

Rubber Soul (ინგლ. რეზინის სული) — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის მეექვსე სტუდიური ალბომი. იგი ჩაიწერა ოთხი კვირის განმავლობაში, შობის დღესასწაულისთვის გამოსაცემად და გამოვიდა 1965 წლის 3 დეკემბერს. ალბომის პროდიუსერი ჯორჯ მარტინია. განსხვავებით წინა ხუთი ალბომისგან, როდესაც ჯგუფი შუალედებში კონცერტებს მართავდა, Rubber Soul-ის სიმღერები ზედიზედ იწერებოდა.[3] ამის შემდეგ, ჯგუფის ყველა ალბომი იქმნებოდა გარკვეული მოვალეობების პარალელურად შესრულების გარეშე, გარდა პრომო ფილმების გადაღებისა.

Rubber Soul-ში შერწყმულია რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპ-მუსიკა, სოული, ფოლკ-როკი და ფსიქოდელიური როკი.[2][4][5] მუსიკის მკვლევრები Rubber Soul-ს თვლიან შემოქმედებით მიღწევად, რომელმაც ჯგუფის საშემსრულებლო განვითარება განაგრძო, კომერციული და კრიტიკული წარმატების პარალელურად.[6] მისი სახელწოდება მომდინარეობდა ტერმინიდან "პლასტმასის სული", როგორც აფრო-ამერიკელი შემსრულებლები იმ პერიოდში უწოდებდნენ მიკ ჯეგერს, თეთრკანიან მუსიკოსს, რომელიც სოულს მღეროდა. ეს იყო A Hard Day's Night-ის შემდეგ The Beatles-ის რიგით მეორე ბრიტანული ალბომი, რომელშიც მხოლოდ ორიგინალური მასალა იყო შეტანილია. 1969 წლამდე, "Maggie მაისი"-მდე (რომელიც ხალხური სიმღერა იყო და მოხვდა Let It Be-ში) ჯგუფს ქავერ-ვერსია აღარ ჩაუწერია.

მსმენელები და კრიტიკოსები Rubber Soul-ს თვლიან პოპულარული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ალბომად.[7][8][9][10] 2012 წელს იგი Rolling Stone-ის "ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის" სიაში #5 ადგილს იკავებდა.[11] 2013 წელს, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ფონოგრაფიულმა ინდუსტრიამ შეცვალა გაყიდვებისთვის მინიჭებული ჯილდოების წესები, ალბომს პლატინის სტატუსი მიენიჭა. [12]

კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკალური ნაწყვეტები:

ალბომის თითქმის ყველა სიმღერა დაიწერა მას შემდეგ, რაც The Beatles ლონდონში 1965 წლის ტურნეს შემდეგ დაბრუნდა.[13] ჟღერადობა ახალ ალბომზე უფრო გაფართოებული იყო, ვინაიდან ჯგუფი შთაგონებული იყო აფრო-ამერიკული სოულით, ბობ დილანის თანამედროვე ფოლკ-როკით და The Byrds-ით,[9][14] ისევე, როგორც The Beach Boys-ის ვოკალური ჰარმონიეთ.[15] აგრეთვე გაფართოვდა როკ-ენ-როლის ინსტრუმენტული რესურსები, განსაკუთრებით "Norwegian Wood (This Bird Has Flown)"-ში, მას შემდეგ, რაც ჯორჯ ჰარისონმა სტუდიაში სიტარი მოიტანა. მანამდე იგი უკვე გამოიყენეს Help!-ის ჩრდილოეთ ამერიკულ გამოცემაში. მიუხედავად იმისა, რომ The Kinks-ს მანამდე "See My Friends" ჰქონდა გამოყენებული გიტარების გუგუნი,[16] "Norwegian Wood"-ს აღნიშნავენ, როგორც ინსტრუმენტით დაინტერესების მთავარ მიზეზს, რამაც გამოიწვია ინტერესი რაგა-როკის და ინდური მუსიკის მიმართ.[17][9] ეს სიმღერა აგრეთვე ცნობილია, როგორც "მსოფლიო მუსიკის" ერთ-ერთი ქვაკუთხედი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი პოპულარულ მუსიკაში არადასავლური ინსტრუმენტების ელემემენტების შეტანაში. თავად ჰარისონი იმდენად დაინტერესდა ინდური მუსიკით, რომ მოგვიანებით ინდური სიტარის მუსიკოსთან, რავი შანკართან ინსტრუმენტს ეუფლებოდა.[18]

