Electronic Sound
| Electronic Sound | ||
| Electronic Sound | ||
| გამოცემის თარიღი | 9 მაისი 1969 | |
| ჩაწერის თარიღი | ნოემბერი 1968 & თებერვალი 1969 | |
| ჟანრი | ექსპერიმენტალური | |
| ხანგრძლივობა | 43:50 | |
| ლეიბლი | Zapple/EMI | |
| პროდიუსერი | ჯორჯ ჰარისონი | |
| ქრონოლოგია: ჯორჯ ჰარისონი | ||
|---|---|---|
| Wonderwall Music (1968) |
Electronic Sound (1969) |
All Things Must Pass (1970) |
Electronic Sound — ჯორჯ ჰარისონის მეორე სტუდიური ალბომი. ალბომი გამოვიდა 1969 წლის 9 მაისს ლეიბლზე Zapple Records. იგი მოხვდა დიდი ბრიტანეთის ჩარტებში. აშშ-ს ჩარტში კი #191-ე ადგილი დაიკავა. დისკში შესულია ორი ხანგრძლივი კომპოზიცია. ორივე კომპოზიცია სრულდება მუგის სინთეზატორზე.
სიმღერის „No Time or Space“ ნაწყვეტები გამოიყენება ჰარისონის სხვა კომპოზიციაში, „I Remember Jeep“, ალბომიდან All Things Must Pass (1970).
ალბომის ყდის ავტორია ჰარისონი, რომელმაც დახატა ეს უცნაური კოლაჟი. შიდა ყდაზე ალბომის შესახებ მითითებული იყო მინიმალური ინფორმაცია და ართურ ვაქსის ციტირება - "ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომელიც ხმაურობს; აი კიდევ რამდენიმე."
ექსპერიმენტული და არაკომერციული ხასიათის გამო, Electronic Sound ინგლისში წარუმატებელი აღმოჩნდა. აშშ-ში მან ოდნავ შეაღწია ბილბორდის ჩარტში. მისი მაქსიმალური ადგილი ამ რეიტინგში იყო #191.
მუსიკოსმა ბერნი კრაუსემ ჰარისონს სასამართლოში უჩივლა, იმ მიზეზით, რომ, როგორც თავად ამტკიცებდა, მეორე მხარეზე გამოყენებული მუგის სინთეზატორის პარტიები იყო მისი შესრულების ჩანაწერი. კრაუსეს სახელი სინამდვილეში გამოტანილი იქნა ყდაზე, მაგრამ უფრო ბნელ ფერებში, რამაც, ეტყობა, არ მიიქცია კრაუსეს ყურადღება.
1996 წელს პირველად გამოვიდა ალბომის ახალი გამოცემა.
სექციების სია |
კომპოზიციები [რედაქტირება]
მხარე 1 [რედაქტირება]
- Under the Mersey Wall – 18:43
მხარე 2 [რედაქტირება]
- No Time or Space – 25:06
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||||||||||||||||||