Revolver (ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Revolver
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 5 აგვისტო, 1966 (გაერთიანებული სამეფო)
8 აგვისტო 1966 (აშშ)
ჩაიწერა 6 აპრილი – 21 ივნისი 1966
სტუდია EMI-ს სტუდიები, ლონდონი
ჟანრი
ხანგრძლივობა 34:43
ლეიბლი Parlophone
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
The Beatles — ქრონოლოგია
Rubber Soul
(1965)
Revolver
(1966)
A Collection of Beatles Oldies
(1966)
The Beatles-ის ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემების ქრონოლოგია
Yesterday and Today
(1966)
Revolver
(1966)
Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band
(1967)
სინგლები ალბომიდან Revolver
  1. „Yellow Submarine / Eleanor Rigby“
    გამოცემის თარიღი: 5 აგვისტო 1966

Revolverინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის მეშვიდე სტუდიური ალბომი, რომელიც ბრიტანეთში გამოვიდა 1966 წლის 5 აგვისტოს, ხოლო აშშ-ში - სამი დღის შემდეგ. ალბომით მოხდა ჯგუფის ევოლუცია Rubber Soul-ის შემდეგ. The Beatles იქცა სტუდიური ნოვატორული ხერხების აღმომჩენად, Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band-ის გამოცემამდე ერთი წლით ადრე. თავისი გამოსვლის შემდეგ, Revolver კრიტიკოსება ფართოდ აღიარეს, როგორც პოპულარული მუსიკის სტანდარტების კანონმდებელი, თუმცა ამერიკაში თავდაპირველად მისი შეფასება არც თუ ხმაურიანი იყო, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ჯონ ლენონმა გააკეთა სკანდალური განცხადება, რომელშიც ახსენა, რომ The Beatles ქრისტეზე უფრო პოპულარული იყო. ალბომი გამოირჩევა სხვადასხვა, ჯგუფისთვის მანამდე უჩვეულო მეთოდის გამოყენებით - ფირის ციკლებით ექსპერიმენტულ "Tomorrow Never Knows"-ში, კლასიკური სიმებიანი ოქტეტით "Eleanor Rigby"-ში და ინდური მუსიკის ელემენტებით "Love You To"-ში. "Yellow Submarine"-თან ერთად სინგლზე გამოცემის შემდეგ "Eleanor Rigby" საერთაშორისო ჰიტად იქცა.

ალბომის გრემის ჯილდოს მფლობელი გარეკანი შექმნილია კლაუს ფორმანის, ჰამბურგის პერიოდიდან ჯგუფის ერთ-ერთი ძველი მეგობრის მიერ. ბრიტანეთში ალბომის 14 სიმღერა 1966 წლის ივლისში რადიოსადგურებისთვის გავრცელდა. იენ მაკდონალდი მოგვიანებით წერდა, რომ Revolver-ის მუსიკა "ჯგუფის კარიერის რადიკალური ახალი ფაზა იყო".[1] გარდა სხვადასხვა სიახლის, როგორიც იყო სხვადასხვა სიჩქარის გამოყენება, შებრუნებული ფირები, სესიების შედეგად გამოიგონეს ავტომატური ორმაგი ტრეკინგი - ტექნოლოგია, რომელიც მალე ხმისჩამწერი ინდუსტრიის ერთ-ერთ ნაწილად იქცა. სესიების დროს აგრეთვე ჩაიწერა სიმღერები "Paperback Writer" და "Rain", რომლებიც გამოვიდა ცალკე სინგლზე. ჯგუფმა მათთვის გადაიღო თავისი პირველი პრომო ფილმები.

ბრიტანეთის ალბომების ჩარტში ალბომი 34 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. აქედან შვიდი კვირის განმავლობაში მას პირველი პოზიცია ეკავა.[2] ჩრდილოეთ ამერიკაში Revolver 11 სიმღერით გამოვიდა, მაგრამ ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც Capitol Records-მა მასალა შეამცირა. ამ გამოცემის გამოსვლა დაემთხვა The Beatles-ის 1966 წლის, უკანასკნელ ტურნეს, რასაც მოჰყვა კონცერტებზე უარის თქმა. ამერიკაში ალბომი Billboard-ის საუკეთესო ფირფიტების ჩარტის სათავეში ექვსი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

Revolver კოლინ ლარკინის წიგნში ყველა დროის 1000 საუკეთესო ალბომი იკავებს პირველ ადგილს. 2003 წელს მან Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის“ სიაში #3 პოზიცია დაიკავა.[3] ალბომის CD რემასტერი გამოვიდა 2009 წლის 9 სექტემბერს. 2013 წელს, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ხმისჩამწერმა ინდუსტრიამ შეცვალა გაყიდვების სერტიფიცირების წესები, Revolver-ს ბრიტანეთში პლატინა მიენიჭა. RIAA-მ მას აგრეთვე ხუთმაგი პლატინის სტატუსი მიანიჭა.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965 წლის დეკემბერში Rubber Soul, ჯგუფის ალბომი, კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.[4] წიგნში Revolver: How the Beatles Reimagined Rock 'n' Roll, ავტორი რობერტ როდრიგესი წერს, რომ მას თვლიდნენ "მნიშვნელოვან გარღვევად წინა ხუთი ალბომის მერსიბიტის ჟღერადობის შემდეგ". [4] შემდეგი წლის იანვარში ჯგუფი მუშაობდა 1965 წლის ზაფხულში კონცერტებზე ჩაწერილი მასალის სტუდიურ დუბლირებაზე,[5] რაც უნდა შეეტანათ ფილმში The Beatles at Shea Stadium.[6] ჯგუფის მენეჯერი ბრაიან ეპსტაინი ელოდა, რომ The Beatles დაიწყებდა მესამე სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობას, თუმცა ჯგუფის წევრებმა ვერ შეათანხმეს სცენარი. [7][8] სამთვიანი შესვენების შემდეგ[9] ჯგუფს კიდევ დაემატა თავისუფალი დრო, რაც ახალი ალბომის მომზადებისთვის წარმოუდგენლად დიდ დროს ტოვებდა.[10]

The Beatles Forever-ში ავტორი ნიკოლას შეფნერი ახსენებს 1966 წელს, როგორც ჯგუფის ფსიქოდელიურ პერიოდს და ამატებს: "ეს ზედსართავი არა მხოლოდ აზროვნებაზე ზემოქმედების მქონე საშუალებებს აღნიშნავს, არამედ ფართო სპექტრის თავისუფლებას, რომელიც მათმა მუსიკამ წარმოშვა." [11] მუსიკალური ჟურნალისტი კეროლ კლერკი წერს, რომ Revolver არის "მჟავის დიდი რაოდენობის გავლენით შექმნილი", რაც მოჰყვა 1965 წლის ზაფხულში ჯონ ლენონის და ჯორჯ ჰარისონის ექსპერიმენტებს ამ ნარკოტიკულ საშუალებასთან.[12] ამ მოვლენების შემდეგ ორივე მუსიკოსი დაინტერესდა აღმოსავლური სულიერი და ფილოსოფიური იდეებით,[12][13] ნაწილობრივ, ადამიანთა არსებობის ილუზორული ბუნებით.[14] მიუხედავად ჯგუფის სხვა წევრების შემოთავაზებისა, მას შემდეგ, რაც რინგო სტარმაც გასინჯა LSD, პოლ მაკ-კარტნიმ მის გამოყენებაზე უარი თქვა.[15] Revolver-ის შექმნისას პოლი შთაგონებული იყო უფრო მეტად ინტელექტუალური სტიმულირებით, რომელიც ლონდონის საზოგადოებაში მიიღო.[16][17]

თუკი ლენონი 1965 წლის ჩათვლით The Beatles-ის დომინირებადი შემოქმედებითი ძალა იყო და სინგლების დიდი ნაწილი მის წამყვან ვოკალს შეიცავდა, ისევე, როგორც ალბომების პირველი და ბოლო სიმღერები, მაკ-კარტნი ახლა იგივე ბედს იზიარებდა და თანასწორუფლებიანი იყო.[18] Revolver წარმოადგენს ჯგუფის კარიერის შუა პერიოდს, ლენონის დომინირებას - რომელიც ამ დროისთვის უკვე კარგავდა The Beatles-ის წევრობისადმი ინტერესს - და მაკ-კარტნის პერიოდს შორის, როდესაც უკანასკნელი ხელმძღვანელობდა ყოველ ალბომს, გამოცემულს Revolver-ის შემდეგ.[19] გარდა ამისა, ჰარისონის დაინტერესება ინდოეთის მუსიკით და კულტურით მნიშვნელოვანი იყო მისი, როგორც კომპოზიტორის ჩამოყალიბებისას.[20] Revolver-იდან მოყოლებული, როგორც შეფნერი წერს, „The Beatles-ში უკვე არსებობდა სამი ნაყოფიერი ავტორი“.[21]

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალისტი: რა გამოვა შემდეგი ხმისჩამწერი სესიების შემდეგ?
ლენონი: ფაქტობრივად ყველაფერი. ელექტრონული მუსიკა, ხუმრობები ... ერთი რამ აშკარაა - შემდეგი გრამფირფიტა იქნება განსხვავებული.[22]
— ჯონ ლენონის ინტერვიუ ჟურნალთან NME, მარტი 1966

EMI-ს ლონდონურ ბაზაზე უფრო თანამედროვე სტუდიაში მუშაობის სურვილით, 1966 წლს მარტში The Beatles-მა ბრაიან ეპსტაინი გაუშვა მემფისში, რათა მას დაედგინა, შეიძლებოდა თუ არა, ემუშავათ იქაურ Stax Studio-ში.[23] ორი თვის შემდეგ ჰარისონის მიერ დაწერილი წერილის თანახმად, ჯგუფს სურდა სტუდიის ადგილობრივ პროდიუსერ ჯიმ სტიუარტთან ერთად მუშაობა.[24] თუმცა, ჩამაფიქრზე უარი თქვეს მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო სტუდიასთან შეკრება. არსებობდა Atlantic Studios-ის (ნიუ-იორკი) და Motown-ის (დეტროიტი) გამოყენების გეგმაც.[23][nb 1]

ჰარისონი, მაკ-კარტნი და ლენონი, ჯორჯ მარტინთან ერთად EMI-ს სტუდიებში, დაახლოებით 1966 წელი