ეგზოტიკური ტონი ალბომს მიანიჭა "Michelle"-ის ფრანგული ჟღერადობის მქონე გიტარის ნოტებმა, ბერძნულმა გავლენამ "Girl"-ში, დამახინჯების ეფექტმა "Think for Yourself"-ში და ბაროკოს სტილის კლავესინმა "In My Life"-იდან.[19] თუკი მანამდე რინგო სტარი The Beatles-ის სიმღერებში უკრავდა სტანდარტულ პერკუსიულ ინსტრუმენტებზე, როგორიც იყო დაირა ან მარაკასი, "I'm Looking Through You" იყენებს ასანთებიან ყუთს.

ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტექსტების მხრივ, ალბომში ასევე არის პროგრესი ჯგუფის სიმღერებში. მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ სიმღერებში ძირითადი თემები იყო რომანტიკა, Rubber Soul-ზე შეიმჩნევა რაფინირება და გაურკვევლობაში ყოფნა[19]. ტექსტები სიყვარულის შესახებ უფრო დეტალური გახდა და უფრო მეტი უარყოფითი ნიუანსი შეიძინა. მაგალითად, "Norwegian Wood"-ში მოთხრობილია მომღერალს და იდუმალ გოგონას შორის არსებულ კავშირზე, რომლის დროსაც გოგონა საწოლში იძინებს, ხოლო ბიჭი - აბაზანაში.[20] "I'm Looking Through You", "You Won't See Me" და "Girl" წარმოადგენენ ემოციურად უფრო რთული, მწარე და სევდიანი რომანტიკის ასახვის მაგალითებს. ჯონ ლენონის "In My Life" ადრეული წლების რომანტიკულ პერიოდს მისტირის, ხოლო "The Word" სიყვარულს, როგორც აბსტრაქტულს უყურებს - სავარაუდოდ, სწორედ აქ ლენონის/მაკ-კარტნის ტიპური სტილი "ბიჭი/გოგო" ოდნავ უკანა პლანზე იწევა და ადგილს უთმობს "Nowhere Man"-ს და ჰარისონის "Think for Yourself"-ს, რომლებიც რომანტიკისგან შორს არიან.

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაწერა დაიწყო 12 ოქტომბერს და დასრულდა 15 ნოემბერს (ხმის მიქსის ჩათვლით)[21] სიმღერა "Wait", რომელიც Help!-ისთვის იწერებოდა, გადაამუშავეს ამ ალბომისთვის. სესიების დროს აგრეთვე ჩაიწერეს "We Can Work It Out" და "Day Tripper", რომლებიც სინგლზე გამოსცეს.

"In My Life"-ში კლავესინის ეფექტის მისაღწევად ჯორჯ მარტინმა ფორტეპიანოზე დაკვრისას ჩაწერის სიჩქარე ნახევარჯერ შეანელა. ჩვეულებრივ სიჩქარეზე ფირის გაშვებისას მან მიიღო კლავესინის მსგავსი ხმა.[22][23] "The Word"-ში მეტად კომპრესირებული და დაბალანსებული ფორტეპიანოს ხმა მალე ფსიქოდელიური მუსიკის ერთ-ერთ სახასიათო ნიშნად იქცა. ჩაწერამდე მაკ-კარტნიმ მიიღო ახალი ბას-გიტარა, Rickenbacker 4001, რომელსაც ხმა უფრო მძლავრი ჰქონდა, ვიდრე ძველ Hofner-ს. ალბომის ყველა სიმღერა, გარდა "Drive My Car"-ის, ჩაიწერეს ამ ახალი ბას-გიტარით. ჰარისონის "Think For Yourself"-ში მაკ-კარტნი აგრეთვე ატარებდა ექსპერიმენტებს ხმის დამახინჯების ეფექტებზე.

