Let It Be
| Let it be | ||
| Let it be | ||
| გამოცემის თარიღი | 8 მაისი 1970 | |
| ფორმატი | ვინილის ფირფიტა, კომპაქტ-დისკი, აუდიოკასეტა, ციფრული | |
| ჩაწერის თარიღი | თებერვალი 1968, იანვარი-თებერვალი 1969, იანვარი, მარტი-აპრილი 1970, EMI/Apple-ის სტუდიები, ტვიკენჰემის კინოსტუდია, ლონდონი | |
| ჟანრი | როკ მუსიკა | |
| ხანგრძლივობა | 35:16 | |
| ენა | ინგლისური | |
| ლეიბლი | Apple, EMI | |
| ნომერი კატალოგში | PCS7096 | |
| პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი, ფილ სპექტორი | |
| ტექსტის ავტორი(ები) | ლენონი/მაკ-კარტნი/ჰარისონი | |
| ბითლზის სტუდიური ალბომები | ||
|---|---|---|
| Abbey Road (1969) |
Let It Be (1970) |
|
| სინგლები ალბომიდან Let it be | ||
|
||
| პროფესიონალური შეფასებები | |
|---|---|
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
| რობერტ კრისტგოუ | A−[2] |
| Pitchfork Media | (9.1/10)[3] |
| Q | |
| Rolling Stone | (სხვადასხვა)[4] |
| Consequence of Sound | |
| Sputnikmusic | |
Let It Be — ჯგუფ ბითლზის უკანასკნელი სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1970 წლის 8 მაისს, ლეიბლზე Apple Records. ეს ალბომი გამოიცა ჯგუფის დაშლის შემდეგ. ქრონოლოგიურად ეს არ იყო უკანასკნელი ჩაწერილი ალბომი, რადგანაც მისი ჩაწერის შემდეგ ჩაიწერა Abbey Road.
სექციების სია |
იდეა [რედაქტირება]
1968 წელს, როდესაც ბითლზი მანამდე უკვე 2 წლის მანძილზე არ მოგზაურობდა კონცერტებით, პოლ მაკ-კარტნიმ შემოიტანა საკონცერტო გამოსვლების აღდგენის ინიციატივა. წინა წელს, ალბომის The Beatles ჩაწერის დროს სტუდიაში უამრავ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ჯგუფში დაძაბულობამ იმატა. მაკ-კარტნი თვლიდა, რომ წლების მანძილზე ჯგუფმა საკუთარი თავი დაკარგა, ვინაიდან არ ჰქონია კონცერტები, ხოლო ჩანაწერები სულ უფრო რთულდებოდა არანჟირების მხრივ. პოლის აზრით, ურთიერთობების გამოსწორება და ჯგუფში ენთუზიაზმის დაბრუნება შესაძლებელი იყო, თუ ცოცხალი გამოსვლების ტრადიცია აღდგებოდა. მას სურდა მუშაობა ახალ ალბომზე, რომელიც ჩაიწერებოდა ყოველგვარი დამატებითი არანჟირებების ან ეფექტების გარეშე. ამით ოთხეული დაუბრუნდებოდა თავის საძირკველს.
მაკ-კარტნის მოწვევით, სტუდიაში გამოჩნდა პროდიუსერი/ინჟინერი გლინ ჯონსი. თუმცა, მისი მოვალეობა ოდნავ გაურკვეველი იყო, მაკ-კარტნის სურდა სტუდიაში ჯორჯ მარტინის დატოვებაც. შედეგად, არც ჯონსმა იცოდა, იმუშავებდა თუ არა ახალ ალბომზე პროდიუსერის სახით და არც მარტინმა იცოდა თავისი მოვალეობების შესახებ.
ბითლზის დანარჩენი წევრები მაკ-კარტნის ინიციატივას ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდნენ. წინა ალბომზე მუშაობა პრაქტიკულად, რამდენიმე თვის წინ დასრულდა და ცოცხალი გამოსვლების შესახებ მათი პოზიცია სკეპტიკური იყო. ჰარისონს საერთოდ არ სურდა საკონცერტო ტურის გამართვა, ვინაიდან ჯერ კიდევ ახსოვდა ბითლომანიის პერიოდის შეშლილი კონცერტები. მიუხედავად ამისა, იგი სიამოვნებით გამოდიოდა კონცერტებზე სხვა მუსიკოსებთან, რომელთა შორის ბობ დილანიც იყო. შესაძლოა, სწორედ ამან იქონია გავლენა მასში საკონცერტო გამოსვლებისადმი ინტერესის კვლავ გაღვივებაზე. იგი მოხდა ლენონის შემთხვევაში - ის გამოვიდა როლინგ სტოუნზის ორგანიზებულ როკ’ენ’როლის ცირკის წარმოდგენაზე. ასე თუ ისე, ბითლზის ოთხივე მუსიკოსი შეთანხმდა, რომ საცდელად, ახალი წლის პირველ დღეებში სტუდიაში მოიყრიდნენ თავს და დაიწყებდნენ რეპეტიციებს, თუმცა კონკრეტული მუსიკალური იდეები არ ჰქონიათ.
სიმღერების სია [რედაქტირება]
ცოცხალ შესრულებაში იგულისხმება ყოველგვარი სტუდიური დუბლებისა და ხმის მონტაჟის გარეშე ჩაწერილი სიმღერები.
ყველა სიმღერის ავტორი — ლენონი/მაკ-კარტნი, გარდა მითითებულისა.
| მხარე 1 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | ხანგრძლივობა | |||||||
| 1. | Two of Us | 3:33 | |||||||
| 2. | Dig a Pony | 3:52 | |||||||
| 3. | Across the Universe | 3:47 | |||||||
| 4. | I Me Mine (ჰარისონი) | 2:25 | |||||||
| 5. | Dig It (ლენონი/მაკ-კარტნი/ჰარისონი/სტარი) | 0:49 | |||||||
| 6. | Let It Be | 4:01 | |||||||
| 7. | Maggie Mae (ხალხური, არანჟირება - ლენონი/მაკ-კარტნი/ჰარისონი/სტარი) | 0:41 | |||||||
| მხარე 2 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | ხანგრძლივობა | |||||||
| 1. | I've Got a Feeling | 3:37 | |||||||
| 2. | One After 909 | 2:52 | |||||||
| 3. | The Long and Winding Road | 3:37 | |||||||
| 4. | For You Blue (ჰარისონი) | 2:32 | |||||||
| 5. | Get Back | 3:07 | |||||||
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ http://www.allmusic.com/album/let-it-be-r1701840
- ↑ Robert Christgau: CG: The Beatles
- ↑ The Beatles: Let It Be | Album Reviews | Pitchfork
- ↑ http://www.rollingstone.com/artists/thebeatles/albums/album/230618/review/5940857/let_it_be 1970
- ↑ Album Review: The Beatles – Let It Be [Remastered] « Consequence of Sound
- ↑ The Beatles - Let It Be (staff review) | Sputnikmusic
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
| წინამორბედი: Bridge Over Troubled Water - Simon & Garfunkel |
#1 ალბომები (ბრიტანეთი) 23 მაისი - 13 ივნისი 1970 |
შემდეგი: Bridge Over Troubled Water - Simon & Garfunkel |