ალბომი სესიები დაიწყო EMI-ს მესამე, ები-როუდის სტუდიებიდან უფრო მცირეში, 1966 წლის 6 აპრილ, პროდიუსერ ჯორჯ მარტინის მონაწილეობით.[25] პირველი სიმღერა, რომელზეც მუშაობდნენ, იყო ლენონის "Tomorrow Never Knows",[26] რომლის არანჟირება მეორე დღეს უკვე შეიცვალა.[27] ხოლო პირველი დუბლი, ისევე, როგორც სესიების სხვა ფრაგმენტები,[28] შეიტანეს 1996 წლის Anthology 2-ში.[29]

როდრიგესის თანახმად, Revolver პირველი შემთხვევაა, როდესაც The Beatles-მა „განგებ ჩართო“ სტუდია „მათი ჩანაწერების შექმნის პროცესში“ და არა უბრალოდ „ჩაწერისთვის გამოიყენა“.[30] წარმოებისას გამოიყენებოდა ორმაგი ტრეკინგის ტექნოლოგია, გამოგონილი ინჟინერ კენ ტაუნსენდის მიერ 6 აპრილს. ამ ტექნოლოგიის ორი სინქრონიზებული მაგნიტოფონი ქმნიდა ორმაგი ვოკალის ეფექტს.[31] მანამდე სტანდარტულ მეთოდს წარმოადგენდა ვოკალის გაორმაგება, ერთი ჩანაწერის ხმისჩამწერ მოწყობილობაზე ორჯერ ჩაწერით, რაც ლენონს განსაკუთრებით არ მოსწონდა. ცნობილია, რომ The Beatles-ს გაუხარდა ასეთი გამოგონების გამოჩენა და იგი აქტიურად გამოიყენეს Revolver-ზე. ორმაგი ტრეკინგის სისტემა მალე იქცა პოპულარული მუსიკის ჩაწერის ტექნოლოგიის სტანდარტად, რასაც შემდგომში მოჰყვა სხვა ეფექტების გამოგონება, როგორიც იყო გუნდის ეფექტი.[32]

EMI-ს კიდევ ერთი ინჟინერი, ჯეფ ემერიკი, იხსენებდა The Beatles-ის აღტაცებას ექსპერიმენტების შესაძლებლობით: "Revolver-ის ჩაწერის დროს The Beatles ამბობდა "კარგია, კარგად ჟღერს, ახლა კი ეს ჩანაწერი უკუღმა გავუშვათ, შევანელოთ ან ავაჩქაროთ". უკუღმა აბრუნებდნენ, რათა მოესმინათ, როგორ ჟღერდა".[33][26] ჯგუფის დაინტერესება ტონებით, რომლებიც იცვლებოდა ფირების სხვადასხვა სიჩქარესთან ერთად, გადაიზარდა სწრაფი ტემპის გამოყენებაში, რათა მიეღოთ საბოლოო, ალბომში შესატანი შედეგი.[34]

როგორც ჯორჯ მარტინის თანაშემწე, ემერიკი იყო სტუდიაში რამდენიმე სიახლის ავტორი.[35] ყველაზე მნიშვნელოვანია ჯგუფის ჟღერადობა. მაგალითად, მან და ტაუნსენდმა მაკ-კარტნის ბას-გიტარის გამაძლიერი ჩაწერეს, რეპროდუქტორიდან და არა სტანდარტული მიკროფონით. პოლი ახალ Rickenbacker-ს იყენებდა, Höfner-ის სანაცვლოდ და ახალი კონფიგურაციაც იძლეოდა ბასის უფრო გამოკვეთილად ჟღერადობის საშუალებას.[36] პერსონალმა ეს ტექნიკა გამოიყენა მხოლოდ ორ სიმღერაში, რომელიც, ამასთან, გამოვიდა ცალკე სინგლზე და ალბომში არ შესულა[37], ესენია "Paperback Writer" და "Rain".[38] ემერიკმა უზრუნველყო სტარის ბას-დოლის გამოკვეთილი ჟღერადობაც, როდესაც მასში მოათავსა ტანსაცმელი.[39] ამის შემდეგ მან მიკროფონი დოლს 3 დუიმით დააშორა და სიგნალის Fairchild-ის შემზღუდველით კომპრესირება მოახდინა.[40] მუსიკათმცოდნე იენ მაკდონალდი წერს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ები-როუდი ტექნიკურად აშშ-ების ზოგიერთ სტუდიაზე უარესი იყო, მოგვიანებით სტარის ნოვატორული ჟღერადობის გადმოცემა ამერიკელ ხმის ინჟინრებს გაუჭირდათ.[41]

1 მაისისთვის ჯგუფს ჩაწერილი ჰქონდა ცხრა სიმღერა[42]. ამ პერიოდში ისინი გამოვიდნენ NME-ს გამოკითხვის დაჯილდოებულების შეკრებაზე, უემბლიში. ბრიტანეთში ეს იყო The Beatles-ის უკანასკნელი გამოსვლა ფასიანი კონცერტით[43]. 10.000 მსმენელის წინაშე მათ დაუკრეს რამდენიმე სიმღერა, მაგრამ გამოსვლას მკრთალი უწოდეს.[4] ლენონი და ჰარისონი უკვე საჯაროდ გამოხატვდნენ უკმაყოფილებას დიდებით და ბიტლომანიით. 1966 წელს გავრცელდა ჯგუფის დაშლის ჭორიც.[44] იმავე თვეში ისინი დაესწრნენ ბობ დილანის კონცერტს როიალ ალბერტ ჰოლში და მსმენელებს, რომლებიც გამოხატვდნენ დილანის მიერ აკვიატებული ელექტრონული ჟღერადობით უკმაყოფილებას, მოუწოდებდნენ, თავი შეეკავებინათ მუსიკოსის გამოსვლის ხელის შეშლისგან.[45]

მაისის ბოლოს ჯგუფმა ორი დღის განმავლობაში გადაიღო პრომო ფილმები მომავალი სინგლისთვის.[46] პირველი კადრები ები-როუდზე, 19 მაისს[47] მაიკლ ლინდზი-ჰოგმა გადაიღო (შოუს Ready Steady Go! რეჟისორმა). მეორე დღეს ისინი დასავლეთ ლონდონში გადავიდნენ და ჩისუიკ-ჰაუსის ეზოში სხვა კადრები გადაიღეს.[46] 16 ივნისს, ალბომის სესიების დასრულებამდე მუსიკოსები "Paperback Writer"-ით და "Rain"-ით Top of the Pops-ზე გამოვიდნენ.[48]

მუსიკა და ტექსტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკალური ნაწყვეტები:

როდრიგესი წერს, რომ Revolver-მა გავლენა იქონია სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის განვითარებაზე. მათ შორის არის ელექტრონიკა, პანკ-როკი და მსოფლიო მუსიკა.[49] კენეთ უომეკი, მწერალი და კრიტიკოსი, აღწერს, თუ როგორ ივკლევდა The Beatles ამ ალბომზე „ქვეცნობიერის ფენომენოლოგიას“. "I'm Only Sleeping", მისი აზრით, არის მაგალითი ოცნებებით დაინტერესების და აღსანიშნავია სიკვდილის თემა "Tomorrow Never Knows"-ში. ავტორი თვლის, რომ ამ სიმღერებით აღნიშნულია ადამიანის სიცოცხლის ორი ციკლი, რომელიც ერთმანეთის ფილოსოფიურად ეწინააღმდეგება.[50]

მხარე 1[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარისონმა "Taxman" დაწერა, როგორც პროტესტი მარგინალური გადასახადების წინააღმდეგ. The Beatles-ის მსგავსი შემსრულებლები ამ პერიოდში სახელმწიფოს უხდიდნენ საშემოსავლო გადასახადის დიდ თანხებს, ხოლმე - 95%-ს.[51][nb 2] თვლა, რომელიც შესავალში ჟღერს, ჰარისონმა ჩაწერა, თუმცა იგი არ ემთხვევა სიმღერის ნამდვილ ტემპს.[53] კრიტიკოს ტიმ რაილის თქმით, იგი ხაზს უსვამს Revolver-ის ახალ სტუდიურ ესთეტიკას.[54] მაკ-კარტნის ბასზე ჟღერს მკვეთრი გლისანდო. პოლი აგრეთვე ასრულებს სოლოს სიმღერაში, რომელიც ინდური მუსიკის სტილში ჟღერს და მოიცავს ორ ოქტავას.[55] ჰარისონის ვოკალი კომპრესირებით არის დავუშავებული.[51] როდრიგესის აზრით, „ბასრი დაცინვა“ არის 1970-იანების პანკის მოძრაობის ერთგვარი წინამორბედი.[49] სიმღერის ტექსტი დაიწერა ლენონის მონაწილეობით[56]. მასში ნახსენებია ჰაროლდ უილსონი და ედვარდ ჰითი - იმ პერიოდში ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი და კონსერვატორების ოპოზიციური ლიდერები.[57]

უომეკი მაკ-კარტნის "Eleanor Rigby"-ს აღწერს, როგორც „მარტოობის სირთულეების თხრობას“. მისი აზრით, ეს არის The Beatles-ის ერთ-ერთი ყველაზე „გააზრებული“ სიმღერა.[58] სიმღერის პერსონაჟია ელინორ რიგბი, ასაკში შესული შინაბერა და მარტოსული მღვდელი მამა მაკ-კენზი, რომელიც წერს „ქადაგებას, რომელსაც არავინ მოისმენს“.[59] იგი რიგბის დასაფლავებას ხელმძღვანელობს და ამბობს, რომ, მიუხედავად მისი მცდელობებისა, „არავინ გადარჩენილა“.[60] შეფნერი წერს, რომ ეს არის მაკ-კარტნის მიერ დაწერილი ამ ალბომის ერთადერთი სიმღერა, რომელიც სტანდარტული სასიყვარულო სიმღერისგან შორს არის.[21] მისი ტექსტი კოლექტიურად დაიწერა, ჰარისონის, სტარის და ლენონის თანამონაწილეობით.[61][nb 3] ჯგუფის არც ერთ წევრს სიმღერაში არ დაუკრავს[63], სინამდვილეში ჯორჯ მარტინმა იმუშავა სიმებიანი ოქტეტის არანჟირებაზე, ალფრედ ჰიჩკოკის „ფსიქოს“ მელოდიის შთაგონებით, რომლის ავტორია ბერნარდ ჰერმანი.[64] მაკდონალდი აღნიშნავს, რომ, გამომდინარე იქიდან, რომ პოპულარული სიმღერების დიდი ნაწილი ერიდება სიკვდილის თემის განხილვას, "Eleanor Rigby"-ს მიერ ამ ტაბუირებული თემის აღწერა 1966 წელს მსმენელებისთვის ერთგვარი შოკი იყო.[65] რაილი წერს, რომ Taxman-ის პერსონაჟი კორუფცია და ელინორის სევდიანი აღსასრული Revolver-ის სამყაროს უფრო ავბედად აქცევს, ვიდრე რომელიმე სხვა ორი სიმღერა, აღებული ერთად.[66]