ალბომების ჩაწერის პერიოდის განმავლობაში ჯგუფი ყოველთვის ამზადებდა მონო მიქსებს. მარკ ლუისონის, ჯგუფის ისტორიკოსის თანახმად, მარტინიც და ები-როუდის სტუდიების ინჟინერებიც უმეტეს დროს უთმობდნენ მონო მიქსებს, რომელთა მომზადებას ჯგუფი არ ესწრებოდა. Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band-ის შემთხვევაშიც კი სტერეო ვერსიები ნაკლებად მნიშვნელოვნად ითვლებოდა, ვიდრე მონო ჩანაწერები და დასრულებული იქნა დროის უფრო მოკლე პერიოდში.

მიუხედავად იმისა, რომ Rubber Soul-ის სტერეო ვერსია ჯგუფის ადრეული ალბომების ტიპის იყო - მარჯვენა არხში ვოკალებით და მარცხენაში - ინსტრუმენტებით, მისი ჩაწერა არ ჰგავდა ამ ალბომებზე მუშაობის პროცესს. ადრეული ალბომები ორ ფირიან მაგნიტოფონებზე იწერებოდა, რაც განკუთვნილი იყო მხოლოდ მონო ვერსიების გამოსაცემად, ამიტომ ვოკალი და ინსტრუმენტები ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე იწერებოდა, იმისთვის, რომ მოგვიანებით მათი ზუსტი მონტაჟი გაეკეთებინათ. მაგრამ Rubber Soul-ის ჩაწერის დროს ისინი უკვე ოთხტრეკიან ჩამწერებზე მუშაობდნენ, რითაც, სტერეო მასტერ-ფირის შემთხვევაში, ვოკალი თავსდებოდა ცენტრში, ხოლო ინსტრუმენტები ორივე მხარეს (ასეთია ალბომები Beatles for Sale და Help!). იმისთვის, რომ მარტივად შეექმნა სტერეო ალბომი, რომელიც მონო ვერსიაშიც კარგი ჟღერადობით გამოირჩეოდა, მარტინმა ოთხტრეკიანი მასტერ-ფირი გადაიტანა სტერეოში - მარჯვნივ ვოკალებით, მარცხნივ - ინსტრუმენტებით და შუაში - არაფრით, მიუხედავად იმისა, რომ "What Goes On"-ში სტარის ვოკალის მარჯვენა არხის მაგივრად მარცხენაში ჟღერს, ხოლო ლენონის და მაკ-კარტნის ჰარმონიული ვოკალები მარჯვნივ არის. ამავე დროს, "Think for Yourself"-ში ჰარისონის ორმაგი წამყვანი ვოკალი ორ არხს შორის არის გადანაწილებული.

ეს იყო The Beatles-ის უკანასკნელი ალბომი, რომელზეც იმუშავა ხმის ინჟინერმა ნორმან სმითმა - მოგვიანებით EMI-მ მას უფრო მაღალი თანამდებობა შეურჩია, პროდიუსერის სახით.[24]

გარეკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Rubber Soul არის The Beatles-ის პირველი ალბომი, რომლის გარეკანის წინა მხარეს არ არის გამოტანილი ჯგუფის სახელწოდება - 1965 წელს ეს არატრადიციული ტაქტიკა იყო. გარეკანის ფოტოს "გაწელილი" ეფექტი მიღებული იქნა, როდესაც ფოტოგრაფმა რობერტ ფრიმენმა გადაიღო ზამშეს კოსტიუმებში გამოწყობილი წევრების სურათები, ლენონის სახლში. ფრიმენმა მოგვიანებით მათ ეს სურათები პროექციების სახით უჩვენა. გაწელილი ეფექტის იდეა დაეიბადა, როდესაც ერთ-ერთი სლაიდი გადაიხარა, რითაც გამოსახულებაც გაიწელა. ჯგუფის წევრებს ეს იმდენად მოეწონათ, რომ გახარებულებმა ფრიმენს ჰკითხეს, შეეძლო თუ არა იგივე ეფექტის შექმნა საბოლოო გარეკანზე, რაზეც იგი დათანხმდა.[25] შრიფტი შეიქმნა ჩარლზ ფრონტის (მსახიობი რებეკა ფრონტის მამის) მიერ, ხოლო ორიგინალური გარეკანი მოგვიანებით Bonhams-ის აუქციონზე გაიტანეს, თანდართული რობერტ ფრიმენის წერილით, რომელიც აუთენტურობას ადასტურებდა.[26]

