The Concert for Bangla Desh
| All Things Must Pass | ||
| All Things Must Pass | ||
| გამოცემის თარიღი | 20 დეკემბერი 1971 (აშშ) 7 იანვარი 1972 (ბრიტანეთი) 24 ოქტომბერი 2005 (რემასტერინგი) |
|
| ჩაწერის თარიღი | 1 აგვისტო 1971 | |
| ჟანრი | როკ მუსიკა | |
| ხანგრძლივობა | 102:57 (1971) 99:32 (2005) |
|
| ლეიბლი | Apple/EMI (აშშ) Epic/Sony Music (ბრიტანეთი) Apple/Rhino (2005 წლის ვერსია) |
|
| პროდიუსერი | ჯორჯ ჰარისონი, ფილ სპექტორი | |
| ქრონოლოგია: ჯორჯ ჰარისონი და მეგობრები | ||
|---|---|---|
| All Things Must Pass (1970) |
The Concert for Bangladesh (1971) |
Living in the Material World (1973) |
| პროფესიონალური შეფასებები | |
|---|---|
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
| Rolling Stone | |
| MusicHound | |
The Concert for Bangla Desh — ჯორჯ ჰარისონისა და მისი მეგობრების ცოცხალი ალბომი, რომელიც ჩაწერილი იქნა ბანგლადეშისთვის დასახმარებელ საქველმოქმედო კონცერტზე, 1971 წლის 1 აგვისტოს. ომის შედეგად, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ქვეყანაში, დაზარალდა უამრავი ბენგალელი. კონცერტი ითვალისწინებდა სწორედ მათ დახმარებას. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი დიდი საქველმოქმედო კონცერტი როკ მუსიკის ისტორიაში.
სექციების სია |
კონცერტი [რედაქტირება]
მას შემდეგ, რაც რავი შანკარის დახმარებით გაეცნო იმჟამინდელ აღმოსავლეთ პაკისტანში არსებულ სიტუაციას, ჰარისონმა ორგანიზება გაუწია ორ საქველმოქმედო კონცერტს. ამასთან, ჩაიწერა და წინასწარ გამოიცა სინგლი Bangladesh. ჰარისონთან ერთად ამ პროექტში მონაწილეობდნენ: ერიკ კლეპტონი, ბობ დილანი, ბილი პრესტონი, ბედფინგერი, ლეონ რასელი, შანკარი და რინგო სტარი.
ჰარისონმა თავაზიანად შეეცადა ჯონ ლენონის და პოლ მაკ-კარტნის შემოერთება, მაგრამ მაკ-კარტნი თვლიდა, რომ ბითლზის გაერთიანებისათვის ჯერ ნაადრევია. ლენონს შეეძლო მონაწილეობის მიღება, მაგრამ ჰარისონს არ სურდა, რომ მასთან ერთად კონცერტზე იოკო ონოც მოსულიყო, ამიტომაც ლენონმა უარი თქვა გამოსვლაზე.
1 აგვისტოს გაიმართა ორი კონცერტი. ორივეს დიდი წარმატება ხვდა წილად, ამასთან, ორივე დიდი ინტერესით გაშუქდა. პირველივე დღეებში, შემოსული თანხის ნაწილი, 243,418.50 აშშ დოლარის ოდენობით, ჩეკის სახით გადაეგზავნა ორგანიზაციას UNICEF, რომელსაც უნდა ეზრუნა თანხის ბანგლადეშის მოსახლეობისათვის განაწილებაზე. ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ აქციაში, კმაყოფილი დარჩა. ფილმმა და ალბომმა ამ კონცერტის ჩანაწერით 15 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანეს ჯორჯს, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ თანხის ამოღება ბანკიდან არ ხორციელდებოდა.
ალბომი [რედაქტირება]
1971 წლის შობისათვის ორმაგი ალბომი კონცერტის ჩანაწერით გამოვიდა შტატებში, ხოლო ბრიტანეთში - 1972 წლის იანვრის დასაწყისში. ალბომი მალე გაიყიდა. აშშ ჩარტებში მას #2 ადგილი ეკავა, ხოლო ბრიტანეთში - #1 და იგი იყო ჰარისონის მეორე #1 სოლო-ალბომი. ნამუშევრის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა 1973 წელს წლის ალბომის კატეგორიაში მიღებულმა გრემიმ.
რადგან ბობ დილანს კონტრაქტი ლეიბლთან Columbia Records ჰქონდა გაფორმებული, ამ უკანასკნელმა, მისი მონაწილეობით ჩაწერილი სიმღერების დისტრიბუციისათვის სხვა ლეიბლებს ნება დართო, გამოეცათ ალბომი აუდიოკასეტის ფორმატში. დღესდღეობით ეს შეზღუდვა მოხსნილია.
1991 წელს ალბომი პირველად გამოიცა კომპაქტ დისკზე, რემასტერინგის სახით. 2005 წლის რემასტერინგს დაემატა ბობ დილანის რეპეტიციის ჩანაწერი და ოფიციალურად გამოიცა ფილმის DVD დისკი.