მუსიკალური ნაწყვეტები:

"I'm Only Sleeping" დაიწერა ლენონის მიერ. ბარი მაილზი აღწერს მას, როგორც „ნახევრად მჟავურ სიზმარს, ნახევრად ლატენტურ ლენონის პერსონიფიცირებულ სიზარმაცეს“.[67] ისევე, როგორც "Rain"-ის შემთხვევაში, სიმღერის ძირითადი ფონოგრამა ჩაიწერა უფრო სწრაფი ტემპით, შემდეგ კი სხვადასხვ სიჩქარეზე გამოიყენებოდა.[68][69] ეფექტი, რომელიც მიიღეს ჩანაწეზე, მაკდონალდის აზრით, ჟღერს, როგორც „მოხუცის ხმა“.[70] ჰარისონს ეკუთვნის გიტარის სოლო, რომელიც შებრუნებულია. ჩაწერისას იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იმას, თუ რა ჟღერადობა უნდა ჰქონოდა ამა თუ იმ ნოტს, იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოო ჩანაწერზე სოლო შებრუნებულად იქნებოდა წარმოდგენილი.[71][nb 4] ბიოგრაფი ჯონათან გულდი სოლოს განიხილავს, როგორც „დროის და მოძრაობის კანონების შეჩერებას, სიფხიზლისა და ძილს შორის არსებული ნახევარ-კავშირის სიმულირებისთვის“.[72] მუსიკათმცოდნე უოლტერ ევერეტი აღტაცებულია ჩანაწერის „უჩვეულო ტონით“ და სიმღერას აღწერს, როგორც „განსაკუთრებით ექსპრესიულ ტექსტურ ნახატს“.[73]

"Love You To" არის ჰარისონის პირველი დიდი ნაბიჯი ინდურ კლასიკურ მუსიკაში კომპოზიტორის სახით, მას შემდეგ, რაც წინა ალბომზე ლენონის "Norwegian Wood"-ში დაუკრა.[74] "Love You To" ჩაიწერა ლონდონის აზიური მუსიკის წრის მონაწილეთა ჩართვით. ისინი უკრავენ ტაბლაზე, სვარმანდალზე და ტანპურაზე.[75] მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კამათობს, თუ ვინ შეიძლება იყოს სიტარის შემსრულებელი,[76] პიტერ ლავეზოლი, The Dawn of Indian Music in the West-ის ავტორი, აცხადებს, რომ ეს ჰარისონია. მისი აზრით, ჯორჯის შესრულების მანერა არის „სიტარაზე რომელიმე როკ-მუსიკოსის ყველაზე სრულყოფილი შესრულება“. იგი აღნიშნავს, რომ ეს არის „პოპულარულ მუსიკაში პირველი მცდელობა, მიღწეული იქნას არადასავლური მუსიკალური ფორმა, როგორც სტრუქტურაში, ასევე ინსტრუმენტულ ნაწილში.“[77] ჰარისონი აგრეთვე უკრავს ფაზტონის ეფექტით აღჭურვილ გიტარაზე.[75] ევერეტი აღნიშნავს, რომ თვლის ცვლილება ჯგუფის მუსიკაში უპრეცედენტოა და სახასიათო, რაც გაგრძელდა შემდეგ ალბომში, Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band.[78] ნაწილობრივ შთაგონებული ჰარისონის მიერ LSD-ის გამოყენებით,[79][80] უომეკი თვლის, რომ "Love You To"-ს ტექსტი განიხილავს შემსრულებლის სურვილს, მიიღოს „სწრაფი სექსუალური სიამოვნება“. მისივე აზრით, იგი „შიდა ჰედონიზმის აღიარების და მიწიერი დაბრკოლებების გათავისუფლების ერთიანი სიგნალია“.[81]

"Here, There and Everywhere" მაკ-კარტნის ბალადაა, რომელიც მან The Beach Boys-ის "God Only Knows"-ის შთაგონებით შექმნა.[81] ორმაგი ვოკალი სხვადასხვა სიჩქარეზე ჟღერს, ამიტომ დაკვრისას შეიმჩნევა უფრო მაღალი ტონი, ვიდრე ორიგინალში.[82] სიმღერის პირველი სტრიქონები სრულდება სხვადასხვა თვლით - 9/8-დან 7/8-მდე / 4/4-მდე.[81] ევერეტი: „The Beatles-ის არც ერთი სხვა სიმღერა მსმენელს ასე კარგად არ ამზადებს ყველაზე განსაცვიფრებელი და ექსპრესიული ტონალური განვითარებისთვის, რომელიც წინ ელის.“[83] იგი სიმღერას რომანტიკულ ბალადას უწოდებს, „აქ და ამ წამს სიცოცხლეზე“ და „ცნობიერების ჟამის სრულად განცდაზე“.[81] ის აღნიშნავს, რომ წინა ტრეკით, "Love You To", ალბომში გამოხატულია „ერთდროულად ფიზიკური და რომანტიკული სიყვარულის ადამიანური აღქმა“[81]. რაილი ამბობს, რომ "Here, There and Everywhere" მაკ-კარტნის მიერ ოდესმე დაწერილი „ყველაზე სრულყოფილი სიმღერაა“.[84] მისი აზრით, იგი "Love You To"-ს „ეროტიულობას“ „ათვინიერებს“. [85] სიმღერა Revolver-ის სესიების უკანასკნელ პერიოდში ჩაწერა, ვინაიდან 23 ივნისს გერმანიაში ტურნე იწყებოდა და The Beatles-ს უნდა დაესრულებინა ახალი ჩანაწერი.[86][nb 5]

მაკ-კარტნიმ დაწერა "Yellow Submarine" (სიმღერა, რომელიც, მისივე თქმით, „ბიჭუნას ამბავია“) - სპეციალურად რინგოს შეზღუდული ვოკალური დიაპაზონისთვის.[88] მარტინის და ემერიკის, აგრეთვე როლინგ სტოუნზის მუსიკოსების, ბრაიან ჯოუნზის, მიკ ჯეგერის და როუდ-მენეჯერების, ნილ ესპინოლისა და მელ ევანზის თანაშემწეობით, ჩაიწერა ცოცხალი ატმოსფერო, სხვადასხვა ინსტრუმენტის, სიმღერის, გონგების, სტვენისა და ზარების, აგრეთვე ები-როუდის მეორე სტუდიის ხმოვანი ეფექტების აღრევით.[88] ლენონმა ხმები ჩაწერა ები-როუდის ექოიან ოთახში. უომეკის აზრით, მან აღადგინა ლივერპულის „საზღვაო წარსულის დავიწყებული კვალი“.[89] რაილი წერს, რომ მაკ-კარტნის მოხდენილი ტენორული ვოკალის "Here, There and Everywhere"-ში სტარის „ყელიან“ ბარიტონთან შერწყმა კომიკურ ეფექტს ქმნის, რომელსაც წარმატებით მხოლოდ The Beatles თუ მიაღწევდა.[90] კომიკურობის აღრევა ამ სიმღერაში, მისი თქმით, The Goon Show-ს ჰგავს, სპაიკ ჯოუნზის შთაგონებული სატირით.[91] იგი აგრეთვე აღნიშნავს: „"Yellow Submarine" არ უკუაქცევს Revolver-ის ბნელ განწყობას, იგი უბრალოდ მხიარული გასართობია.“[91]

სიმღერები უფრო საინტერესო გახდა, ამიტომ ეფექტებიც უფრო საინტერესო იყო. ვფიქრობ, ნარკოტიკებმა ამ ალბომზე უფრო მეტი გავლენა მოახდინა...მოსაწევმა და მჟავამ. დღემდე ვთვლი, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებს ვღებულობდით, სესიების დროს აქტიურად არ ვიყენებდით. ნამდვილად ბევრს ვმუშაობდით.[92]
— რინგო სტარი, 2000

"Yellow Submarine"-ის ნათელ ატმოსფეროში, რაილის თქმით, იჭრება „აშკარად დამორჩილებული, მაგრამ შიგნიდან მძვინვარე გიტარა“, "She Said She Said"-იდან.[91] რაილი აქებს სიმღერაში გამოხატულ უბიწოების „მთავარ მოწოდებას“, რაც ტექსტს „სირთულეს“ ანიჭებს. მსმენელი კი ამ განიცდის „არაადეკვატურობის“, „უსუსურობის“ და „ღრმა შიშის“ გრძნობებს.[91] ავტორის აზრით, სიმღერის „ინტენსივობა არის საგრძნობი“ და „მუსიკა ლენონის სულთან პირდაპირი კავშირია“.[91][nb 6] "She Said She Said" მეორე შემთხვევაა, როდესაც The Beatles-ის სიმღერა ცვალებადი თვლით სრულდება ("Love You To"-ს შემდეგ). 4/4 თვლა ტექსტთან ერთად იცვლება 3/4-ით.[94] მოგვიანებით ჰარისონი იხსენებდა, რომ ლენონს იგი დაეხმარა სიმღერის დასრულებაში, რაც მდგომარეობდა მისი სამი ფრაგმენტის გაერთიანებაში.[95] სიმღერა ჩაიწერა 21 ივნისს, ცხრასაათიანი სესიისას, ჯგუფის მიერ ალბომის დასრულების უკიდურეს ვადამდე ერთი დღით ადრე.[96] მაკდონალდი "She Said She Said"-ს უწოდებს „მაკ-კარტნის უმწივლო სინაზის ანტითეზისს“ და „ერთ-ერთი არაჩვეულებრივ რამეს, რაც ლენონს დაუწერია“.[97] სტუდიაში კამათის გამო, მაკ-კარტნიმ არ მიიღო მის ჩაწერაში მონაწილეობა, ამიტომ ჰარისონმა თავად დაუკრა ბას-გიტარაზე, გარდა წამყვანი გიტარის და ვოკალური ნაწილების შესრულებისა.[98] ტექსტი შთაგონებული იყო საუბრით, რომელსაც ლენონს და ჰარისონს ჰქონდა პიტერ ფონდასთან, 1965 წლის აგვისტოში[99], როდესაც სამივე LSD-ის ეფექტის ქვეშ იმყოფებოდა.[100] ამ საუბრისას ფონდამ თქვა: „ვიცი, რას ნიშნავს, იყო მკვდარი“ - ვინაიდან მისი შვილი ოპერაციისას კლინიკურად მოკვდა.[87] ლენონს შეეშინდა, რომ ამ ამბის გამო ნარკოტიკის ეფექტი უარყოფით შეგრძნებებს გამოიწვევდა, ამიტომ ფონდას სთხოვა, დაეტოვებინა შეკრება.[97] რაილი აღნიშნავს, რომ Revolver-ის პირველი მხარის "She Said She Said"-ით დასრულებით, The Beatles დაუბრუნდა ავის მომასწავებელ განწყობას, რომელიც ალბომის პირველი ორი სიმღერით ჩამოყალიბდა.[101]