Capitol Records-მა აშშ-ის გამოცემისთვის ფერების სხვა გამა გამოიყენა, რითაც ბრიტანული გამოცემის ნარინჯისფერი წარწერა სხვადასხვა ფერებად აისახებოდა. ჩრდილოეთ ამერიკაში გამოცემულ სხვადასხვა ფირფიტაზე ფერებია ყავისფერი ან ოქროსფერი. 1987 წლის CD გამოცემაზე წარწერა მკვეთრი მწვანეა, ხოლო 2009 წლის გამოცემა იყენებს Parlophone Records-ის ორიგინალური ლოგოს ფერს.

პოლ მაკ-კარტნიმ ჯგუფს ალბომის სახელწოდება შესთავაზა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მიკ ჯეგერის სიმღერის სტილს აშშ-ში უწოდებდნენ "პლასტმასის სოულს". ლენონმა დაადასტურა ეს თეორია 1970 წელს Rolling Stone-თან საუბრისას: "ეს პოლის შემოთავაზებული სახელწოდება იყო, რომელიც "სულს" აღნიშნავდა. უბრალოდ სიტყვების თამაშია".[27] ფრაზა "plastic soul, man, plastic soul ...", რომელსაც მაკ-კარტნი ასრულებს, ჟღერს "I'm Down"-ის ვერსიაში, რომელიც Anthology 2-ში შეიტანეს.

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic5/5 stars[28]
The A.V. ClubA–[29]
Consequence of SoundA+[30]
The Daily Telegraph5/5 stars[31]
Encyclopedia of Popular Music5/5 stars[32]
MusicHound4/5[33]
Paste97/100[34]
Pitchfork Media10/10[5]
Q5/5 stars[35]
The Rolling Stone Album Guide5/5 stars[36]

Rubber Soul კომერციულად წარმატებული იყო. 1965 წლის 12 დეკემბრიდან იგი ბრიტანეთის ჩარტში 42 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩარტის სათავეებში იგი გამოცემიდან მეორე კვირაში მუსიკის ჰანგების საუნდტრეკმა ჩაანაცვლა, საერთო ჯამში ალბომი პირველ ადგილზე რვა კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. 1987 წლის 9 მაისს, როდესაც CD-ზე გამოვიდა, Rubber Soul ალბომების ჩარტში კიდევ სამი კვირი დაბრუნდა[37], ცხრა წლის შემდეგ კი კვლავ დაუბრუნდა ჩარტს.[38]

ალბომის კრიტიკული შეფასება ასევე დადებითი იყო. 1967 წელს Esquire-ში რობერტ კრისტგოუ აღნიშნავდა ალბომის "ნოვატორულ მხარეს, სიმკვრივეს და საზრიან ტექსტებს", რაც ორჯერ უკეთესი იყო ყველაფერთან შედარებით, რაც მანამდე გაუკეთებია თავად The Beatles-ს ან რომელიმე სხვა შემსრულებელს (როლინგ სტოუნზის გარდა).[39] მოგვიანებით იგი წერდა, რომ "სწორედ მაშინ The Beatles პირველად იქცა ხელოვნებად".[40] Rolling Stone: "მათ მიაღწიეს ახალ მუსიკალურ დახვეწილობას და უფრო დიდ თემატურ სიღრმეს, საკუთარი პოპულარობის შეწირვის გარეშე". Pitchfork Media: "ალბომი The Beatles-ის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ნახტომია - ნიშანი, რომელმაც აღნიშნა ბიტლომანიისგან და ახალგაზრდული პოპ-მუსიკის რთული მოთხოვნებისგან მოშორება, უფრო ინტროსპექტიულისკენ, სრულწლოვანების თემებისკენ". 2001 წლიდან ალბომი მოხვდა მრავალი გამოცემის "საუკეთესოთა" სიებში.[7][8][9][10]

