Somewhere in England

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Somewhere in England
ალბომის Somewhere in England ყდა
Somewhere in England
გამოცემის თარიღი 5 ივნისი, 1981
ჟანრი როკ-მუსიკა
ხანგრძლივობა 39:43
ლეიბლი Dark Horse/Warner Bros. Records
პროდიუსერი ჯორჯ ჰარისონი, რეი კუპერი
ქრონოლოგია: ჯორჯ ჰარისონი
George Harrison
(1979)
Somewhere in England
(1981)
Gone Troppo
(1982)


 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3.5/5 stars[1]
Rolling Stone 2/5 stars

Somewhere in Englandჯორჯ ჰარისონის 1981 წლის სტუდიური ალბომი. მისი ჩაწერა დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ჰარისონი უკმაყოფილო იყო მუსიკალური ინდუსტრიით და სამწუხარო შემთხვევას ბითლზის ისტორიაში.

მორიგი სოლო-ალბომის ჩაწერა ჯორჯმა დაიწყო 1979 წლის შემოდგომაზე. კომპანიამ Warner Bros. Records ფირები შემდეგი წლის სექტემბერში მიიღო. მაგრამ კომპანიამ არ მოიწონა დისკი და მოსთხოვა ჰარისონს ოთხი სიმღერის, Tears Of The World, Sat Singing, Lay His Head და Flying Hour ამოღება - რადგანაც ოთხივე ნაკლებად ენერგიული და მოსაწყენი იყო. აგრეთვე მათ არ მოიწონეს ჰარისონის მიერ შემოთავაზებული ყდის იდეა, რომელზეც ჯორჯის სახე შერწყმული იყო დიდი ბრიტანეთის ზედხედთან. ჰარისონი იძულებული იყო, დათანხმებულიყო, მაგრამ იცოდა, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ (რაც მორიგი ალბომის ჩაწერისას დასრულდებოდა) კონტრაქტს სხვა კომპანიასთან დადებდა. ამასობაში მოხდა ტრაგედია - მოკლული იქნა ჯონ ლენონი. ჰარისონისათვის ეს დიდი დარტყმა იყო.

შოკიდან გამოსვლის შემდეგ ჰარისონმა დაასრულა ალბომზე მუშაობა. უკვე არსებული სიმღერის All Those Years Ago ტექსტი ოდნავ იქნა შეცვლილი - ისე, რომ აშკარა მინიშნებები იყო ლენონის ბედზე. რინგო სტარმა წინასწარ ჩაწერა დასარტყმელი საკრავების პარტიები, ხოლო დამატებითი ვოკალები შეასრულეს: პოლ მაკ-კარტნიმ, მისმა მეუღლე ლინდამ და ჯგუფის Wings წევრმა დენი ლეინმა. ოთხი ამოგდებული სიმღერის ნაცვლად დამატებული იქნა სიმღერები Blood From A Clone, Teardrops და That Which I Have Lost. ალბომს ყდა გადაღებული იქნა ტეიტის გალერეაში, ლონდონში.

ალბომიდან პირველი სინგლის სახით გამოიცა All Those Years Ago. რეაქცია მასზე დადებითი იყო. იგი იქცა ჰარისონის ყველაზე ცნობილ ჰიტად, მას შემდეგ რაც 1973 წელს გამოცემული იქნა Give Me Love (Give Me Peace On Earth). აშშ-ში ალბომსა და გამოცემულ სინგლებს ნაკლები წარმატება ჰქონდათ.

ალბომის 2004 წლის რემასტერში შეტანილი იქნა სიმღერის Save The World დემო ვერსია. რემასტერი შეტანილია ყუთში The Dark Horse Years 1976-1992. ამ გამოცემისათვის აღდგენილი იქნა ჰარისონის მიერ შექმნილი ყდის დიზაინი, რომელიც თავის დროზე კომპანიის Warner Bros. Records მოთხოვნით იქნა გაუქმებული.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი - ჯორჯ ჰარისონი, გარდა მითითებულისა

  1. Blood from a Clone – 4:03
  2. Unconsciousness Rules – 3:05
  3. Life Itself – 4:25
  4. All Those Years Ago – 3:45
  5. Baltimore Oriole (ჰოუგი კარმაიკლი) – 3:57
  6. Teardrops – 4:07
  7. That Which I Have Lost – 3:47
  8. Writing's on the Wall – 3:59
  9. Hong Kong Blues (კარმაიკლი) – 2:55
  10. Save the World – 4:54
    • დასასრულს ჟღერს ნაწყვეტი სიმღერიდან Crying, რომელიც შეტანილია ჰარისონის ალბომში Wonderwall Music

Somewhere In England გამოიცა 2004 წელს სიმღერის Unconsciousness Rules ორიგინალური მიქსისა და დამატებითი სიმღერების თანხლებით:

  1. Save the World (აკუსტიკური დემო ვერსია) – 4:31

iTunes მსმენელს სთავაზობს დამატებით სიმღერებს:

  1. Flying Hour (დამატებითი სიმღერა) – 4:35 (ეს არ არის ვერსია, რომელიც თავდაპირველად უნდა შეეტანათ ალბომში. სინამდვილეში იგი წარმოადგენს სინგლზე გამოცემულ ვარიანტს, რომელიც თან ახლდა 1988 წლის წიგნს „ჯორჯ ჰარისონის სიმღერები“. მისი ხანგრძლივობაა 4:35. თავდაპირველად ჟღერს ხმა, რომელიც ითვლის რითმს. კომპოზიცია უფრო ხანგრძლივია, ვიდრე სხვა ვერსია, მასში არ ჟღერს ან დამატებულია ზოგიერთი სოლო გიტარაზე, წყდება მოულოდნელად და ჟღერს სწორი ტემპით.)

ალბომის გამოუცემელი ვერსიის სიმღერების სია[რედაქტირება]

  1. Hong Kong Blues (კარმაიკლი) – 2:53
  2. Writing's on the Wall – 3:58
  3. Flying Hour (ჰარისონი/მიკ რალფსი) – 4:04
  4. Lay His Head – 3:43
    • გამოიცა რემიქსის სახით სინგლის Got My Mind Set On You b-გვერდზე
  5. Unconsciousness Rules – 3:36
  6. Sat Singing – 4:28
  7. Life Itself – 4:24
  8. Tears of the World – 4:00
    • გამოიცა ალბომის Thirty Three & 1/3 2004 წლის რემასტერინგზე
  9. Baltimore Oriole (კარმაიკლი) – 3:57
  10. Save the World – 4:56

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]