პირველი გამოცემის ყდაზე გამოსახული იყო მშიერი ბანგლადეშელი ლტოლვილი. ლეიბლები თვლიდნენ, რომ ეს მეტად დეპრესიული სურათია და საჭიროა ყდაზე თავად ჰარისონის გამოტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბომი ცუდად გაიყიდება. ჰარისონის დაჟინებით, ბავშვის გამოსახულება მაინც დარჩა, მაგრამ ალბომის 2005 წლის გამოცემაზე ჰარისონის ფოტომ მაინც ჩაანაცვლა ძველი სურათი. ამასთან, DVD დისკის სპეციალურ გამოცემაზე ბავშვი მაინც იქნა გამოტანილი.
რემასტერინგის და DVD დისკის გაყიდვიდან შემოსული თანხები ირიცხებოდა UNICEF-ში.
სიმღერების სია [რედაქტირება]
ორიგინალური გამოცემა [რედაქტირება]
| მხარე 1 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | სიმღერის ავტორ(ებ)ი | შემსრულებელი | ხანგრძლივობა | |||||
| 1. | Introduction | — | ჯორჯ ჰარისონი, რავი შანკარი | 5:19 | |||||
| 2. | Bangla Dhun | შანკარი | შანკარი | 16:40 | |||||
| მხარე 2 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | სიმღერის ავტორ(ებ)ი | შემსრულებელი | ხანგრძლივობა | |||||
| 3. | Wah-Wah | ჰარისონი | ჰარისონი | 3:30 | |||||
| 4. | My Sweet Lord | ჰარისონი | ჰარისონი | 4:36 | |||||
| 5. | Awaiting on You All | ჰარისონი | ჰარისონი | 3:00 | |||||
| 6. | That's the Way God Planned It | ბილი პრესტონი | პრესტონი | 4:20 | |||||
| მხარე 3 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | სიმღერის ავტორ(ებ)ი | შემსრულებელი | ხანგრძლივობა | |||||
| 1. | It Don't Come Easy | რიჩარდ სტარკი | რინგო სტარი | 3:01 | |||||
| 2. | Beware of Darkness | ჰარისონი | ჰარისონი, ლეონ რასელი | 3:36 | |||||
| 3. | Band Introduction | — | ჰარისონი | 2:39 | |||||
| 4. | While My Guitar Gently Weeps | ჰარისონი | ჰარისონი | 4:53 | |||||
| მხარე 4 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | სიმღერის ავტორ(ებ)ი | შემსრულებელი | ხანგრძლივობა | |||||
| 5. | Medley: Jumpin' Jack Flash/Youngblood | მიკ ჯეგერი, კით რიჩარდსი/ჯერი ლეიბერი, მაიკ სტოლერი, დოკ პომუსი | რასელი, დონ პრესტონი | 9:27 | |||||
| 6. | Here Comes the Sun | ჰარისონი | ჰარისონი | 2:59 | |||||
| მხარე 5 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | სიმღერის ავტორ(ებ)ი | შემსრულებელი | ხანგრძლივობა | |||||
| 1. | A Hard Rain's A-Gonna Fall | ბობ დილანი | დილანი | 5:44 | |||||
| 2. | It Takes a Lot to Laugh, It Takes a Train to Cry | დილანი | დილანი | 3:07 | |||||
| 3. | Blowin' in the Wind | დილანი | დილანი | 4:07 | |||||
| 4. | Mr. Tambourine Man | დილანი | დილანი | 4:45 | |||||
| 5. | Just Like a Woman | დილანი | დილანი | 4:49 | |||||
| მხარე 6 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | სიმღერის ავტორ(ებ)ი | შემსრულებელი | ხანგრძლივობა | |||||
| 6. | Something | ჰარისონი | ჰარისონი | 3:42 | |||||
| 7. | Bangla Desh | ჰარისონი | ჰარისონი | 4:55 | |||||
2005 წლის რემასტერინგი [რედაქტირება]
- დისკი 1
შეტანილია 10 სიმღერა ორიგინალური გამოცემიდან (მხარე 1-3).
- დისკი 2
შეტანილია 9 სიმღერა ორიგინალური გამოცემიდან (მხარე 4-6) და ასევე:
| დამატებითი სიმღერა | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | სიმღერის ავტორ(ებ)ი | შემსრულებელი | ხანგრძლივობა | |||||
| 10. | Love Minus Zero/No Limit | დილანი | დილანი | 4:19 | |||||
| დამატებითი სიმღერა (მხოლოდ iTunes გამოცემა) | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | სიმღერის ავტორ(ებ)ი | შემსრულებელი | ხანგრძლივობა | |||||
| 11. | Bangla Desh (სტუდიური ვერსია) | ჰარისონი | ჰარისონი | 4:00 | |||||
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ http://www.allmusic.com/album/r64627
- ↑ Gary Graff & Daniel Durcholz (eds), MusicHound Rock: The Essential Album Guide, Visible Ink Press (Farmington Hills, MI, 1999), p. 529.
|
|||||||||||||||||||||||