უოლტერ ევერეტი, წიგნის The Beatles as Musicians: Revolver through the Anthology ავტორი, Rubber Soul-ს უწოდებს მნიშვნელოვანს და აღნიშნავს მის მდიდრულ მრავალნაწილიან ვოკალებს, რომლებიც ესაზღვრება გამოხატულ დისონანსურ ვოკალებს, გიტარების ღრმა შესწავლას...".[41]

2012 წელს Rubber Soul-ის "ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის" სიაში #5 ადგილს იკავებდა.[11]

ალბომის აშშ ვერსიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ბრაიან უილსონის (The Beach Boys) შემოქმედებაზე. მისი აზრით, მაშინ პოპულარულ მუსიკაში პოპულარული სინგლებიდან ყურადღება პირველად გადაიტანეს ნამდვილი ალბომის შექმნაზე, ტრადიციული "შემავსებელი" სიმღერების გარეშე. 1966 წელს ამ ალბომის ერთგვარ "პასუხად" იქცა The Beach Boys-ის Pet Sounds.[42]

"What Goes On" არის ჯგუფის პირველი სიმღერა, რომლის ავტორად მითითებულია რინგო სტარი. ლენონი მოგვიანებით იხსენებდა, რომ სწორედ ეს იყო პირველი ალბომი, რომელზეც The Beatles სრული შემოქმედებითი მართვით მუშაობდა, ჰქონდათ საკმარისი სტუდიური დრო იდეების მოსაძიებლად და ახალი ჟღერადობის დასახვეწად. დაღლილმა თითქმის ხუთწლიანი ტურნეებით, ჩაწერით და ფილმებზე მუშაობით, ჯგუფმა მოგვიანებით, 1966 წლის პირველ ნახევარში, შეისვენა სამი თვით და გამოიყენა ეს პერიოდი იმ ახალი მიმართულებების აღმოსაჩენად, რომლებმაც მათი შემდგომი მუსიკალური შემოქმედება განსაზღვრეს. ეს აისახა უკვე შემდეგ ბრიტანულ ალბომში, Revolver.[43]

CD გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომი CD-ზე პირველად გამოვიდა 1987 წლის 30 აპრილს, ბრიტანული ვერსიის 14 სიმღერიანი სიით. მანამდე იგი აშშ-ში მხოლოდ იმპორტირებული დისკის სახით იყო ხელმისაწვდომი, ამიტომ გრამფირფიტებმა და აუდიოკასეტებმა 1987 წლის 21 ივლისს ჩაანაცვლე ორიგინალური აშშ ვერსია.

ისევე, როგორც Help!-ის CD გამოცემის შემთხვევაში, Help!-ზეც მარტინის მიერ EMI-სთვის შემოთავაზებული სტერეო მიქსი გამოსცეს. მარტინი ამბობდა, რომ ორიგინალური მიქსი იყო "მეტად ბუნდოვანი და კარგი გამოცემა არ იქნებოდა". ამიტომ იგი დაუბრუნდა ორიგინალურ ოთხტრეკიან ფირებს და ისინი სტერეოში გადაიყვანა.[44]

როდესაც ალბომი კანადაში პირველად გამოვიდა CD-ზე, იგი წარმოდგენილი იყო სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ვერსიების სახით. ეს იყო 1987 წლის ახალი მიქსი. თუმცა, როდესაც კანადაში Disque Améric-მა და Cinram-მა დაიწყეს ალბომის ბეჭდვა, შეცდომით გამოიყენეს 1965 წლის სტერეო მიქსი. ეს იყო 1965 წლის ერთადერთი სრული სტერეო მიქსი, 2009 წელს ჯგუფის მონო-კოლექციის გამოცემამდე.[45]

2009 წლის 9 სექტემბერს გამოვიდა ჯგუფის სტერეო-რემასტერების ყუთი, ისევე, როგორც მონო-კოლექცია.[46]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი, გარდა მითითებულისა..