მხარე 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"Good Day Sunshine" ძირითადად მაკ-კარტნის მიერ დაიწერა. რიჩი უნტერბერგერი (AllMusic) მას აღწერს, როგორც „გაზაფხულის პირველი მშვენიერი დღეების, შეყვარებულობის ან ახალი დასვენების“ „შესაბამის საუნდტრეკს“. სტროფებში ვოდევილის ელემენტებია შეტანილი. მაკ-კარტნი ამბობდა, რომ სიმღერაზე გავლენა The Lovin' Spoonful-მა იქონია.[102]

"And Your Bird Can Sing" დაიწერა ლენონის მიერ, თუმცა მაკ-კარტნი ამბობდა, რომ მას ტექსტის შექმნისას დაეხმარა.[103] ჰარისონი და მაკ-კარტნი სიმღერაში ორმაგ სოლოებს უკრავენ.[104]

"For No One"-ში მაკ-კარტნი ფორტეპიანოზე და კლავიკორდზე უკრავენ, სტარი კი — სხვადასხვა პერკუსიულ ინსტრუმენტზე. ალან სივილი უკრავს ვალტორნაზე.[104] აღნიშნავს რა მაკ-კარტნის „ჩვეულ ლოგიკას“ სიმღერის მუსიკალურ სტრუქტურაში, მაკდონალდი აგრეთვე განიხილავს მოწყვეტილობის თემას, რომელიც აღწერილია „ურთიერთობის აღწერის ამ საოცრად ფლეგმატურ ტექსტში.“ იგი ამბობს, რომ მაკ-კარტნი, სავარაუდოდ, ცდილობდა მუსიკაში „მშრალი კინემატოგრაფიული ხედვის“ იგივე ელემენტის შეტანას, რომელიც ჯონ შლეზინგერმა 1965 წლის ფილმში „ძვირფასო“ გამოიყენა.[105]

"Doctor Robert"-ის ავტორები ლენონი და მაკ-კარტნი არიან.[106] პოლი: „ეს არის ხუმრობა ერთ ტიპზე, რომელიც ყველას მკურნალობდა აბებით და ტრანკვილიზატორებით.“ „ექიმი რობერტი მთელ ნიუ-იორკს ნარკოტიკების ქვეშ ამყოფებდა.[107] ნიუ-იორკში ერთი ეგეთი არის და შტატებში ხალხი ამბობდა: „ყველაფერს იშოვი მაგასთან, ნებისმიერ აბებს. აი ეს არის ექიმი რობერტი, აბებიანი ექიმი, რომელიც წესრიგში მოგიყვანს“[108]

ჰარისონის თქმით, მისი "I Want to Tell You" ეხება „ფიქრების ზვავს“, რომელიც სიტყვებით ვერ აღწერა.[109] სიმღერა იწყება მზარდი რიფით, რომელიც "Eight Days a Week"-ის მსგავსად შემოდის.[110] კრიტიკოსი მიკალ გილმორი (Rolling Stone) აღწერს, რომ დისონანსის მელოდიაში შემოტანა 1966 წელს „პოპულარულ მუსიკაში რევოლუციური იყო“ და, შესაძლოა, „უფრო ორიგინალურად შემოქმედებითი, ვიდრე ის ავანგარდული მანერები, რომლებიც ამ პერიოდში ლენონმა და მაკ-კარტნიმ ისესხეს კალრჰაინც შტოკჰაუზენის, ლუჩიანო ბერიოს, ედგარ ვარეზის და იგორ სტრავინსკის მუსიკიდან“.[111]

მაკ-კარტნის "Got to Get You into My Life" შთაგონებული იქნა Motown-ის ჟღერადობით, რაც გამოიხატა ჩასაბერი ინსტრუმენტების გამოყენებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სასიყვარულო სიმღერაა, მაკ-კარტნიმ თქვა, რომ იგი არის „მოსაწევის ოდა“.[112] 1976 წელს სიმღერა გამოვიდა, როგორც ალბომის Rock 'n' Roll Music პრომო სინგლი.[113]

ალბომზე არის ხმები, რომლებიც აქამდე არავის შეუქმნია – ნამდვილად არავის...არასოდეს .[114]
— პოლ მაკ-კარტნი, ჯგუფის 1966 წლის ივნისის-აგვისტოს ტურნეს პერიოდი

როდრიგესი წერს, რომ "Tomorrow Never Knows" არის „მომავალში ყველაზე დიდი ნახტომი“, რომელიც ჯგუფის მანამდე გაუკეთებია.[7] სტუდიაში მუშაობის ნოვატორობამ მიაღწია პიკს ლენონის ამ კომპოზიციით, რომელიც ფსიქოდელიური მუსიკის კონტრკულტურის საწყისებში იდგა.[115] რევოლიციურად ითვლება გიტარის შებრუნებული ჩანაწერის, ეფექტებიანი ვოკალების და ფირების ციკლების გამოყენება. მუსიკალურად ეს არის დრონული ტიპის კომპოზიცია, სინკოპირებული, განმეორებადი დასარტყმელი საკრავების რიტმით, რომელის ერთსა და იმავე აკორდზეა აგებული. ტექსტი შთაგონებული იქნა ტიმოთი ლირის წიგნით The Psychedelic Experience: A Manual Based on The Tibetan Book of the Dead. სიმღერის სახელწოდება რინგო სტარის მალაპრომიზმის შედეგია.[116] სიმღერის ჰარმონიული სტრუქტურა აღებულია ინდური მუსიკიდან და ეფუძნება დოს გაბმულ, დრონულ ხმამაღალ ჟღერადობას, რომელსაც ტამბურაზე ჰარისონი ქმნის.[77] თანმხლები ფონოგრამის დიდი ნაწილი შედგება ფირიც ციკლებისგან[31], რაც, მაკდონალდის თქმით, მაკ-კარტნის დამსახურებაა (რომელიც მაგნიტურ ფირებთან და კონკრეტულ მუსიკასთან ექსპერიმენტებს ატარებდა).[117] ჯგუფის ყოველმა წევრმა შინ მოამზადა ასეთი ციკლების ჩანაწერები, მოგვიანებით კი ფონოგრამას დაამატა.[118] ეს პროცესი ერთი დუბლით შესრულდა - რამდენიმე მაგნიტოფონი ერთდროულად ჩართეს, რამდენიმე ფირი კი არა მხოლოდ სააპარატოში, არამედ დერეფანშიც განალაგეს. ლენონის დამუშავებული ვოკალი კიდევ ერთი ნოვატორული ნაბიჯი იყო. ხმაში ცვლილებების შეტანის საშუალებების მუდმივ ძიებაში მყოფმა მუსიკოსმა ჯეფ ემერიკს აუხსნა, რომ ისეთი ხმის მიღება სურდა, თითქოს დალაი ლამა მთიდან გალობდა.[119][nb 7]

გარეკანი და სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარეკანის ილუსტრაციის ავტორია წარმოშობით გერმანელი ბასისტი და მხატვარი კლაუს ფორმანი, ჯგუფის ერთ-ერთი მეგობარი ჰამბურგის პერიოდიდან, 1960-იანი წლებიდან.[121] ფორმანის მიერ შექმნილია ნახევრად შტრიხებიანი, ნახევრად კოლაჟის ტიპის გარეკანი. მასზე გამოყენებული ფოტოსურათების ავტორია რობერტ უიტეკერი[122], რომელსაც ეკუთვნის სურათები 1964-1966 წლის ალბომის უკანა მხარეებიდან, ისევე, როგორც Yesterday and Today-ის სკანდალური, ყასბებიანი გარეკანი.

