ჩეტ ატკინსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ჩესტერ ბარტონ "ჩეტ" ატკინსი (Chester Burton "Chet" Atkins; დ. 20 ივნისი, 1924 – გ. 30 ივნისი, 2001), გავლენიანი ამერიკელი გიტარისტი და ხმის ჩამწერი პროდიუსერი.
მისმა შესრულების ტექნიკამ, რომელიც მერლ ტრევისის, ჯანგო რენჰარდტის, ჯორჯ ბარნსისა და ლეს პოლის გავლენით ჩამოყალიბდა, ჩეტს მრავალი თაყვანისმცემელი შესძინა, როგორც აშშ-ში, ისე ქვეყნის გარეთ. ატკინსის პრიოდუსერობით შეიქმნა პერი კომოს, ელვის პრესლის, ედი არნოლდის, დონ გიბონსის, ჯიმ რივესის, ჯერი რიდის, კიტერი დევისის, კონი სმიტის, ვეილონ ჯენინგსისა და სხვათა ჩანაწერები. ოვენ ბრედლისთან ერთად, მან შექმნა ქანთრის მუსიკის პოლირებული სტილი, ცნობილი დღეს, როგორც "ნეშვილ საუნდი", რისი წყალობითაც ამ მიმდინარეობის პოპულარულობა საგრძნობლად გაიზარდა.
სტატიის