მხარე 1
#სახელწოდებავოკალიხანგრძლივობა
1.„Drive My Car“პოლ მაკ-კარტნი და ჯონ ლენონი2:25
2.„Norwegian Wood (This Bird Has Flown)“ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი2:01
3.„You Won't See Me“მაკ-კარტნი3:18
4.„Nowhere Man“ლენონი, მაკ-კარტნი და ჯორჯ ჰარისონი2:40
5.„Think for Yourself“ (ჯორჯ ჰარისონი)ჯორჯ ჰარისონი2:16
6.„The Word“ლენონი, მაკ-კარტნი და ჰარისონი2:41
7.„Michelle“მაკ-კარტნი2:33
მხარე 2
#სახელწოდებავოკალიხანგრძლივობა
8.„What Goes On“ (ლენონი/მაკ-კარტნი, რიჩარდ სტარკი)რინგო სტარი2:47
9.„Girl“ლენონი2:30
10.„I'm Looking Through You“პოლ მაკ-კარტნი2:23
11.„In My Life“ჯონ ლენონი2:24
12.„Wait“ლენონი და მაკ-კარტნი2:12
13.„If I Needed Someone“ (ჰარისონი)ჰარისონი2:20
14.„Run for Your Life“ლენონი2:18

ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Rubber Soul იყო ჯგუფის მეათე ამერიკული ალბომი და გამოვიდა ბრიტანულის გამოცემიდან სამი დღის შემდეგ - როგორც სტერეო, ასევე მონო ფორმატებში. შობის დღეს იგი ჩარტში მოხვდა და იქ 59 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. Billboard 200-ში ალბომი 1966 წლის 8 იანვრიდან პირველ ადგილს ექვსი კვირის განმავლობაში იკავებდა. გამოცემიდან ცხრა დღის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკაში გაიყიდა 1.2 მილიონი ასლი, 1965 წლის 31 დეკემბრისთვის - 1.800.376, ხოლო ათწლეულის ბოლომდე - 2.766.862.[47] დღეისთვის აშშ-ში გაყიდულია მისი ექვსი მილიონი ასლი.

ამერიკული გამოცემა განსხვავდება ბრიტანულისგან. ოთხი სიმღერა ორიგინალური ვერსიიდან ამოღებულია და შეტანილია მხოლოდ შემდეგ ამერიკულ ალბომში, Yesterday and Today. ესენია "Drive My Car", "Nowhere Man", "What Goes On" და "If I Needed Someone". მათ ჩაენაცვლა ორი სიმღერა ბრიტანული Help!-იდან: "I've Just Seen a Face" და "It's Only Love". ალბომის საერთოდ ხანგრძლივობაა 28:55, თითქმის 7 წუთით ნაკლები, ვიდრე ბრიტანულ ვარიანტში. Help!-ის სიმღერების მოთავსებით Rubber Soul გარდაიქმნა ერთგვარ "ფოლკ-როკ" ალბომად, რამაც გაამყარა The Beatles-ის, როგორც ამ ჟანრის წარმატების ერთ-ერთი მიზეზის სახე.[48]

Capitol-ზე გამოცემული Rubber Soul-ის პირველ ასლებზე ჯგუფის სახელწოდება ალბომის სახელწოდებასა და The Beatles-ის წევრების სახელებს შორის ასახული არ არის. მოგვიანებით, სხვა ტირაჟებში ეს შეცდომა შესწორდა.

სტერეო მიქსი, რომელიც აშშ-ში ინგლისიდან გადააგზავნეს, ცნობილია, როგორც "შეცდომით დაწყება" - ეს "I'm Looking Through You"-ში შეიმჩნევა და 1965-1987 წლებში შეცდომა ყველა ამერიკულ გამოცემას ახლდა. აშშ-ში "The Word" შესამჩნევად განსხვავდება, ვინაიდან ჟღერს ლენონის ორმაგი ვოკალი, დამატებითი ფალსეტო მარცხენა არხში, პერკუსიის გადანაწილება მარჯვნივ და მარცხნივ. 1965 წლის ამერიკული და სტერეო მიქსები CD-ზე შეტანილია The Capitol Albums, Volume 2-ში. 2014 წელს Capitol-ის Rubber Soul კვლავ გამოვიდა CD-ზე, ამჯერად ბოქს-სეტში The U.S. Albums.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — ლენონი/მაკ-კარტნი, გარდა მითითებულისა.