Revolver-ის გარეკანის შესადგენად ფორმანმა გამოიყენა ჯგუფის სხვადასხვა პირადი ფოტოც, რამაც, მისივე თქმით, ხაზი გაუსვა კოლექტივის „ტკბილ მხარეს“.[123] თავად ფორმანის სურათი, ისევე, როგორც მისი სახელი (Klaus O.W. Voormann), მოათავსეს ჰარისონის თმაში, გარეკანის მარჯვენა მხარეს.[124] Revolver-ის გარეკანი აგრეთვე გამოყენებულია კლაუსის მიერ მომზადებულ Anthology 3-ის დიზაინში, რომელშიც საკუთარი ძველი ფოტოს სანაცვლოდ უფრო ახალი ჩასვა. Revolver-ზე გამოტანილი ჰარისონის სურათი აგრეთვე მოხვდა 1988 წლის სინგლის "When We Was Fab" გარეკანზე - ასევე განახლებული სახით. [nb 8] Revolver-მა მიიღო გრემის ჯილდო საუკეთესო გარეკანის კატეგორიაში.[126][127]

ალბომის სახელწოდება, ისევე, როგორც Rubber Soul, ხუმრობაა და აღნიშნავს როგორც ამავე სახელწოდების იარაღს, ასევე ალბომის „ბრუნვის“ ეფექტს ("revolve") - თუკი საუბარია გრამფირფიტაზე, რომელიც საკრავზეა მოთავსებული და ტრიალებს. სახელწოდების შერჩევისას თავად ჯგუფს სირთულეები ჰქონდა. ბარი მაილზის თანახმად, თავდაპირველად Abracadabra შეარჩიეს, თუმცა სხვა ჯგუფს უკვე ჰქონდა ასეთი სახელწოდების ალბომი. ამის შემდეგ პოზიციები ორად გაიყო - ლენონს სურდა Four Sides of the Eternal Triangle, სტარს - After Geography (ასევე სახუმარო სახელი, როლინგ სტოუნზის Aftermath-ის პაროდია, სადაც Geography, ანუ გეოგრაფია ენაცვლებოდა Math-ს, ანუ მათემატიკას). აგრეთვე არსებობდა ვერსიები Magic Circles, Beatles on Safari, Pendulum და, საბოლოოდ, თავად Revolver, რომლის შემთხვევაში სიტყვებით თამაში ჯგუფის ოთხივე წევრს მოეწონა. სახელწოდება საბოლოოდ დაამტკიცეს, როდესაც ჯგუფი გერმანიაში ივნისის ბოლოს ტურნეთი იმყოფებოდა.[128] Revolver ჰამბურგის სასტუმროში ყოფნისას აირჩიეს.[129]

გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Revolver გაერთიანებულ სამეფოში 1966 წლის 5 აგვისტოს გამოვიდა, ხოლო 8 აგვისტოს - აშშ-ში.[130] "Yellow Submarine" გამოვიდა ორმაგ A-მხარეზე სიმღერით "Eleanor Rigby".[131] შეფნერი წერს, რომ სიახლის შემომტანი სიმღერა და ბალადა გამოირჩევა The Beatles-ის ნებისმიერი ინსტრუმენტალისგან, ორივე სიმღერა ჯგუფის ტრადიციული სინგლებისგან დაშორებაა. შეფნერი ამატებს: „Rigby-ს Submarine-თან მხოლოდ ის აკავშირებს, რომ იგი არ ჰგავს The Beatles-ის სიმღერას.“[132] ბრიტანეთში სინგლი აგვისტოში და სექტემბერში, ოთხი კვირის განმავლობაში, ჩარტის პირველ ადგილს იკავებდა.[131]

როდრიგესის თანახმად, Revolver-ის გამოცემა მედიაში არ აღინიშნა ისევე, როგორც შემდეგი წლის Sgt. Pepper.[133] მას არ ახლდა პრესასთან შეხვედრა. პირიქით, ალბომის გამოცემა შედარებით ფარულად მოხდა, განსაკუთრებით ლენონის ფრაზის „უფრო პოპულარული ვიდრე იესო“ სკანდალის ფონზე.[134] თუმცა, 1966 წლის ივლისში EMI-მ ბრიტანეთში სიმღერები რადიოსადგურებში გაავრცელა. მაკდონალდის აზრით, ეს იყო სტრატეგია, „იმის მოლოდინის უზრუნველყოფა, რაც ჯგუფის ალბომების კარიერაში ახალ ფაზად იქცეოდა“.[135] შეფნერი The Beatles-ის 1966 წლის ჩანაწერებს ადარებს ფილმში „ოზის ჯადოქარი“ ადარებს გარდაქმნის ეპიზოდს, სადაც დოროთი კანზასიდან ოზში მოხვდება და ფილმი შავ-თეთრიდან ფერადად იქცევა.[136]

ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Revolver-ის ორიგინალური ჩრდილოეთ ამერიკული გრამფირფიტა, რიგით მეათე Capitol Records-ზე და მეთორმეტე აშშ ალბომი, იყო უკანასკნელი, რომელზეც Capitol-მა სიმღერების სია ბრიტანულთან შედარებით შეცვალა. სამი სიმღერა - "I'm Only Sleeping", "And Your Bird Can Sing" და "Doctor Robert" გადავიდა Yesterday and Today-ში (1966 წლის ივნისი). შესაბამისად, ალბომი 11 სიმღერამდე შემცირდა და ხანგრძლივობით 28:20 წუთს წარმოადგენდა. ასეთი ცვლილების გამო, ალბომზე ლენონი მხოლოდ ორი სიმღერის ძირითადი ავტორი იყო, დანარჩენების ავტორობა კი მაკ-კარნისა და ჰარისონს შორის განაწილდა. 1967 წლის იანვარს The Beatles-მა EMI-სთან კონტრაქტი დაასრულა, რაც ნიშნავდა, რომ Capitol-ს აღარ შეეძლო ალბომების სიებში საკუთარი ცვლილებების შეტანა.[137]

1987 წელს Revolver პირველად გამოვიდა CD-ზე და სია ემთხვეოდა ორიგინალურ გამოცემას. მანამდე იგი აშშ-ში მხოლოდ იმპორტირებული სახით იყო ხელმისაწვდომი. ამავე წელს 14 სიმღერიანი ვერსია აშშ-ში როგორც გრამფირფიტაზე, ასევე კასეტაზე გამოვიდა. 2014 წლის იანვარში Capitol-ის ვერსია CD-ზე პირველად გამოსცეს, ბოქს-სეტის The U.S. Albums შემადგენლობაში, ისევე, როგორც ცალკე.[138]

კრიტიკული შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რა თქმა უნდა, არის უამრავი ცალკე ამერიკელი, რომელსაც უფრო მეტად აინტერესებს The Beatles-ის პოლიტიკური ხედვები, ვიდრე მუსიკა, რომელსაც იგი ქმნის...შესაძლოა, ყველამ არ იცის, თუ რა მუსიკალური გავლენა და მნიშვნელობა აქვს Revolver-ს – მაგრამ აშკარაა, რომ მისი გასროლა გაიჟღერებს ყველგან, სადაც ხალხისთვის მნიშვნელოვანია, თუ რა მუსიკას უსმენს.[139]
KRLA Beat, კომენტარი ამერიკაში ალბომის უმალვე აღიარების სირთულეებზე.

The Beatles-ის აშშ-ში ზაფხულის ტურნეს შემდეგ წარმოშობილი სკანდალის შედეგად, კრიტიკოსთა რეაქცია ახალ ალბომზე შედარებით გულგრილი იყო.[140] KRLA Beat-ის მიმოხილველმა აღწერა იგი, როგორც „გამორჩეული მუსიკალური ქმნილება“, თუმცა ამავე დროს, მწუხარებას გამოთქვამდა, რომ Rubber Soul-ის აღიარების ფონზე, იგი მხოლოდ მცირე ყურადღებას და პატივისცემას იქცევდა.[139] ახალ გამოცემაში Crawdaddy! პოლ უილიამსი ალბომს მიმოიხილავდა არაერთგვაროვანი შეფასებით. მან მოიწონა "Love You To" და "Eleanor Rigby", მაგრამ დასცინა სიმღერებს "Tomorrow Never Knows" და "Yellow Submarine"[141] კრიტიკულ სტატიაში Village Voice-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი, რიჩარდ გოლდსტაინი Revolver-ს რევოლუციურ ჩანაწერს უწოდებდა: „ჩანს, რომ მომავალში ამ ალბომს განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან წვლილს როკის განვითარებაში.“[142]

ბრიტანეთში რეაქცია ძალიან კეთილგანწყობილი იყო.[143] Record Mirror-ში რიჩარდ გრინი და პიტერ ჯოუნზი აღნიშნავნდნენ, რომ ალბომი იყო „სავსე მუსიკალური გამჭრიახობით“ და ამავე დროს, „საკამათოც“, ამატებდნენ რა, რომ „მისი ნაწილი პოპ-მუსიკის მოყვარულებს ნახევარზე მეტად შუაზე გაყოფს.“[144] ალენ ევანზი (NME) აღნიშნავს ალბომის „ელექტრონულ ეფექტებს“, მაკ-კარტნის მხრიდან „კლასიკისკენ მიდრეკილებას“ და ჰარისონის მიერ „სიტარის გამაოგნებელ გამოყენებას“, როგორც ერთმანეთისგან განსხვავებულ ელემენტებს, რომლებიც გამოარჩევენ ამ ალბომს, როგორც ჯგუფურ ნაშრომს, ისეთს, რომ ჯგუფის ოთხი წევრი არის „ცალკე პიროვნება, რომელიც გამოკვეთილად ჟღერს.“ შეჯამებისას ევანზი წერდა: „ეს არის დიდებული ალბომი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ხაზს უსვამს, რომ The Beatles-მა გაარღვია იმის ფარგლები, რასაც პოპს ვუწოდებთ.“[145] Melody Maker, რომელიც Rubber Soul-ს აქა-იქ „მონოტონურს“ უწოდებდა, ახალ ალბომს აქებდა[146], როგორც ნამუშევარს, რომელიც „შეცვლიდა პოპულარული მუსიკის განვითარებას“.[143]

წიგნში Revolution in the Head იენ მაკდონალდი წერს, რომ Revolver-ით The Beatles-მა „წამოიწყო მეორე რევოლუცია პოპულარულ კულტურაში – მან დამუხტა არსებული კონკურენტები და შთააგონა ახლები, მაგრამ ყველა უკან ჩამოიტოვა“.[147] 1967 წლის თებერვლის მიმოხილვაში Hit Parader წერდა: Revolver წარმოადგენს პოპულარული მუსიკის მწვერვალს. არც ერთი ჯგუფი ყოფილა ისე უწყვეტად შემოქმედი, როგორც The Beatles, თუმცა მათ ყოველთვის უახლოვდებიან [Lovin'] Spoonful და Beach Boys ... მუსიკის ანალიზის მაგივრად, სჯობს, მოისმინოთ Revolver დღეში სამჯერ-ოთხჯერ და გაოცდეთ ..."[148] წლის ბოლოს ჟურნალში Esquire რობერტ კრისტგოუმ Revolver-ს უწოდა „Rubber Soul-ზე ორჯერ უკეთესი და ოთხჯერ განსაცვიფრებელი, ხმოვანი ეფექტებით, აღმოსავლური დრონით, ჯაზ-ბენდით, ტრანსცენდენტური ტექსტებით, ყველა სახის რიტმული და ჰარმონიული მოულოდნელობებით და ფილტრით, რომელმაც ჯონ ლენონი ისე ააჟღერა, თითქოს ღმერთი საყვირში გაჰყვიროდა.“[149]

რეტროსპექტიული მიმოხილვები და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic5/5 stars[150]
The A.V. ClubA+[151]
Consequence of SoundB[153]
The Daily Telegraph5/5 stars[154]
Encyclopedia of Popular Music5/5 stars[155]
MusicHound4.5/5[152]
Paste100/100[156]
Pitchfork Media10/10[157]
The Rolling Stone Album Guide5/5 stars[158]
Sputnikmusic5/5[159]

რობ შეფილდი The Rolling Stone Album Guide-ში (2004) წერდა, რომ ეს ალბომი „იყო The Beatles-ის შესაძლებლობების მწვერვალი, ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინაიდან სხვა მათ ვერ უპირისპირდებოდა“. „დღეს Revolver-ს აქვს შეძენილი ჯგუფის საუკეთესო ალბომის რეპუტაცია, რაც ნიშნავს, რომ ეს რომელიმე შემსრულებლის საუკეთესო ალბომიც არის.“[158] 2007 წელს Classic Rock-ში გამოქვეყნებულ ჯგუფის ალბომების მიმოხილვაში ჰენრი იეიტსი მას აყენებდა Sgt. Pepper's-ის გვერდით და აღნიშნავდა ამ ორ ალბომს, როგორც „გამორჩეულ კლასიკას“ The Beatles-ის კანონში. „ყოველთვის საყვარელი როკ-საზოგადოებაში (და ნოელ გალაგერის კარიერის მონახაზი), Revolver კვლავ ურნალივით თავში გირტყამს“.[160]

გამოცემაში Encyclopedia of Popular Music (2006) კოლინ ლარკინი წერს, რომ ალბომი იყო ფართომასშტაბიანი, ჰარისონის გესლიანი "Taxman"-ით, მაკ-კარტნის "Eleanor Rigby"-ს და "Here, There and Everywhere"-ის მსგავსი მელანქოლიური ბალადებით და ლენონის ნარკოტიკებით შთაგონებული "Tomorrow Never Knows"-ის მსგავსი სიმღერებით - უკანასკნელს ავტორი უწოდებს „LSD-ის ეფექტის ყველაზე ეფექტურს ასახვას ჩანაწერის სახით.“[155] PopMatters 2004 წელს წერდა, რომ ალბომზე „პოპულარული მუსიკის უდიდესი ჯგუფის ცალკე წევრები ერთდროულად მწვერვალზე იყვნენ.“[161][162]

Revolver-მა შემოიტანა მუსიკალური ექსპრესიები და წამოიწყო მოდა და მოტივები, რომლებმაც გავლენა იქონიეს არა მხოლოდ The Beatles-სა და კულტურულ ეპოქაზე, არამედ როკ-ენ-როლის შემდგომ ისტორიაზეც.[163]
— რასელ რაისინგი

როდრიგესის თანახმად, თუ Sgt. Pepper რუტინულად ითვლებოდა The Beatles-ის უდიდეს ალბომად - და როკის საუკეთესო ალბომად - Revolver უფრო ხშირად მოხვედრილა მის წინ ამა თუ იმ სიაში.[164] Revolver, მისი თქმით, არის The Beatles-ის უმაღლესი ხელწერა და, განსხვავებით Sgt. Pepper-ისგან, იგი არის ერთობლივი პროდუქტი, რომელშიც მთლიანი ჯგუფი მონაწილეობს.[133][nb 9] რაილის მიმოხილვაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ „Sgt. Pepper შეცდომით მიიჩნევა The Beatles-ის იმ დროისთვის ყველაზე ხმაურიან ჩანაწერად - იგი არის გაფუჭებული შედევრი, რომელიც მხოლოდ Revolver-ის გამოძახილია.“"[166] მუსიკათმცოდნე რასელ რაისინგი: „როგორც არ უნდა ავღწეროთ და შეფავასოთ Revolver, კამათს არ იწვევს, რომ მისი გავლენა, ნებისმიერი სტანდარტით და ზომით, იყო მასობრივი და ტრანსფორმაციული.“[163]

უნდა აღინიშნოს, რომ The Beatles-მა შექმნა Sgt. Pepper's, ვინაიდან შორს მაინც ვეღარ მიდიოდნენ. Revolver-ით მათ ჩამოაყალიბეს პოპულარული მუსიკის სამყარო იმდენად სრულყოფილად, რომ შემდეგ მხოლოდ მისი დანგრევა და თავიდან დაწყება დარჩენოდათ.[167]
— დევიდ კუანტიკი, Q, 2000

როდრიგესი აქებს მარტინის და ემერიკის წვლილს. მისი აზრით, იგი ინდენადვე მნიშვნელოვანი იყო ალბომის წარმატებაში, რამდენადაც თავად The Beatles[168]. Revolver მისი თქმით, არის ალბომი, რომელიც აღნიშნავს ჯგუფის მზარდ ინტერესს ცოცხალი შესრულებისადმი, „უსაზღვრო ხმოვანი ფონების შესაქმნელად.“[169] მისი აზრით, თუკი ბევრი თანამედროვე ჯგუფი ერიდება Sgt. Pepper-ის სტილის კონცეპტუალური ალბომის შექმნას, Revolver-ის „ერთმანეთისგან განსხვავებული სიმღერების ეკლექტიკურ კოლექციას“ კვლავაც აქვს გავლენა თანამედროვე პოპულარულ მუსიკაზე.[169] კრიტიკოს ჯიმ დეროგატისის თქმით, Revolver არის რელიკვია „ფსიქოდელიური როკის პირველი ეპოქიდან და ნათელი დადასტურება იმისა, თუ რა შეიძლება იქნას მიღწეული სტუდიაში, როდესაც ხალხი ყოვლისმომცველი შთაგონების პოტენციური ნარკოტიკით არის დამუხტული.“[170] რაისინგი: „Revolver კვლავაც არის აკვიატებული, არომატული, გაუგებარი, გრანდიოზულად კომპლექსური და ამბიციური „რეპლიკა“ პოპულარული მუსიკის შესაძლებლობების შესახებ.“[171]

1997 წელს Revolver ათასწლეულის მუსიკის სიაში დასახელდა ყველა დროის რიგით მესამე უდიდეს ალბომად. ეს იყო ბრიტანეთში, HMV Group-ის, Channel 4-ის, The Guardian-ის და Classic FM-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.[172] 2000 წელს Q-მ იგი შეიტანა ყველა დროის 50 უდიდესი ბრიტანული ალბომის სიის #1 პოზიციაზე.[173] 2001 წელს VH1-მა Revolver-ს ყველა დროის უდიდესი ალბომი უწოდა. იგივე ადგილი მან დაიკავა Virgin-ის ყველა დროის 1000 უდიდესი ალბომის სიაში.[174] 2003 წელს Rolling Stone-მა Revolver ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიის მესამე ადგილზე დაასახელა.[175] 2006 წელს მან Time-ის გამოკითხვაში 100 საუკეთესო ალბომს შორის ერთ-ერთი ადგილი დაიკავა.[176]

2006 წელს Guitar World-ის მკითხველების გამოკითხვის საფუძველზე Revolver მოხვდა ყველა დროის გიტარებზე დაფუძნებული უდიდესი ალბომების სიის #10 ადგილზე.[177] 2010 წელს მან L'Osservatore Romano-ის გამოკითხვაში ყველა დროის უდიდესი პოპ-ალბომის წოდება მოიპოვა.[178] 2013 წელს Entertainment Weekly მას ისტორიაში უდიდესი ალბომი უწოდა.[179] იმავე წელს ბრიტანეთის ხმისჩამწერმა ინდუსტრიამ შეცვალა გაყიდვებისთვის გაცემული ჯილდოების წესები, რის გამოც Revolver-მა პლატინის სტატუსი მოიპოვა.[180] იგი აგრეთვე მოხვდა რობერტ დიმერის სიაში „1001 ალბომი, რომელიც უნდა მოისმინო, სანამ ცოცხლობ“[181]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს სია ასახავს ალბომის ბრიტანულ გამოცემას. აშშ გამოცემაში ამოღებულია სიმღერები 3, 9 და 11, რომლებიც გადაიტანეს კომპილაციაში Yesterday and Today. 1987 წლიდან, როდესაც Revolver პირველად გამოვიდა CD-ზე, აშშ ვერსიაში წარმოდგენილი იყო სიმღერების სრული სია.

მხარე 1
#სახელწოდებაწამყვანი ვოკალებიხანგრძლივობა
1.„Taxman“ჯორჯ ჰარისონი2:39
2.„Eleanor Rigby“პოლ მაკ-კარტნი2:06
3.„I'm Only Sleeping“ჯონ ლენონი3:00
4.„Love You To“ჰარისონი2:59
5.„Here, There and Everywhere“მაკ-კარტნი2:25
6.„Yellow Submarine“რინგო სტარი2:41
7.„She Said She Said“ლენონი2:37
მხარე 2
#სახელწოდებაწამყვანი ვოკალებიხანგრძლივობა
8.„Good Day Sunshine“მაკ-კარტნი2:08
9.„And Your Bird Can Sing“ლენონი2:00
10.„For No One“მაკ-კარტნი2:00
11.„Doctor Robert“ლენონი2:14
12.„I Want to Tell You“ჰარისონი2:29
13.„Got to Get You into My Life“მაკ-კარტნი2:29
14.„Tomorrow Never Knows“ლენონი2:57

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკ ლუისონის[182] და იენ მაკდონალდის თანახმად:[183]