მხარე 1
#სახელწოდებაწამყვანი ვოკალიხანგრძლივობა
1.„I've Just Seen a Face“მაკ-კარტნი2:04
2.„Norwegian Wood (This Bird Has Flown)“ლენონი და მაკ-კარტნი2:05
3.„You Won't See Me“მაკ-კარტნი3:19
4.„Think for Yourself“ (ჰარისონი)ჰარისონი2:19
5.„The Word“ლენონი, მაკ-კარტნი და ჰარისონი2:42
6.„Michelle“მაკ-კარტნი2:42
მხარე 2
#სახელწოდებაწამყვანი ვოკალიხანგრძლივობა
1.„It's Only Love“ლენონი1:53
2.„Girl“ლენონი2:33
3.„I'm Looking Through You“მაკ-კარტნი2:24
4.„In My Life“ლენონი2:24
5.„Wait“ლენონი და მაკ-კარტნი2:15
6.„Run for Your Life“ლენონი2:15

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკ ლუისონის,[49] იენ მაკდონალდის[50] და The Beatles Anthology-ს თანახმად.[51]

The Beatles
  • ჯონ ლენონი – ვოკალი, წამყვანი, აკუსტიკური და რიტმული გიტარა, ელექტრონული ფორტეპიანო ("Think For Yourself")[52]
  • პოლ მაკ-კარტნი – ვოკალი, ბას-გიტარა, ჰარმონიული გიტარა, აკუსტიკური გიტარა
  • ჯორჯ ჰარისონი – ვოკალი, წამყვანი, ბას და აკუსტიკური გიტარები, სიტარი ("Norwegian Wood"), ფორტეპიანო
  • რინგო სტარი – დასარტყმელი საკრავები, დაირა, მარაკასი, ზარები, თეფშები, დამატებითი პერკუსია, Hammond-ის ორგანი "I'm Looking Through You"-ში, წამყვანი ვოკალი "What Goes On"-ში.
სხვა პერსონალი

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი წელი უმაღლესი პოზიცია
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[53] 1965 1
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[53] 1966 1
Billboard-ის პოპულარული ალბომები 1966 1
ავსტრალიის ალბომების ჩარტი 1966 1

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროები
  1. Rubber Soul. beatlesbible.com Retrieved 22 იანვარი 2015.
  2. 2.0 2.1 უნტერბერგერი, რიჩი. The Beatles. AllMusic. Rovi Corporation. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2012.
  3. მარკ ლუისონი. The Complete Beatles Chronicle. London: Hamlyn, 2000, გვ. 202.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-16. ციტირების თარიღი: 2015-11-29.
  5. 5.0 5.1 The Beatles: Rubber Soul | Album Reviews. Pitchfork (9 სექტემბერი 2009). ციტირების თარიღი: 26 თებერვალი 2012.
  6. Gilliland 1969, show 35.
  7. 7.0 7.1 Q 2007.
  8. 8.0 8.1 VH1 2001.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Rolling Stone 2007.
  10. 10.0 10.1 Time 2007.
  11. 11.0 11.1 500 Greatest Albums of All Time: The Beatles, 'Rubber Soul'. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-19. ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2012.
  12. 12.0 12.1 „Beatles albums finally go platinum“. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. BBC News. 2 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი 2013.
  13. ლუისონი, გვ. 202.
  14. Groen 2008.
  15. კროსი, კრეიგ (2005). The Beatles: Day-by-day, Song-by-song, Record-by-record. ISBN 0-595-34663-4. 
  16. Bellman 1998, p. 295.
  17. Bellman 1998, p. 292.
  18. Holmes 2008.
  19. 19.0 19.1 Unterberger 2009a.
  20. Unterberger 2009c.
  21. ლუისონი, გვ.. 202–206.
  22. სპიცი 2005.
  23. ლუისონი 1990.
  24. natas. Norman Hurricane Smith "The Sound of The Beatles". Earcandymag.com. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი 2012.
  25. მაკ-კარტნი The Beatles Anthology, ნაწილი 5.
  26. Bachelor 2007.
  27. ვენერი 2000.
  28. Rubber Soul AllMusic-ზე
  29. კლოსტერმანი, ჩაკ (8 სექტემბერი 2009). „ჩაკ Klosterman Repeats The Beatles“. The A.V. Club. ჩიკაგო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-26. ციტირების თარიღი: 26 მაისი 2013.
  30. Young, Alex. (19 სექტემბერი 2009) Album Review: The Beatles – Rubber Soul [Remastered]. Consequence of Sound. ციტირების თარიღი: 25 მარტი 2015.
  31. მაკ-კორმიკი, ნილ (7 სექტემბერი 2009). „The Beatles – Rubber Soul, review“. The Daily Telegraph. ლონდონი.
  32. ლარკინი, კოლინ (2006). Encyclopedia of Popular Music. Muze, გვ. 487–489. ISBN 0-19-531373-9. 
  33. გრაფი, გერი; დურხჰოლცი, დენიელ (რედ.) (1999) MusicHound Rock: The Essential Album Guide, 2nd, Farmington Hills, MI: Visible Ink Press, გვ. 88. ISBN 1-57859-061-2. 
  34. „The Beatles: The Long and Winding Repertoire“. 8 სექტემბერი 2009. ციტირების თარიღი: 6 იანვარი 2013. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  35. „Review: Rubber Soul“. Q. ლონდონი: 120. იანვარი 2000. ციტირების თარიღი: 1 იანვარი 2013.
  36. The Beatles | Album Guide | Rolling Stone Music. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-20. ციტირების თარიღი: 2015-11-29.
  37. Chart Stats 2009a.
  38. Chart Stats 2009b.
  39. კრისტგოუ, რობერტ (დეკემბერი 1967). „Columns“. Esquire. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი 2013.
  40. კრისტგოუ, რობერტ (სექტემბერი 1969). „Rock Critics“. Harper's Magazine. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი 2013.
  41. Everett, Walter. The Beatles as Musicians: Revolver through the Anthology. Oxford University Press, USA, 1999, გვ. 30.
  42. Howard 2004, p. 64.
  43. Marck 2008.
  44. Kozinn 1987.
  45. Rubber Soul CD – Canadian Pressing Featuring Original UK Mixes?. Steve Hoffman Music Forums (9 აპრილი 2006). ციტირების თარიღი: 17 იანვარი 2014.
  46. The BEATLES Catalog Remastered for 9–09–09 Release !. Music News Net (7 აპრილი 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 17 იანვარი 2014.
  47. How Many Records did the Beatles actually sell?. Deconstructing Pop Culture by David Kronemyer (29 აპრილი 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2015.
  48. Johnson 2009.
  49. Lewisohn 2000, გვ.. 202–208
  50. მაკდონალდი 2005, pp. 174–175.
  51. The Beatles 2000, p. 194.
  52. MacDonald 2005, გვ.. 174–175
  53. 53.0 53.1 Chart Stats – The Beatles – Rubber Soul. chartstats.com. ციტირების თარიღი: 3 ივნისი 2011.
  54. Discos de oro y platino Spanish. Cámara Argentina de Productores de Fonogramas y Videogramas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო 2012.
  55. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2009 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  56. Brazilian album certifications – The Beatles – Rubber Soul პორტუგალიურად. ბრაზილიის მუსიკალური პროდიუსერების ასოციაცია.
  57. ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (The Beatles; 'Rubber Soul') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
  58. THE FIELD id (chart number) MUST BE PROVIDED for NEW ZEALAND CERTIFICATION.
  59. British album certifications – The Beatles – Rubber Soul. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Rubber Soul ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  60. Canadian album certifications – The Beatles – Rubber Soul. Music Canada.
  61. American album certifications – The Beatles – Rubber Soul. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
ლიტერატურა
  • უნტერბერგერი, რიჩი. (2009c)Norwegian Wood. AllMusic. ციტირების თარიღი: 15 ივნისი 2009.
  • უნტერბერგერი, რიჩი. (2009d)Drive My Car. AllMusic. ციტირების თარიღი: 15 ივნისი 2009.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Rubber_Soul&oldid=4590536“-დან