The Beatles
  • ჯონ ლენონი – წამყვანი, ჰარმონიული და ბეკ-ვოკალები; რიტმული და აკუსტიკური გიტარები; ჰემონდის ორგანი, ფისჰარმონია; ფირის ციკლები, ხმოვანი ეფექტები; დაირა, ტაში, თითების ტკაცუნი
  • პოლ მაკ-კარტნი – წამყვანი, ჰარმონიული და ბეკ-ვოკალები; ბას-გიტარა, აკუსტიკური და წამყვანი გიტარები; ფორტეპიანო, კლავისინი, ფირის ციკლები, ხმის ეფექტები; ტაში, თითების ტკაცუნი
  • ჯორჯ ჰარისონი – წამყვანი, ჰარმონიული და ბეკ-ვოკალები; წამყვანი, რიტმული და ბას-გიტარები, სიტარი, ტანპურა, ფირის ციკლები, ხმის ეფექტები, მარაკასები, დაირა, ტაში, თითების ტკაცუნი
  • რინგო სტარი – დასარტყმელი საკრავები, მარაკასები, კაუბელი, შეიკერი, თითების ტკაცუნი, ფირის ციკლები, წამყვანი ვოკალი სიმღერაში "Yellow Submarine"
დამატებითი მუსიკოსები და პერსონალი
  • ანილ ბჰაგვატი – ტაბლა სიმღერაში "Love You To"
  • ალან სივილი – ვალტორნა სიმღერაში "For No One"
  • ჯორჯ მარტინი – პროდიუსერი; ხმის ინჟინერი, ფორტეპიანო სიმღერებში "Good Day Sunshine" და "Tomorrow Never Knows"; ჰემონდის ორგანი სიმღერაში "Got to Get You into My Life"; ბენდის მარშის ფირის ციკლები სიმღერაში "Yellow Submarine"
  • ჯეფ ემერიკი – ხმის ინჟინერი, ხმის მიქსის ინჟინერი; ბენდის მარშის ფირის ციკლები "Yellow Submarine"
  • მელ ევანზი – ბას-დოლი და ბეკ-ვოკალები - "Yellow Submarine"
  • ნილ ესპინოლი – ბეკ-ვოკალები - "Yellow Submarine" (არ არის მითითებული)
  • ბრაიან ჯოუნზი – ბეკ-ვოკალები - "Yellow Submarine" (არ არის მითითებული)
  • დონოვანი – ბეკ-ვოკალები - "Yellow Submarine" (არ არის მითითებული)
  • პატი ბოიდი – ბეკ-ვოკალები - "Yellow Submarine" (არ არის მითითებული)
  • მერიან ფეითფული – ბეკ-ვოკალები - "Yellow Submarine" (არ არის მითითებული)
  • ტონი გილბერტი, სიდნი საქსი, ჯონ შარპი, იურგენ ჰესი – ვიოლინოები
  • სტივენ შინგლზი, ჯონ ანდერვუდი – ალტები
  • დერეკ სიმფსონი, ნორმან ჯოუნზი – ჩელოები, სიმებიანი ოქტეტი სიმღერაში "Eleanor Rigby"
  • ორკესტრირება და დირიჟირება - ჯორჯ მარტინი (არ არის მითითებული, აგრეთვე მაკ-კარტნი)
  • ედი თორნტონი, იენ ჰამერი, ლეს კონდონი – საყვირი
  • პიტერ კოუ, ალან ბრენსკომბი – ტენორული საქსოფონი
  • საყვირები სიმღერაში "Got To Get You Into My Life". ორკესტრირება და დირიჟირება - ჯორჯ მარტინი (არ არის მითითებული, აგრეთვე მაკ-კარტნი)

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (1966–67) უმაღლესი პოზიცია
ავსტრალია - Kent Music Report 1
შვედეთი[184] 1
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[2] 1
აშშ - Billboard Top LPs[185] 1
დასავლეთი გერმანია - Media Control-ის ალბომები[186] 1

სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წლის 31 დეკემბრისთვის ალბომი აშშ-ში გაიყიდა დაახლოებით 1 187 869, ხოლო ათწლეულის ბოლომდე - 1 725 276 ასლის სახით.[187]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები
  1. უსაფრთხოების გარდა, ჰარისონის წერილი განიხილავს ფინანსურ საკითხებს: "ბევრ ადამიანს ებადება შეშლილი აზრები, როდესაც "The Beatles-ს" ახსენებენ, ამიტომ გეგმა ჩავარდა!"[24]
  2. მაკდონალდი წერს, რომ ასეთი შედეგი ჯგუფმა მიიღო დედოფლისგან 1965 წლის სექტემბერში ბრიტანეთის იმპერიის ორდენების სანაცვლოდ.[52]
  3. მოგვიანებით ლენონი ამბობდა, რომ სიმღერის ტექსტის 70% დაწერა. მაკ-კარტნი ამას არ ეთანხმებოდა, ამბობდა რა, რომ ლენონმა მხოლოდ „ნახევარი სტრიქონი“ დაამატა.[62]
  4. სოლოში გამოყენებულია ჰარისონის გიტარის ორი ჩანაწერი. პირველი სუფთა ჟღერადობით არის, ხოლო მეორე შესრულებულია Gibson SG-ზე, ფაზბოქსით.[71]
  5. "Here, There and Everywhere" შემდეგი ხუთი თვის განმავლობაში იყო მაკ-კარტნის მიერ დაწერილი უკანასკნელი სიმღერა.[87]
  6. რაილის თანახმად, „ლენონის ტკივილის გულში იმალება მიტოვების უსასრულო შეგრძნება“, თემა, რომელსაც ჯონი დაუბრუნდა 1966 წლის ბოლოს "Strawberry Fields Forever"-ით.[93]
  7. ემერიკმა ლენონის თხოვნა შეასრულა ასე - ვოკალი ჩაწერა ლესლის რეპროდუქტორიდან, ამიტომ ხმას ექოს ეფექტი დაედო.[120]
  8. ფორმანი აგრეთვე უკრავდა Manfred Mann-ში და The Beatles-ის დაშლის შემდგომ უკანასკნელის წევრების მიერ ჩაწერილ სოლო ალბომებზე.[125]
  9. „როდრიგესი აგრეთვე წერს, რომ Sgt. Pepper „პერიოდული ჩანაწერია...მჭიდროდ მიბმული თავის ეპოქაზე“, ხოლო Revolver პოტენციურად უფრო ახლოა.“[165]
წყაროები
  1. მაკდონალდი 2005, p. 192.
  2. 2.0 2.1 Beatles. Official Charts Company. ციტირების თარიღი: 10 September 2015.
  3. 500 Greatest Albums of All Time: The Beatles, 'Revolver'. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 12 June 2012.
  4. 4.0 4.1 4.2 როდრიგესი 2012, p. 4.
  5. მაილზი 2001, pp. 206, 225.
  6. მაკდონალდი 1998, p. 382.
  7. 7.0 7.1 როდრიგესი 2012, p. 7.
  8. მაილზი 2001, p. 237.
  9. მაკდონალდი 1998, p. 164.
  10. როდრიგესი 2012, pp. 7–8.
  11. შეფნერი 1978, p. 53.
  12. 12.0 12.1 Clerk, Carol (January 2002). „George Harrison“. Uncut. Available at Rock's Backpages (subscription required).
  13. ტილერი 2011, pp. 35, 51.
  14. შეფნერი 1978, p. 55.
  15. საუნზი 2010, pp. 132, 184.
  16. როდრიგესი 2012, p. 71.
  17. საუნზი 2010, pp. 140–42.
  18. როდრიგესი 2012, pp. 12–14.
  19. როდრიგესი 2012, pp. 14–15.
  20. The Editors of Rolling Stone 2002, pp. 36–37.
  21. 21.0 21.1 შეფნერი 1978, p. 63.
  22. როდრიგესი 2012, p. 3.
  23. 23.0 23.1 როდრიგესი 2012, pp. 103–04.
  24. 24.0 24.1 Greene, Andy. (25 May 2015) Read Previously Unknown George Harrison Letter From 1966. rollingstone.com. ციტირების თარიღი: 30 May 2015.
  25. მაილზი 2001, p. 228.
  26. 26.0 26.1 ჰერტსგაარდი 1996, pp. 177–78.
  27. Liner notes by Mark Lewisohn (1996). Anthology 2 CD booklet. Apple Records. pp. 18–19.
  28. Barber, Nicholas (17 March 1996). „Records: The Beatles Anthology 2 (Parlophone, two CDs/three LPs/two tapes)“. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 19 March 2015.
  29. როდრიგესი 2012, p. 107.
  30. როდრიგესი 2012, p. xii.
  31. 31.0 31.1 ლუისონი 2005, p. 70.
  32. Bishop 2010, p. 214.
  33. ლუისონი 2005, p. 74.
  34. როდრიგესი 2012, pp. 130–31.
  35. ჰერტსგაარდი 1996, pp. 179–80.
  36. ჰერტსგაარდი 1996, p. 180.
  37. როდრიგესი 2012, p. 119.
  38. მაკდონალდი 1998, pp. 174, 176.
  39. ჰერტსგაარდი 1996, p. 179.
  40. როდრიგესი 2012, pp. 105–06.
  41. მაკდონალდი 1998, p. 168.
  42. როდრიგესი 2012, pp. 243–44.
  43. მაილზი 2001, p. 230.
  44. როდრიგესი 2012, pp. 10, 17.
  45. როდრიგესი 2012, pp. 165–67.
  46. 46.0 46.1 მაილზი 2001, p. 231.
  47. ლუისონი 2005, p. 79.
  48. მაილზი 2001, p. 233.
  49. 49.0 49.1 როდრიგესი 2012, p. xiii.
  50. უომეკი 2007, p. 139.
  51. 51.0 51.1 ევერეტი 1999, p. 48.
  52. მაკდონალდი 1998, pp. 177, 380.
  53. უომეკი 2007, p. 135.
  54. რაილი 1988, p. 182.
  55. ევერეტი 1999, p. 49.
  56. მაკდონალდი 1998, p. 177.
  57. რაილი 1988, p. 183.
  58. უომეკი 2007, p. 137: among the Beatles' "most fully realized songs"; უომეკი 2007, p. 138: "narrative about the perils of loneliness".
  59. უომეკი 2007, p. 138.
  60. უომეკი 2007, pp. 137–139.
  61. ევერეტი 1999, p. 51.
  62. ევერეტი 1999, p. 51: McCartney states that Lennon contributed "about half a line"; მაკდონალდი 2005, p. 204: Lennon claimed to have written 70 per cent of the lyric.
  63. ჰერტსგაარდი 1996, p. 182.
  64. მაკდონალდი 2005, p. 203: string octet arranged by Martin; უომეკი 2007, p. 137: Martin drew inspiration from Bernard Herrmann.
  65. მაკდონალდი 2005, p. 203.
  66. რაილი 1988, p. 185.
  67. მაილზი 2001, p. 238.
  68. როდრიგესი 2012, p. 130.
  69. Reising & LeBlanc 2009, pp. 95, 96.
  70. მაკდონალდი 2005, p. 202.
  71. 71.0 71.1 როდრიგესი 2012, p. 131.
  72. გულდი 2007, p. 353.
  73. ევერეტი 1999, pp. 50–51.
  74. Lavezzoli 2006, pp. 171, 174–75.
  75. 75.0 75.1 ევერეტი 1999, p. 40.
  76. როდრიგესი 2012, p. 114.
  77. 77.0 77.1 Lavezzoli 2006, p. 175.
  78. ევერეტი 1999, pp. 40, 66.
  79. როდრიგესი 2012, p. 66.
  80. ჰერტსგაარდი 1996, p. 184.
  81. 81.0 81.1 81.2 81.3 81.4 უომეკი 2007, p. 140.
  82. რაილი 1988, p. 186: double-tracked vocals; უომეკი 2007, p. 140: varispeeding.
  83. ევერეტი 1999, p. 60.
  84. რაილი 1988, p. 187.
  85. რაილი 1988, p. 186.
  86. ევერეტი 1999, pp. 59–60.
  87. 87.0 87.1 ევერეტი 1999, p. 62.
  88. 88.0 88.1 უომეკი 2007, pp. 140–141.
  89. უომეკი 2007, p. 141.
  90. რაილი 1988, pp. 187–188.
  91. 91.0 91.1 91.2 91.3 91.4 რაილი 1988, p. 188.
  92. The Beatles 2000, p. 212.
  93. რაილი 1988, p. 190.
  94. ევერეტი 1999, p. 66.
  95. The Beatles 2000, p. 97.
  96. ევერეტი 1999, pp. 64–65.
  97. 97.0 97.1 მაკდონალდი 2005, p. 211.
  98. მაკდონალდი 2005, pp. 211–212.
  99. როდრიგესი 2012, pp. 91, 92.
  100. ტილერი 2011, p. 52.
  101. რაილი 1988, pp. 190–191.
  102. Unterberger, Richie. The Beatles 'Good Day Sunshine'. AllMusic. ციტირების თარიღი: 28 December 2014.
  103. მაკდონალდი 2005, p. 199.
  104. 104.0 104.1 ევერეტი 1999, p. 46.
  105. მაკდონალდი 1998, p. 182.
  106. მაილზი 1997, p. 290.
  107. Sullivan, James (4 September 2009). „Twisted Tales: The Beatles' Real-Life Dr. Robert Had the Feel-Good Cure for Celebs“. Spinner. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 31 დეკემბერი 2015.
  108. Aldridge, Alan (14 January 1968). „Paul McCartney's Guide to the Beatles' Songbook“. Los Angeles Times. p. B19.
  109. მაკდონალდი 1998, p. 184.
  110. ევერეტი 1999, pp. 57, 58.
  111. The Editors of Rolling Stone 2002, p. 37.
  112. მაილზი 1997, p. 190.
  113. მილერი 2011, p. 186.
  114. შეფნერი 1978, p. 60.
  115. Gilliland 1969, show 39, tracks 4–5.
  116. Harry 2004, p. 3.
  117. მაკდონალდი 1998, pp. 168fn, 198–99.
  118. ლუისონი 2005, p. 72.
  119. მაკდონალდი 2005, p. 191.
  120. მაკდონალდი 2005c, p. 191.
  121. Rodriguez 2010, pp. 83, 85.
  122. CloughFallows 2010, p. 60.
  123. O'Gorman, Martin (July 2006). „Painted from Memory“. Mojo. p. 77.
  124. Womack 2014, p. 768.
  125. Eder, Bruce. Klaus Voormann. AllMusic. ციტირების თარიღი: 17 March 2015.
  126. Rodriguez 2010, p. 85.
  127. Grammy Awards 1967. awardsandshows.com. ციტირების თარიღი: 17 March 2015.
  128. Rodriguez 2012, pp. 155–56.
  129. Irvin.
  130. Lewisohn 1992, pp. 350–351.
  131. 131.0 131.1 MacDonald 2005, p. 205.
  132. Schaffner 1978, p. 62.
  133. 133.0 133.1 Rodriguez 2012, p. xii.
  134. MacDonald 2005, p. 213: Lennon's remarks about the Beatles being "more popular than Jesus"; Rodriguez 2012, p. xii: Revolver was "overshadowed" during a period of controversy.
  135. MacDonald 1998, p. 170.
  136. Schaffner 1978, p. 54.
  137. Rodriguez 2012, p. 6.
  138. The Beatles to release new 13CD box set of their US albums. Uncut.co.uk (12 December 2013). ციტირების თარიღი: 16 March 2015.
  139. 139.0 139.1 Uncredited writer (10 September 1966). „The Beatles: Revolver (Capitol)“. KRLA Beat. pp. 2–3. Available at Rock's Backpages (subscription required).
  140. Rodriguez 2012, pp. 172, 174, 176.
  141. Rodriguez 2012, p. 175.
  142. Reising 2002a, p. 7.
  143. 143.0 143.1 Rodriguez 2012, p. 176.
  144. Green, Richard; Jones, Peter (30 July 1966). "The Beatles: Revolver (Parlophone)". Record Mirror. Available at Rock's Backpages (subscription required).
  145. Sutherland, Steve (ed.) (2003). NME Originals: Lennon. London: IPC Ignite!. 
  146. Schaffner 1978, pp. 49, 64.
  147. MacDonald 2005, p. 192.
  148. "Platter Chatter: Albums from The Beatles, Donovan, Ravi Shankar et al". Hit Parader. February 1967. Available at Rock's Backpages (subscription required).
  149. Christgau, Robert (December 1967). „Columns: December 1967“. Esquire. ციტირების თარიღი: 6 January 2013.
  150. Revolver AllMusic-ზე
  151. Klosterman, Chuck (8 September 2009). „Chuck Klosterman Repeats The Beatles“. The A.V. Club. Chicago. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 26 May 2013.
  152. Graff and Durchholz, p. 88.
  153. Coplan, Chris. (20 September 2009) Album Review: The Beatles – Revolver [Remastered]. Consequence of Sound. ციტირების თარიღი: 25 March 2015.
  154. McCormick, Neil (7 September 2009). „The Beatles – Revolver, review“. The Daily Telegraph. London.
  155. 155.0 155.1 Larkin, Colin (2006). Encyclopedia of Popular Music. Muze, გვ. 489. ISBN 0-19-531373-9. 
  156. Kemp, Mark. (8 September 2009) The Beatles: The Long and Winding Repertoire. Paste. ციტირების თარიღი: 25 March 2015.
  157. Plagenhoef, Scott. (9 September 2009) The Beatles – Revolver. Pitchfork.com. ციტირების თარიღი: 22 June 2012.
  158. 158.0 158.1 Sheffield, Rob (2004). The New Rolling Stone Album Guide, 4th, Simon & Schuster, გვ. 51, 53. ISBN 0-7432-0169-8. 
  159. Campbell, Hernan M.. (27 February 2012) Review: The Beatles – Revolver. Sputnikmusic. ციტირების თარიღი: 25 February 2013.
  160. Yates, Henry. (12 December 2007) Buyer's Guide: The Beatles. Classic Rock. ციტირების თარიღი: 16 March 2015.
  161. Medsker 2007.
  162. Medsker, David. (29 March 2004) The Beatles: Revolver. PopMatters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 24 September 2014.
  163. 163.0 163.1 Reising 2002a, p. 11.
  164. Rodriguez 2012, pp. x–xii.
  165. Rodriguez 2012, p. xiii.
  166. Riley 1988, p. 203.
  167. Rodriguez 2012, pp. 228–29.
  168. Rodriguez 2012, pp. xii–xiii.
  169. 169.0 169.1 Rodriguez 2012, p. xiv.
  170. DeRogatis, Jim (2003). Milk It: Collected Musings on the Alternative Music Explosion of the '90s. Da Capo Press, გვ. 352. ISBN 978-0-306-81271-2. 
  171. Reising 2002a, p. 1.
  172. The music of the millennium. BBC (24 January 1998). ციტირების თარიღი: 16 March 2015.
  173. Reising 2002a, p. 2.
  174. Reising 2002a, p. 3.
  175. Levy 2005, p. 14.
  176. Tyrangiel & Light 2006.
  177. „100 Greatest Guitar Albums“. Guitar World. October 2006. A copy can be found at Guitar World's 100 Greatest Guitar Albums Of All Time – Rate Your Music. rateyourmusic.com. ციტირების თარიღი: 12 October 2011.
  178. Wakin, Daniel J. (14 February 2010). „From the Pope to Pop: Vatican's Top 10 List“. The New York Times. ციტირების თარიღი: 1 July 2012.
  179. 10 All-Time Greatest Albums from EW. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 1 July 2013.
  180. 180.0 180.1 „Beatles albums finally go platinum“. British Phonographic Industry. BBC News. 2 September 2013. ციტირების თარიღი: 4 September 2013.
  181. ^ Robert Dimery; Michael Lydon (23 March 2010). 1001 Albums You Must Hear Before You Die: Revised and Updated Edition. Universe. ISBN 978-0-7893-2074-2.
  182. Lewisohn 2005, pp. 70–85.
  183. MacDonald 1998, pp. 164–87.
  184. Swedish Charts 1966–1969/Kvällstoppen – Listresultaten vecka för vecka > Augusti 1966 Swedish. hitsallertijden.nl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2018. ციტირების თარიღი: 10 September 2015.Note: Kvällstoppen combined sales for albums and singles in the one chart.
  185. Revolver – The Beatles: Awards. AllMusic. ციტირების თარიღი: 10 September 2015.
  186. The Beatles – Revolver. germancharts.de. ციტირების თარიღი: 10 September 2015.
  187. How Many Records did the Beatles actually sell?. Deconstructing Pop Culture by David Kronemyer (29 April 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 11 July 2015.
  188. ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2009 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  189. British album certifications – The Beatles – Revolver. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Revolver ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  190. Canadian album certifications – The Beatles – Revolver. Music Canada.
  191. American album certifications – Beatles, The – Revolver. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH